ეს ისე

galacticcenter

“შენობიდან გამოვედი, კარებს სანამ  ერთი მეტრით გავცდი ქუდი დავიხურე. გავიხედე მარჯვნივ და შემდეგ მარხინ, გავიარე ათამდე ნაბიჯი  არადა წესით ცხრა ნაბიჯშიც ვასწრებ ამ წერტილამდე მისვლას, შემდეგ მარცხნივ შემოვბრუნდი და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავედი. დაახლოებით  ათ წამში ჩავირბინე და ოცამდე ნაბიჯი მოვანდომე მეორე წერტილამდე მისვლას. შემდეგ მარჯვნივ მოვბრუნდი და კიბეებზე ავედი, აქ თხუთმეტ წამამდე მოვუნდი ამოსვლას. ორი წერტილი ვახსენე, ორივეგან სხვადასხვა მხარეს წავედი , ესე იგი ყველაფერი რიგზეა. ეს ისე. ეს ყვლეაფერი მოხდა წერტილებს შორის, ახლა რა ხდება მაგას მოგიყვებით…

წინ მივდივარ და გაჩერებაზე ველოდები ავტობუსს, დაახლოებით შვიდ წუთში უნდა მოვიდეს, ეს ჩემი გათვლებით , ისე შეიძლება ექვს წუთში და ოცდაათ წამში, გააჩნია რამდენად კარგად მოისმენს ან არ მოისმენს მძღოლი ავტობუსის ჭორებს. დღეს ცივა ანუ საჭორაოც ნაკლებია. ეს ყველაფერი გავთვალე  ,მაგრამ ახლა იმაზე ვფიქრობ რატომ დამჭირდა ათი ნაბიჯი და არა ცხრა, რამ დამაყოვნა ასე ერთი ნაბიჯით?! ჯერ თვალებს ვხუჭავ, დღეს დილით ისე ვისაუზმე როგორც ამას ყოველ დილით, ზუსტად იმდენი ხანი ვიყავი სამსახურში რამდენი ხნითაც მიწევს ყოვლე დღე ყოფნა, ზუსტად იგივე ძალები დავხარჯე ჩემი უფროსის უაზობის მოსმენაში რამდენსაც ყოველ დღე ვხარჯავ, მაშინ რა მოხდა? ესე იგი რაღაც ამ ათ ნაბიჯში  და შენობის დატოვებამდე მომხდარი სხვა რუტინული, მაგრამ აქვე ვაღიაროთ მეტად საქმიანი და შრომატევადი საქმეები არაფერ შუაშია.

გავიხედე შენობისკენ საიდანაც გამოვედი, ჯერ მარცხნივ ანუ შენობის კარებიდან მარჯვნივ და შემდეგ მარჯვნივ ანუ შენობის კარებიდან მარცხნივ  და ამ დროს შევამჩნიე, რომ მეორე გახედვისას ორი სამი წამით შევაჩერე მზერა , ხოლო პირველი გახედვისას სულ რაღაც წამით. საინტერესო ამბავია მთელი ეღტი ნაბიჯი ანუ ნახევარი მეტრი და მთელი ორი წამი ანუ წუთის ოცდამეათედი. საათს დავხედე, ფიქრს მოვანდომე ერთი წუთი. ესეც უცნაურია, მაგრამ არ განვიხილავ რატომ, ბევრ დროს წაიღებს. დრო ისედაც ცოტაა, როგორც ყოველთვის !

იქნებ უკან მივირბინოო და შემდეგ ისევ დავბრუნდე? (ეს მაშინ გავიფიქრე თუ ახლა ვფიქრობ ამას, არც კი ვიცი) არა სირბილი არ შეიძლება, მაშინ გავივლი ჩვეულებრივად. საათს დავხედე, ხუთი წუთი ან ოთხი წუთი და ოცდათი წამი დამრჩა. მოკლედ წავედი, ისევ ორი წერტილი, პირველი წერტილი მარცხნივ მობრუნება, მეორე წერტილი მარჯვნივ მობრუნება. ამათი ჯამი არაფერია, ეს ისე.

