გისმენ გულის ყბით

 

Безымянный

1.010869565217391

პარკში  ხე დგას, ხის გვერდით გრძელი სკამი(სკამეიკა) და ისევ ხე. პირველი მამაკაცი  ამ სკამზე  ზის , ტელეფონის ეკრანს თვალს არ წყვეტს. მეორე კი მარცხენა ხის მხრიდან მოდის.

მეორე-დაკავებულია?

პირველი-არა  დაბრძანდით.

მეორე-მადლობა

მეორე ჯდება, პირველი კვლავ ტელეფონის ეკრანს უყურებს და მომენტებში იღიმის. მეორე ხელისგულებით  შუბლიდან ოფლს იწმენს. ზერელედ სუნთქავს. კეპს იხდის თავიდან. შიგნით ფურცელი უდევს, მას ჯიბეში იდებს და პირველს ეკითხება.

მეორე-ნამდვილად არაა დაკავებული?

პირველი-არა, როგორც ვიცი

მეორე-გასაგებია.

 

პირველი-რამით დაგეხმაროთ?

მეორე-არა, რაც მთავარია  გავიგე, რომ იმ ადგილზე სადაც მე ვზივარ, წესით არავინ არ უნდა დაჯდეს, ჩემს გარდა. ყოველ შემთხვევაში თქვენ სანამ ზიხართ.

პირველი-სავარაუდოდ ეგრეა, რადგან თქვენ ამბობთ

მეორე-კიდევ გკითხავთ რაღცას.

პირველი მობილურის შარვლის ჯიბეში ინახავს და მეორეს ჩაფიქრებული უყურებს.

პირველი-გისმენთ.

მეორე- არა წარმოგიდგენიათ?!

პირველი-რა ბატონო?

მეორე-დღეს აბაზანაში შევედი, ვიფიქრე კარგა ხანია არ დამიბანია და იქნებ დეღეს მაინც დავიბანოთქო

პირველი-აბა რა საჭიროა ეგეც, მერე ?

მეორე-მერე დავიწყე დაბანვა და შუქი ჩაქრა.5 წამით სიბნელეში ვიჯექი და მერე უცებ მოვიდა. წარმოიდგენია რა დღეში ჩავვარდებოდი?

პირველი-ვერა, ეგეთი რაღაც არ მომსვლია არასდროს.

მეორე-არც მე არ მომსვლია, უცებ გავიფიქრე ვიღაცამ ხომ არ იხუმრათქო, მაგრამ გამახსენდა რომ მარტო ვიყავი სახლში.

პირველი-ბოლოს რა გაირკვა?

მეორე-არ ვიცი შუქი ჩაქრა და მოვიდა  აბა მე საიდან ვიცი რატომ მოხდა ეგრე.

პირველი-მეც არ ვიცი. ცხელი წყლით ბანაობდი?

მეორე-არა ცივით

პირველი-ჰოო თავისთავად

მეორე-საიდან ეგეთი დასკვნა?

პირველი-ცხელა გარეთ და..

მეორე-მიხვედრილი ადამიანი ჩანხარ , მაგრამ ვერასდროს გამოიცნობ აქ რატომ მოვედი.

პირველი-სიმართლე გითხრა არც ვაპირებ. იცი მე დღეს სახლის გასაღები დავკარგე

მეორე-სად?

პირველი-ეგ რომ ვიცოდე დაკარგული აღარ იქნება

მეორე-ცუდი ამბავი დაგმართნია

პირველი-ვიცი

მეორე-უფრო ცუდ ამბავს გეტყვი და გასაღების ამბავი სულაც არ შეედრება .

პირველი-ვინ გეძახდა, რას მოდიოდი ხომ ვიჯექი მშვიდად.

 

მეორე-ჰო მართლა რაღაც უნდა განახო

 

მეორე ჯიბიდან ქაღალდს იღებს.

მეორე- მერაბ მიმღებაძე ხარ?

პირველი- დიახ.

მეორე-დარწმუნებული ხარ?

