ჩემი წიგნი

(Mike Stilkey : Book Painting)

ადრე, რა თქმა უნდა ხუმრობით, არ ვაღიარებდი ისეთ წიგნს რომლის გვერდების რაოდენობა არ აჭარბებდა ორას ოცოდაორს (ზოგადად ეს ციფრი მიყვარს და კიდევ ოცდაცამეტი). მაგრამ იყო სემიუელ(მე უფრო სემუელი მომწონს) ბეკეტი  და მისი “გოდოს მოლოდინში”, იყო ეს პიესა და იყო ყველანაირი ალტერისეული(ალტერი ჩვენი, ეგოს შვილი) კანონმდებლობების მსხვრევა ჩემში. აღფრთოვანებულმა ვიარე რამოდენიმე კვირა და შემდეგ დავბრუნდი დედამიწაზე, ახალი აკვიატებებით და იდეებით. მოგვევლინა  ესეც წიგნის დიზაინის რეფორმატორი!

ჩემი ნება რომ იყოს ყოველ ცამეტის ჯერადს  გვერდს მოვნიშნავდი წიგნებში ან ოცდამეცამეტის, დანარჩენს დაუნომრავს დავტოვებდი.რიცხვს,  საშუალო ზომის წიგნში სავარაუდოდ ცამეტჯერ(33×13=429) დაინახავდით წიგნის ფურცლის ქვედა კუთხეში ან ცენტრში . მაშინ ნახავდით ხალხის გაკვირვებულ სახეებს, “ეს რა არის?” “ჩემი წიგნი ყალბია!” “სხვა გამოცემის მომეცით თუ შეიძლება…” და კიდევ მრავალ უცნაურ რეპლიკას გაიგებდით, ცალკე ამ რეაქციებზეც დაიწერებოდა წიგნი, დღევანდელ პროპორციებში. სისქით ახალ “აიპადზე”(iPad Air 2) თხელი რომაა ეს უკანასკნელი კიდევ ფანქარზე თხელია. კი მართალი ხარ, მივექანებით!

კატეგორიულად ავკრძალავდი სანიშნეებს . წიგნის გადაშლისთანავე უნდა გრძნობდე თუ სად გაჩერდი სანამ წიგნი მიაგდე(მიგაგდებინეს) და ამისთვის არც ფურცლის ქვედაკუთხეში უნდა გჭირდებოდეს ყურება და არც სანიშნის თრევა. ბარემ თვალგახუჭულს მოგთხოვოთ კითხვა და ეგაა ჰო? არა რა თქმა უნდა მაგრამ არამგონია უინტერესო იყოს ასეთი კრიტერიუმები.

არ მიყვარს როცა წიგნს პატიოსანი ქალივით ეპყრობიან და ზედმეტ მიკარებასაც კი პანიკად რომ აღიქვამენ. მითუმეტეს ისეთი წიგნები არ მიყვარს სადაც მკითხველის რამე მინაწერი რომ არ გხვდება ადამიანს, თითქოს  წაიკითხაო და დაიკიდაო. საწყენია, მაგრამ რას ვიზამთ ზოგს სპეტაკი ფურცლების მქონე წიგნი უყვარს, ზოგიერთს კი შრომის მელნისგან დასვრილი.

ეს ყველაფერი მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურაზე უნდა ვრცელდებოდეს. აბა წარმოიდგინეთ დიდი ენციკლოპედია სადაც არც გვერდებია მითითებული და ვერც სანიშნეს დებ. ეგ რეაქციები ხომ ცალკე უნდა ამოიწერო.

მოკლეს ეს ყველაფერი რას მოვაყოლე. მთლად წერა და ფიქრი რომ არ დამავიწყდეს, ასეთი მსუბუქი რაღაც რუღაც ბლოგერული ელემენტებით დავკმაყოფილდები და  რამოდენიმე რჩევასაც ჩავაკვეხებ;

1) Bloodline -NETFLIX

2) გაგა ნახუცრიშვილი-პოეტი

3) https://www.youtube.com/watch?v=7rK3s_BP9kE

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s