ამოვედი და გავიხედე შენობის მარჯვნივ, ეს შენობის ის მარჯვენაა იქითა ავტობუსის გაჩერებიდან მარჯვენად რომ ჩანს მაგრამ, შენობის კარებიდან მარცხენად. მივუახლოვდი ამ მემარჯვენა სივრცეს. ისევ იგივე ურნა , გავსებული უსაშველო ნაგვით, ირგვლივ მიმოფანტული ერთი ორი ქილის გაზიანი სასმელი, მოკლედ განსაკუტრებული არაფერი, მაგრამ ცოტა მარცხნივ როცა გამეპარა თვალი ვნახე ის რამაც დამაგვიანებინა ავტობსის გაჩერებამდე და შესაბამისად სახლშიც  ალბათ გვიან მივალ ან უკვე მივედი და ვერ ვხვდები რომ ეს მოხდა.

გავიგონე როგორ წავიდა ავტობუსი(ანუ ეს პროცესი მოხდა). ავტობუს, რომ არ წასულიყო მე მის მოსვლასაც ვერ შევამჩნევდი…”

ვზივარ სავარძელში და ამ ყველაფერს ვიხსენებ, მწვანე ჩაის ვსვამ.  ჩემს ძველ ბლოკნოტს ვიღებ და წერას, ოდნავ აკანკალებული მარცხენა ხელით ვიწყებ. ჯერ დავწერე ის რაც აქამდე გამახსენდა და შემდეგ ვაგრძელებ.

“მარცხენა სივრცე. ნახევარი მეტრის სიმაღლის ქვის დასაჯდომი. ქალაქში დღის ოთხი საათია და ცივა, ავტობუსი წავიდა. დავრჩი მე მარცხენა სივრცეში და ქვის სკამი, კაცითურთ. აქ მაჟრიალებს, ახლა ამ წამს.” თუ იმ წამს მე ამას ვერ ვხვდებ.

“კაცს გადავხედე და ვერ მივხვდი რატომ ჩამიშალა ამ ადამიანმა დღის გეგმა. მივედი , მაგრამ ერთი მეტრის დისტანცია დავიტოვე, იქნებ გასაქცევად მქონდა საქმე, აბა მე რა ვიცოდი.

-რამით ხომ არ დაგეხმაროთ?

ამ სიტყვებით მივანიშნე, რომ მას დახმარება სჭირდებოდა . არჩევანის საშუალებაც მივეცი, რომ მთლად უტაქტოდაც არ გამომსვლოდა.

კაცმა თითქოს ვერ გაიგო და წინ იყურებოდა. ხშირად შემიმჩნევია მე ასეთი მზაერა, მაგრამ რატომღაც მაინც არ მოველოდი მე ამ სახისგან ასეთ ჩაფიქრებას. ალბათ მაშინ, როდესაც შენობიდან შევამჩნიე ეს ყველაფერი იმ ნახევარი მეტრის მანძილის დამატებაში გავაანალიზე. მე ამ კაცმა ჩემი სივრცე წამართვა. ის შემოვიდა ჩემში და არ ვიცი რატომ!”

იმ წამს მე ეს გავიფიქრე და დროის აღქმა ძველებურად დამიბრუნდა. კიდევ გავუმეორე იმ კაცს ჩემი მოტივშენიღბული შეკითხვა და რა თქმა უნდა ისევ დუმილი მივიღე, წამით მაშინ გავიფიქრე იქნებ მე ძეგლს ვეკითხები რაღაცას, რომელიც ცოტახნით ჩემთვის გაცოცხლდა იმისათვის, რომ სახლში გვიან მივსულიყავი? მაგრამ არა ეს კაცი ცოცხალი იყო. ყველაზე ცოცხალი არსება, რაც კი დღემდე მინახავს, მაგრამ სად ვხვდებოდი მე მაგას მაშინ, როდესაც თავში სულ ციფრები მიტრიალებდა?!

ვწვები და ადგომაც არ მინდა. სევდა იპყრობს ჩემს გულს, არ მინდა მე ამ ამბის მოყოლო, მაგრამ ამ ამბის გაზიარების გარეშეც არ შეიძლება ცხოვრება. არა.