მეორემ შუბლიდან ოფლს ფურცლით იწმენდს.

პირველი-დიახ. რა ხდება?  ვინ ხარ?

მეორე- დარწმუნებული ხარ , რომ მერაბ მიმღებაძე ხარ?

მეორეს ხმაში  ვერდრების ტონი ისმის.

პირველ(აწ უკვე მერაბ მიმღებაძის სახელით ცნობილი)-დიხა და რა ხდება?

მეორე-ცუდი ამბავი მაქვს შენთვის. როგორც წესი ცუდ ამბავს პირდაპირ არ ვამბობ, მაგრამ ახლა მიწევს ამის თქმა.

მერაბი- ბინიდან მასახლებ?

მეორე-არა

მერაბი-მანქანას მართმევ ?

მეორე-არა

მერაბი-სამსახურიდან მიშვებ?

მეორე-არა

მერაბი-ვინმე გარდამეცვალა?

მეორე-არა

მერაბი-ბანკის კრედიტოფიცერი ხარ?

მეორე-არა

მერაბი-ძველი „მევალე“ ხარ?

მეორე-არა

მერაბი-ჩემი ახალი უფროსი ხარ?

მეორე-არა

მეარბი-ჩემი ყოფილის ახლანდელი ხარ?

მეორე-არა

მერაბი- ნისიად , რომ არაყი ავიღე იმ მაღაზიის უფროსი ხარ?

მეორე-არა

მერაბი-ააა მივხვდი არა ის ტიპები მე არ მიცემია, ნუ მარტო მე არა.

მეორე-არ ვიცი ვინ ცემე და ვინ არა, მაგრამ მე აქ სხვა საქმისთვის მოვედი.

მერაბი-რა საქმისთვის?

მეორე დასველებულ ფურცელში იხედება.

მეორე-მერაბ.

მერაბი-ააა ჩემი დის ახალი მეგობარი?

მეორე-არა

მერაბი-დის მევახშის ქმარი?

მეორე-მოკეტე ! რა ტვინი წაიღე, მავიწყდება რისთვის ვარ მოსული.

მერაბი-ოო რა იყო, თქვი ვინ ხარ და რა გინდა. მალე მოვრჩეთ  საუბარს, სახლში მინდა ასვლა.

მეორე-ვერსად ვერ წახვალ.

მერაბი-ხო გითხარი ის ტიპები მე არ მიცემია!

მეორე-მე შენ უნდა მოგკლა.

მერაბი-ანუ?

მეორე-რა ანუ? მე შენ უნდა მოგკლა.

მერაბი-ანუ მოკვლაში რას გულისხმობ?

მეორე-მოკვლაში მოკვლას ვგულისხმობ.

მერაბი-ხო მაგრამ ალეგორიულად არ მესაუბრები?

მეორე-ალეგორიულად? ეგ როგორ?

მერაბი-შენ რა არ იცი რა არის ალეგორია?

მეორე-არა

მერაბი-ტეხავს.

მეორე-ალეგორია?

მერაბი-არა ალეგორიის არცოდნა ტეხავს.

მეორე-არ ვიცოდი. რა არის ალეგორია?

მერაბი-რთული ასახსნელია, მაგას დიდი დრო უნდა. მერე აგიხსნი. მართლა უნდა მომკლა?

მეორე-კი.

მერაბი- საიდან მოიტანე?

მეორე სველ ქაღალდს აწვდის

მერაბი-აქ რა წერია?

მეორე-შენი სახელი და გვარი.

ბერაბი კითხვას იწყებს.

მერაბი-შეხედე შენ ! მე მიმღებაძე ვარ, აქ ამღებაძე წერია

მეორე-არა, მანდ მერაბ მიმღებაძე წერია.

მერაბი-შენ მართლა შარზე ხარ, ბიჭო კარგად წაიკითხე.

მეორე-წავიკითხე და მერაბ მიმღებაძე წერია.

