„ცერები და საჩვენებლები“

hws_01web

„ცერები და საჩვენებლები“

მშია და მწყურია,იმედია  არა ისე როგორც შენ ახლა

-პირველად  მიდიხართ თბილისში? აი ჩვენ ოჯახით მივფრინავთ, ჩემი მეუღლე გასულია ბავშვებს ასეირნებს. თქვენ მარტო ხართ? თანაც პირველი ვიზიტია, არ დაგიმალვათ და ვღელავთ. ამბობენ საქართველო ლამაზიაო.

-მე საქართველოში დავიბადე. დიახ მარტო მივფრინავ

ჩავუკლა ცნობისმოყვარეობა? გავაგრძელებ საუბარს. ისე არ მომშორდება ეს ქალი

-რამდენი შვილი გყავთ ქალბატონო?

-ორი. აი მოდიან

გავიე. კარგია, რომ მაცნობ ამ ხალხს.

-სასიამოვნოა…

-სასიამოვნოა…

შიმშილს ემატება შფოთვა. ის ვიღაც მიყურებს. ხელში პარკი უჭირავს. მიახლოვდება. ბრუნდება, ვითომ ჩემსკენ არ მოდიოდა

-ლამაზია? ჩვენ…

-კი ლამაზია, მე ….

რას დახეტიალებს, რა უნდა? ქართული საუბარი დამავიწყდა, ფიქრზე ლაპარაკიც ზედმეტია. ეს აშკარად ჩემსკენ მოდის

-ქართულად საუბრობ?

-კი, ქართველი ვარ

სახე გაუთეთრდა,   ლამის სახეზე ჩამოღვრილი  ოფლი ცრემლად ექცეს და  „თხუთმეტი წყრთის სიმაღლეზე“ დაგვფაროს.

-მეც ქართველი ვარ. ვიცი ვერ ჩავაღწევ

-უკაცრავად?

-ვიცი ვერ ჩავაღწევ სახლში

-თქვენ ხომ გაიარეთ რეგისტრაცია?

არადა გავლილი უნდა ჰქონდეს

-დიახ

-პირველად მიფრინავთ თვითმფრინავით?

-დიახ. აქეთ მანქანით ჩამოვედით

-ნუ ღელავთ, მეც მეშინოდა პირველი ფრენის

-მერე?

-მერე აგერ ვარ თქვენს გვერდით ცოცხალი და უვნებელი

ნაძალადევად იცინის, შუბლიდან ოფლს იწმენდს და ფანჯარაში იყურება

-დამიჭერენ

-რატომ?

-აი დაცვას შეხედე, რაღაც გადაუგზავნეს მობილურში ყველას ათვალიერებს, აგერ მიცნო მოდის !

მართლაც მოდის რაღა უნდა, საბუთები წესრიგში მაქვს, თუმცა ეს ღელავს და ალბათ…

-მე პარკს დავდებ და დამპირდი, რომ ამას ჩაიტან თბილისში

-რა?

-გთხოვ ჩაიტანე

-კი მაგრამ მე

მოვიდა

-წამომყევით თუ შეიძლება

უხმოდ დგება ეს კაცი

-რაც გთხოვეთ გააკეთეთ!

-კი მაგრამ მე

-გთხოვთ

სიტყვა „გთხოვთ“ ქართულად კარგა ხანია არ გამიგია. თხოვნაზე მახსენდება წამოსვლა.. . უჰ რა გაიხსენებს  უფრო სიღრმისეულად. მორჩა წაიყვანეს ეს ტიპი. ნეტავ რა დევს პარკში

-ეს პარკი თქვენია?

ეს მეორე პოლიციელიღა მაკლდა

-დიახ ჩემია

არ ჯერა. ხელით მანიშნა მომეო. აი სად დამერხა!

-ვნახე დაკავებულმა როგორ გადმოგაწოდა პარკი, მაგრამ აქ ისეთი რამ დევს რასაც ვერ წაგართმევ. გვეხვეწებოდა ის პარკი არ გამოართვათ იმ მგზავრსო

რა დევს მასში ასეთი?!

-მადლობა

-მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ, კვლავ ეწვიეთ ჩვენს ქვეყანას

-სხვა რა გზაა.

ბოლოს ვერ მიმიხვდა. თქვენ წარმოიდგინეთ და პარკი არ გავხსენი. „ალბათ დამხვდება ვინმე და გამომართმევს ამ პარკს“ ვფიქრობდი „ ცოტას წაიტირებს პარკის პატრონი, მადლობას მეტყვის და აორთქლდება“ ჰო  და ამიტომ არც მოვიშალე ნერვები

აფრენა. მკერდი . დაფრენა.მკერდი. მაგრამ მანამდე იყო გაელვება. ვინ იყო ეს კაცი? ან რა ქნა ასეთი? რა მომაქვს ახლა პარკით? როგორ  მაოხერხა რეგისტრაციის გავლა და შემდეგ ასე უაზროდ პოლიციასთან ჩაბარება… პროპელერთან ვზივარ. კვლავ ვეწვიო მე თქვენს ქვეყანას?