თურმე ჩამეძინა, დილაა. მზე მანათებს თვალებში. არ ვიცი რა დღეა, მობილური გავთიშე. კარებზე ზარის ხმაა, ჩემი უფროსია. ვაბოლებ რომ გაციებული ვარ. იჯერებს. ერთ კვირაში სამსახურში მელოდება. მიდის.

ასე მოკლედ შემოვიფარგლები იმ ამბების მოყოლისას, რომლის ღირებულება დროის ფლანგვის გარდა, არაფეერში ვლინდება. რამდენადაც უაზროა საუბარი ვინმესთა, იმდენად აზრიანი დრო  ჩააბეტონე მშენებარე ბინასი. ნუ თუ ასწლეულები დაელოდები და ნახავ როგორ დაინგრევა კორპუსი,მ აშინ შეიძლება იპოვო შენი აზრიანი, ოდესღაც გაფლანგული დრო. მაგრამ აქ ორი წერტილი არ არსებობს, ესე იგი ეს ასე არ არის, მაგრამ ესეც ისე იყოს

მე ამ მოხუცს შვიდი დღე ვაკვირდებოდი და არა ერთი კვირა, უფრო ზუსტად რომ გითხრათ შვიდჯერ  ათი საათი, რადგან სხვა დროს ვმუშაობდი. ეს ყველაფერი კიდევ წუთებზე უნდა გავამრავლოთ და ბოლოს წამებზეც, რომ დავრწმუნდეთ თუ რამდენჯერ  აღებული ორი წამი  არ ეყო ამ ადამიანის ამოხსნას. ზოგადად შემეძლო უბრალოდ ჰაერის ტემპერატურით მიახლოებით მაინც განმესაზღვრა თუ როდის მოვიდოდა ავტობუსი. ეს იყო ჩემი პირველი დამარცხება ანუ უდიდესი გამარჯვება, აქ ორი წეტილია ესე იგი ეს ასეა და მაშსადამე , ეს ისე.

მილიმეტრითაც კი არ იცვლიდა ეს ადამიანი ადგილის,  თითქოს არც კი სუნთქავდა. სახეზე არ მახსოვს როგორი იყო, მე მას შიგნიდან ვხედავდი და  მასში იყო არაფერი, ჯდომის გარდა. გვერდითაც მივუჯექი, მაგრამ უშედეგოდ. უშედეგოდ იმ წამისთვის თორემ დაახლოებით ერთ წუთში მივხვდი თუ რა ხდებოდა, ესეც ყველაფერი მეექვსე დღეს მოხდა. მეშვიდე დღე იმ ქვის დასაჯდომზე დამათენდა ვიღაც მოხუცთან ერთად.

ვიყურებოდით წინ და ვუყურებდით საგნებს რომლებიც ყოველთვის ერთ ადგილზე დგანან…

თუ ყველაფერს უკეთ დააკვირდებით შენიშნავთ, რომ ა ერთ ადგილზე დგომაში, რაღაც ისეთია რაც ერთ ადგილზე დგომის შთაბეჭდილებას არ ქმნის. დიახ, ასე ვფიქრობდი მაშინ და ვფიქრობ ახლაც. მეც მესიამოვნა იქ ჯდომა დაახლოენით ცხრა საათი. სანამ ჩემმა თანამშრომელმა არ დამიძახა და არ შევედი შენობაში. გამოსვლისას მოხუცი აღარ დამხვდა. მე მის ადგილზე დავჯექი, მაგრამ ერთი წუთიც ვერ გავძელი, ვიფიქრე იქნებ მისი ადგილი რომ დავიკავე ალბათ მაგიტომთქო და გვერდით მივუჯექი მოხუცის ადგილს, სადაც პირველად დავჯექი. მაგრამ არაფერი შეიცვალა, ვერ დავჯექი ისე როგორც ადრე. ჯდომას გადავეჩვიე თუ რა იყო, ვერ მივხვდი. ვერც მეორე დღეს და ვერც მესამე დღეს. შემდეგ ცუდად გავხდი, არა ფიზიკურად უფრო შინაგანად ალბათ, არც ვიცი როგორ ცუდად, მაგრამ ფქტია რომ მაზე გუშინ წერა დავიწყე. დღეს მინდა რომ უაზროდ ვიწვე საწოლში და არ ვიფიქრო დროზე და მეტრებზე, მაგრამ როგორ? უფროსმა თქვა ,რომ ერთ კვირაში გელითო….