მერაბი- ამ სველ ქაღალდს რა მნიშვნელობა აქვს ხომ ამჩნევ, რომ ვერ შევთანხმდით იმაზე თუ რა წერია მანდ.

მეორე-მე რაც წავიკითხე ეგ წერია.

მერაბი-ვინ მოგცა ეგ ქაღალდი?

მეორე- არ მახსოვს

მერაბი-სასაცილოა

მეორე-არამგონია

მერაბი -მეცინება

მეორე-რაზე?

მერაბი-რაზე და შენ, რომ არ გეცინება მაგაზე

მეორე ჯიბიდან  ნივთს იღებს

მეორე-ახლაც?

მერაბი-ახლა არა!

მეორე-კარგია, ერთ განწყობაზე  ვართ

მერაბი-ბასრი დანა ჩანს. რისთვის გჭირდება?

მეორე-არ ვიცი, ჯიბეში ეგდო და უცებ ამოვიღე, ინსტიქტურად. ამას როცა ვშვები, ხალხს სახეზე ღიმილი უქრება.

მერაბი-მართლა მაგარი რაღაცაა, მეც გამიქრა გაღიმების სურვილი. ფრთხილად იყავი მაგ დანასთან.

მეორე-რატომ?

მერაბი-იმიტომ რომ მაგით შეიძლება მომკლა.

მეორე- მერე მეც ეგ არ უნდა გავაკეთო?

მერაბი- ერთი ამას უყურეთ! შენ კიდევ მაგ განწყობით ხარ? რას ნიშნავს უნდა მომკლა

მეორე-კი

მერაბი- დავუშვათ და იმ ქაღალდზე ჩემი სახელი და გვარი წერია, რა იცი რომ მე ის ვარ ვინც უნდა მოკლა?

მეორე-ვიცი

მერაბი-საიდან იცი?

მეორე-მითხრა

მერაბი-ვინ?

მეორე-არ მახსოვს

მერაბი-კაცი უნდა მომკლა და არ იცი რატომ კლავ ან ვინ დაგავალა?!

მეორე- არ ვიცი არა, უბრალოდ არ მახსოვს.

მერაბი-იქნებ გადაიფიქრა იმან ვინც გითხრა? დარწმუნებული ხარ , რომ უნდა მომკლა?

მეორე-დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვიცი.

მერაბი-აი როგორ იცი?

მეორე-    მაგალითად  როგორც ვიცი, როცა მოფსმა მინდება საპირფარეშოში რომ  უნდა შევიდე, აი ვგრძნობ ამას , რომ მანდ უნდა შევიდე და არა სამზარეულოში. ხო ხვდები, ესეთი რაღაც იცი, მაგრამ არ იცი საიდან იცი უფრო სწორედ არ გახსოვს როგორ გასწვლეს ბავშვობაში.

მერაბი-დამაჯერებლად საუბრობ, საკმაოდაც თან, მაგრამ მე არ უნდა მომკლა შენ.

მეორე-ეგ საიდან მოიტანე.

მერაბი-მგონი შენ საკუთარი თავი უნდა მოიკლა.

მეორე-რა?

მერაბი-მაცადე.

მერაბი ჯიბეში ხელს იყოფს და ფურცელი ამოაქვს.

მეორე-მანდ რა წერია?

მერაბი-რა გქვია?

მეროე- რა შენი საქმეა?!

მერაბი- აქ წერია სახელი და გვარი

მეორე- მერე?

მერაბი-შენი სახელი და გვარი

მეორე- საიდან იცი რომ ჩემი სახელი და გვარია?

მერაბი-  შენ რომ „იცი“ აი ის იცი გრძნობაა რა.

მეორე-რომელი იცი?

მერაბი-შენ რომ თქვი ეგეთი.

მეორე-რა წერია?

მერაბი- გია

მეორე-კი გია მქვია

მერაბი-გამცემაძე?

მეორე(აწ უკვე გიად ცნობილი)-ვახ !  მანახე აბა.