-არ ვეწვევი არა !

გვერდით მსხდომი ბებერი ქალი მიყურებს და იღიმის

-არ ვეწვევი!

უფრო იღიმის. ლამის პატარა ბავშვივით ვუჩიჩინო ამ ქალს ეს სიტყვები. ცრემლები მოსდის

-გესმით ჩემი?

თავს მიქნევს. ხელის თითებს შლის. ათს მაჩენებს, შემდეკ კიდევ ათს, შემდეკ კიდევ და ბოლოს ხუთს

-ოცდათხუთმეტი?

იღიმის და ცრემლები მოსდის. არ მინდა საუბრის გაგრძელება, მაგრამ რას ვიზამთ, საყვარელია.

-მე ხუთი წელი. ვერ საუბრობთ?

თითქოს ბარშია და მე ბარმენი ვარ. ვეკითხები რა  სასმლის მოცულობას, რომლის მირთმევაც სურს. ცერით და საჩვენებლით მიჩვენებს ცოტას. ჰო და ასე ცოტაო

-ცუდია. გელიან თბილისში?

თავს მიქნევს, კიო და უფრო ტირის. მინდა გულში ჩავიკრა, აი არ ვიცი რატომ, რაღაცნაირად მინდა. ასეთი გულისჩაკვრის შეგრძნება არასდროს მქონია. მემგონი სულიერად ვირკავ და ვერ ვგრძნობ ამას. ასე მგონია ვიცნობ

-შეიძლება ჩაგეხუტოთ?

ხელებს შლის და ვეხუტები. მინდა ვიტირო, მაგრამ წლებია ვეღარ ვტირი. ზურგზე სითბოს ვგრძნობ ცრემლების. მეშინია ეს ქალი აქ არ გარდაიცვალოს… ცხოვრებაში რისიც მეშინია ის მიხდება ზოგადად.

როცა ჩამოვფრინდი დამკითხეს. პარკი შემიმოწმეს. მკითხეს რა იყო, მე ვერ ვუპასუხე რა იყო. გაერკვივნენ, გადარეკეს აეროპორტში და დაუდასტურეს რაც იყო და გამომიშვეს. გარეთ ისევ ეს ქალი დამხვდა, ოღონდ სხვა ტანსაცმლით. წავბორძიკდი. მისი ტყუპისცალი ყოფილა,  მაგრამ უფრო დაბერებული ჩანდა. ეს არ იღიმოდა, მხოლოდ ტიროდა…

როგორც იქნა ჩემებამდეც მივაღწიე. ავუხსენი რაც მოხდა.

-პარკი? ამ პარკში რა დევს?

-კარგი გამახსენეთ. თქვენ წადით, მე ტაქსით მოვალ სახლში. ეს პატრონს უნდა გადავცე

ძლივს დავიყოლიე. ველოდები  და არ ვიცი ვის. გამვლელების  გამოხედვას ვუყურებ. მეძებს ვინმე?! მიპოვით იმედია

-არ ვეწვევი, არა !

არავინ იხედება არადა ქართული ყვალას ესმის.

ერთი საათი გავიდა.არავინ მოდის. ტაქსში ვჯდები და პარკს ვხსნი.ხელები მიკანკალებს.

-სხვა გზით წადით, სხვაგან მივდივართ

საელჩოში მეუბნებიან არ აქვთ დაკავებულის შესახებ ინფორმაციის გადმოცემის უფლება. გადავრეკე გადმოვრეკე და გავრკვიე, რომ დაკავებულს აქ არავინ ჰყავს.

-ამას რა ვუყო?!

-არ ვიცი.

-ვერ დამალაპარაკებთ?

-ვერა!

ისევ გადავრეკე გადმოვრეკე და…

-როგორ ჩაფრინდით?

-მადლობა, კარგად. ამ პარკს რა ვუყო?

ქვითინი მესმის

-ვერ ჩავაღწიეთ

-და მე რა ვქნა?

-ენგური უყვარდა

-გასაგებია.

ისმის ქვითინი. არ მინდა საუბრის გაგრძელება. ვრეკავ ჩემებთან. ვუხსნი სიტუაციას და მივდივარ სამეგრელოში.

-აქ ყველაზე სწრაფად მიედნიება. ყინულივით ცივია.

-ახლავე მოვალ

პარკს ვხსნი და შიგნით ცელოფანი დევს. ფერფლი სავარაუდოდ ქალისაა, ან კაცის ან ბავშვის. ვყრი ენგურში. წყალში ხელს ვყოფ და სიცივეს ვგრძნობ. მაგრამ არა ისეთს. ხმამაღლა ვყვირი

-არ ვეწვევი, არა !

ცივად მახსენდება, ორ კვირაში უკან ვბრუნდები.

მშია და მწყურია იმედია  არა ისე,  როგორც შენ ახლა.

3 thoughts on “„ცერები და საჩვენებლები“

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s