ერთი კვირ გავიდა და გავედი მეც ამ ერთი კვირისა არ იყოს სახლიდან. შენობაში შესვლამდე გავიხედე მარჯვნივ და ქვის დასაჯდომი ვნახე, რა თქმა უნდა ცარიელი. ვიმუშვე და წამოვედი, ზუსტად ვერ დავითვალე რამდენი საათი. ჰო მართლა, საათი ჩემს თანამშრომელს ვაჩუქე, თან გოგოს. მართალია კაცის საათია , სავარაუდოდ , მაგრამ გამიღიმა. მეც გავუღიმე. წამოვედი სამსახურიდან და დაღვრემილმა მარცხნივ გავიხედე. დავინახე მოხუცი კაცი, ახლაც ვერ გეტყვით როგორია ფიზიკურად და მითუმეტეს უფრო ახლა ვერ გეტყვი, რადგან მე უკვე მის გვერდით ვზივარ. ვუყურებთ ხალხს, ვამჩნევთ ან იქნებ მე მარტო ვამჩნევ დეტალებს, რომლებსაც ჩვეულებრივ არც კი ვაკვირდები. ბავშვურად მიხარია ჯდომა და არაფრის კეთება სხვების დასანახად. სინამდვილეში, მე ჩემს სამყაროში ბევრ რამეს ვხედავ, მე მაში ვმუშაობ, ხო ვმუშობ  თუ ვმუშაობდი ეგეც აღარ ვიცი.

ვიღაც მომიახლოვდა და მეკითხება.

-რამით ხომ არ დაგეხმაროთ?

მე ვერ ვინძრევი. ის კითხვას იმეორებს. მე მინდა რომ გავინძრე. ეს ორი წერტილია, ესე იგი უნდა გადაიკვეთონ, ეს ისეა თუ ასე არ ვიცი. ცრემლები მომდის და თვალებს ვახელ.

-სამწუხაროდ ორი წერტილი ჩანს.

არ ვიცი ამ კაცმა ორი წერტილი თქვა თუ არა. არც ესე იგი უთქვამს, უკვე არ მესმის რას ამბობს. მე ვდგავარ გრძელ კორიდორში, ექიმი ჩემს წინ დგას. მისი სახის გამომეტყველებაზე ვხვდები , რომ ცუდი რაღაც მოხდა. მე კვლავ არ მესმის  რას ამბობს, ხალხი ტირის. ან მე მესმის ტირილი.

-ჩვენ ორი წერტილი ვართ ამ ყველაფერში, შენ იქით იყურები მე აქეთ, მაგრამ ორი წერტილი რომ დავადოთ ერთმანეთს, მაინც ერთ წერტილს მივიღებთ. ანუ ჩვენ ერთნი ვართ.

-ვერ გავიგე რა თქვი, მაგრამ ერთნი რო ვართ ეგ მომეწონა.

გამიღიმა, მეც გავუღიმე. საათი მომწონს , მის ხელზე.

-ეს ისე, ხომ ხვდები რას ვგულისხმობდი?

-კი ვხვდები, ბევრს ნუ ლაპარაკობ. უბრალოდ ჩუმად იყავი.

მე მას ცხოვრებაში პირველად დავეთანხმე მაშინ და ეს თანხმობა  ახლა გამახსენდა.

ჩუმად ვარ, ვზივარ, უბრალოდ ვზივარ. ის ალბათ ჩააბეტონეს, მე აქ დაველოდები, ასწლეულებიც დაველოდები…

გაიფიქრა მოხუცმა, ეს ისე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s