მერაბი ქაღალდს აწვდის, გია ართმევს და ნაწერს კითხულობს .

გია(აწ უკვე გია გამცემაძედ ცნობილი)-ვინ მოგცა?

მერაბი- რა შენი საქმეა?! შენც უნდა მოკვდე თუ კარგია.

გია-არა ვხვდები რომ უნდა მოვკვდე, მაგრამ შენ ვინ მოგკლავს?

მერაბი-მე ჩემს თავს მოვიკლავ.

გია-დაიცადე, ჯერ მე შენ მოგკლავ და მერე მე მოვიკლავ ჩემს თავს.

მერაბი-ასე რატომ გადაწყვიტე?

გია-იმიტომ რომ პირველი მე მოვედი.

მერაბი-რა იცი, იქნებ ჯერ მე მომცეს ეს ფურცელი და შემდეგ შენ ?  მოსვლას რა მნიშვნელობა აქვს?

გია-გრძელ წინადადებს ნუ ამბობ ვიბნევი

მერაბი-კარგი, მიდი თავი მოიკალი.

გია-არ მოვიკლავ.

მერაბი-მოიკალი!

გია-არ მოვიკლავ მეთქი!

მერაბი-ეს რა ცუდი ვიღაც ყოფილხარ. სხვისი მოკვლა კი გეჩქარება და საკუთარი თავისთვის ვერ იმეტებ სიკვდილს.

გია-ხო ასეთი გულკეთილი ვარ.

მერაბი-ხუმრობ?

გია-არა მართლა

მერაბი-არადა სულელი ჩემი თავი მეგონა. რას არ გაიგებს კაცი.

გია-არ გვინდა ბევრი საუბარი, უცებ მოგკლავ.

მერაბი-დაიცადე და იმან ვინც ეს ფურცელი მოგვცა, რომ გადაგვაგდოს.

გია-სად გადაგვაგდებს?

მერაბი-მტკვარში

გია-მე ცურვა არ ვიცი

მერაბი-არც მე

გია-რა ვქნათ?

მერაბი-თავი მოიკალი, მერე მე მოვიკლავ და არ მოგვიწევს ასე ცურვის უცოდინრობის გამომჟღავნება.

გია- ჩემით რატომ ვიწყებთ?

მერაბი-აბა რავი , ჩემით ხომ არ დავიწყებთ?! შენგან განსხვავებით მე საზოგადოებისთვის სასარგებლო ვარ

გია- რითი ხარ სარგებლის მომტანი ? ან მე რას მერჩი?

მერაბი-ოოო ვერც კი წარმოიდგენ. გინახავს დედამიწაზე ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში მაინც ტილი არ ჰყოლია?

გია-აბა მე რავიცი , მე მგონი ახლაც მყავს .

მერაბი-მოკლედ მე ტილების საწიინაღმდეგო აცრას  ვქმნი.

გია-ანუ?

მერაბი-ანუ როცა ბავშვი დაიბადება აცრას გაუკეთებენ და მას ცხოვრებაში ტილი აღარ ეყოლება .

გია-არ მჯერა!

მერაბი-რატომ არ გჯერა?

გია-ეგ შესაძლებელი რომ იყოს მაგას აქამდეც გამოიგონებდნენ.

მერაბი-ვინ გამოიგონებდა ?

გია-ისინი.

მერაბი-ვინ ისინი?

გია-აი ისინი

მერაბი-ვინ აი ისინი?

გია-აი ის ისინი.

მერაბ-ვინ აი ის ისინი?

გია-მოკლედ ისინი რა

მერაბი-ვერ გავიგე

გია-ვინც ეს ფურცლები მოგვცა

მერაბი-შენ რა გაგახსენდა ვინ მოგვცა ფურცლები?

გია-არა, მაგრამ ალბათ მაგათ ყველაფერი შეუძლიათ.

მერაბი-მოდი ეს ფურცლები ჯიბეში ჩავიდოთ. შენ ჩემი ჩაიდე, მე შენსას ჩავიდებ. არ აგერიოს.

გია-კარგი.

ფურცლები ჩაიდეს ჯიბეში. გია კეპს იხურავს. ერთმანეთს უყურებენ.

მერაბი-შენი სახე მეცნობა. სანამ ფურცელი მომცეს, ალბათ შენი ფოტოც მანახეს.

გია- მეც მეცნობა, მაგრამ არა ისე როგორც შენ.

მერაბი-საიდან იცი მე როგორ მეცნობა შენი სახე?!

გია-ჩემი სახე იმ დონემდე გეცნობა, რომ ამაზე საუბრის წამოწყებასაც არ ერიდები. ვიცი რომ ჩემზე ჭკვიანი ხარ და ამბობ კიდეც , მაგრამ ათას სამას ოცდაოთხი ათას სამას ოცდასამზე ერთით მეტია სულ რაღაც ერთით.

მერაბი-კარგი, აბა მაშინ შენ მითხარი რას აკეთებ საზოგადოებისთვის კარგს?

გია-ცუდს არაფერს ვაკეთებ

მერაბი-და?

გია- და ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერს არ ვაფუჭებ. ვაკეთბ თუ არა რამეს, არ ვიცი, შეიძლება ვიცი კიდეც მაგრამ მაინც არ მახსენდება ამ კონკრეტულ მომენტში. რომელი საათია?

მერაბი-არ ვიცი

გია-მობილურს დახედე.

მერაბი-დაჯდა ელემენტი და გამეთიშა.

გია-მაშინ გადააგდე.

მერაბი-რატომ გადავაგდო? სახლში წავალ და დავტენი.

გია-შენ დაგავიწყდა რომ ჩვენ უნდა მოვკვდეთ?

მერაბი-კი ეგ მახსოვს,  მაგრამ არსად არ წერია ფურცელზე, რომ დღეს ან ხვალ უნდა გავაკეთოთ ეს, ან ზეგ  ან თუნდაც მაზეგ ანდა მაზეგის მერე დღე რომ მოვა და მაზეგისთვის ზეგ რომ იქნება არც იმ დღეს არ უნდა გავაკეთოთ ეს. გასაგებია?

გია-შენ ამბობ საზოგადოებისთვის კარგ საქმეს ვაკეთებო? და ასეთი სერიოზული საქმე როგორ გადაგაქვს მაზეგისთვის ზეგ , რომ იქნება ისეთი დღისთვის?

მერაბი-დღეს არ გვინდა სიკვდილი. არ მეთანხმები?

გია- ისე სიმართლე გითხრა, მეც მეზარება დღეს სიკვდილი. მაგრამ რაღაც მღრღნის შიგნიდან.

მერაბი-რა გღრღნის?

გია- ვინ დაგვავალა ეს?

მერაბი-არ ვიცი. მოდი გავარკვიოთ.

გია-როგორ გავარკვიოთ.

მერაბი-ჯერ წავიდეთ აქედან

გია-წავიდეთ

მერაბი-ხელი მომკიდე.

გია დგება, მერაბიც დგება და ხელს კიდებენ ერთმანეთს. მერაბი წინ მიიწევს, გია უკან მიჰყვება. მეორე სკამთან მიდიან, რომელიც სამიოდე მეტრში დგას .

მერაბი-ფეხები მეტკინა დავისვენოთ.

გია- მეც ცოტა არ იყოს დავიღალე დავსხდეთ.

სხდებიან

გია-ახლა რა ვქნათ?

მერაბი-დავუძახოთ ვინმეს და მოვლენ იმედია.

გია- ვინმე ! ვინმე ! ვინმე !

მერაბს გიას აჩერებს, ამ დროს ვიღაც მოდის.

მესამე-რა ხმაურია? რა ხდება?

გია-მე ვყვიროდი. ვინმე გვჭირდება დასახმარებლად.

მესამე-რით დაგეხმაროთ?

მერაბი-დაგვეხმარები?

მესამე-ყოველ შემთხვევაში შევეცდები.

გია-რატომ დაგვეხმარები?

მესამე გიასა და მერაბს შუა ჯდება

მესამე-განა თქვენ არ დამიძახეთ დასახმარებლად?

გია-თქვენ ყველას ეხმარებით?

მესამე- არა

მერაბი-დაიცადე გია. შემთხვევით თქვენ ხომ არ მოგვეცით ფურცლები?

მესამე- რა ფურცლები?

გია-არ ესმის დაანებე თავი.

მერაბი- შენ ხომ არ იცი ვინ მოგვცა ფურცლები?

მესამე-რა ფურცლები?

გია- ვანახოთ?

მერაბი-არა

გია-მოკლედ ფურცლები რა

მესამე- არა არ ვიცი

მერაბი-მე და გიას არ გვახსოვს ვინ დაგვიტოვა და როგორ გავარკვიოთ ?

მესამე-და როგორ არ იცით? სახეზეც ვერ ცნობთ?

მერაბი-ფესვი ასიდან იცი რა არის?

მესამე-  ათია

მერაბი-ფესვი ცხრაასიდან

მესამე- ოცდაათია

მერაბი-ოთხიათას ცრაასიდა?

მესამე-სამოცდაათი

მერაბი-ასათი ათას რვაას ოთხმოცდაცხრიდან

მესამე-სამას ოცდაცამეტი

მერაბი-აბა ამ ფურცლების მომცემის ვინაობა რატომ არ იცი?

მესამე-რავი, არ ვიცი.

გია-მაინც დაგვეხმარები?

მესამე-კი დაგეხმარებით

გია-როგორ?

მესამე-მითხარით რაში დაგეხმაროთ

მერაბი-ფურცლების პატრონი მოგვაძებნინე

მესამე-ეგ არ ვიცი

გია-მაშინ წადი, სხვა ვინმეს დავუძახებ

მესამე-არ წავალ!

მერაბი-რატომ?

მესამე-უნდა დაგეხმაროთ

მერაბი-რაში ?

მესამე-არ ვიცი, მე თქვენ დამიძახეთ და უნდა დაგეხმაროთ

მერაბი-კარგი მაშინ მოგვაძებნინე ვინმე ვინც იცის თუ ვინ მოგვცა ჩვენ ეს ფურცლები

მესამე-მაგრამ ჯერ ხომ უნდა ვიცოდეთ ვინ მოგცათ ეს ფურცლები, მერე კიდევ გავარკვევთ ვინ იცნობს იმ კაცს, ასევე  შეესწრო თუ არა ის ფურცლების გადაცემის პროცესს

გია-ლოგიკურია

მერაბი-მგონი ეს ჩემზე ჭკვიანია

მესამე-კარგით, მითხარით აბა ვინ მოგცათ ფუცლები?

მერაბი-და მერე აუცილებლად გავიგებთ თუ ვინ იცნობს ამ ფურცლების დამრიგებელ კაცს

მესამე-ცოტა კი გაჭირდება, მაგრამ თუ რამეა იმას ვიპოვით ვინც იცნობს იმ კაცს, რომელიც იცნობს კაცს, რომელმაც ნახა თუ როგორც მოგცათ ფურცლების დამრიგებელმა ფურცლები.

გია-აშკარად ჭკვიანია, ის ათას სამას ოცდაშვიდია!

მერაბი-მე უფრო მეტი მგონია.

გია ადგა.  სკამს წრეს არტყამს

გია-ამდენი ადამიანის პოვნა, ძალაინ რთულია.თუ გინდა ნუ დაგვეხმარები

მესამე-არა ,მე უნდა დაგეხმაროთ

მერაბი-კარგი გია, გაანებე თავი უნდა ამ კაცს დახმარება.მაგრამ რა გავაკეთოთ ?

მესამე-არ ვიცი, ამაზე ჯერ ვფიქრობ. წრეზე რომ დადის მაგას გია ქვია?

მერაბი-კი გია ქვია

მესამე-შენ?

მერაბი-მე მერაბი მქვია

გია-კიდევ ფიქრობ?

მესამე-კი მე სულ ვფიქრობ

გია-სულ?!

გიამ სიარული შეწყვიტა და უკნიდან მოუდგა მერაბს

მესამე-ხო სულ ვფიქრობ, განა თქვენ ეგრე არ ხართ?

გია-მე ხანდახან ვფიქრობ, ძირითადად, აი მაშინ, როცა. არ მახსოვს, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ.ყოველ შემთხვევაში ახლა ასე მახსოვს

მერაბი-მეც თითქმის სულ ვფიქრობ. გია, ჯიბიდან ის ამოიღე. ნეტავ მაშინაც იფიქრებს?

გიამ დანა ამოიღო, მესამე წამოხდა და იარაღი ამოიღო

მესამე-რას აკეთებ?! დააგდე დროზე დანა

გია-რა იყო, ვიხუმრე

მესამე-დააგდე მეთქი

გია-არა, არ დავაგდებ. თუ კარგია შენ დააგდე

მესამემ იარაღი ჩაიდო ჯიბეში და დაჯდა ისევ

მესამე- ზოგჯერ ასე ვიცი, ალბათ ადრე მიყვარდა ასე გაკეთება.რეფლექსივითაა რა .

გია-მეც მიყვარს ასე ამოღება და ხალხის შეშინებული  სახეების ნახვა. ერთხელ ამის გამო ციხეში ვიჯექი.

მერაბი-მერე როგორ გამოგიშვეს?

გია-კითხვებს მისვამდნენ.ეცინებოდათ, დანა დამატოვებინეს,  ერთი ორჯერ დამარტყეს და მერე გამიშვეს .

მესამე-ეს საიდან?

გია-თურმე მეორე ჯიბეშიც დანა მედო. გამოდის ორი დანა მქონდა და მე ეს არ ვიცოდი.წარმოიდგინეთ ორი დანის დანახვისას რა რეაქცია ექნებოდათ. წარმოიდგინეთ?

მერაბი-კი

მეასმე-კი

გია- მე ვერა. მეც წარმომადგენინეთ რა!

მესამე-ეგ როგორ?

მერაბ-მართლა, ეგ როგორ უნდა ვქნათ?

გია-არ ვიცი.

გია დაჯდა

მესამე-დავრეკოთ!

მერაბი-ვისთან?

მესამე-მე ვიცი ვისთან, მთავარია დავრეკო

გია-მობილური გაქვს?

მესამე-კი

მერაბი-დარეკავ?

მესამე-ვრეკავ.

ტელეფონი ამოიღო მესამემ. დარეკა ერთ ნომერზე.

მესამე- აქ ასეთი სიტუაციაა. სკვერში ორი მამაკაცის ზის ჩემთან ერთად კი არადა ჩემს გვერდით  და აინტერესებთ გუშინ ვინ მისცა ფურცელი. კი ორივეს თითო თითო ფურცელი მისცეს, ეწერა რაღაც მაგ ფურცლებზე კი, სულ ასე რატომ გეხუმრები?! პირველად გირეკავ, რადმენი ხანია არ დამირეკავს. კარგი გამირკვიე. არა რა დალევა, მერე ამოვალ.

მერაბი-რაო?

მესამე-მოაგვარებს, მალე გვეტყვის პასუხს.

ათი წუთია რაც იცდიან. ტელეფონის ზარს ელოდებიან. გია ისევ სკამს არტყამს წრეს  საათის ისრის მიმართულებით,  მერაბი დგება და ის საათის ისრის საწინააღმდეგოდ დადის. როცა ერთმანეთს ხვდებიან, მიმართულებას იცვლიან, მაგრამ საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა, მაინც გიას ეკუთვნის. მესამე ზის და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებს. გიას ტელეფონი რეკავს

გია- რეზო ხარ? რა გინდა რეზო? თემურიმ დაგირეკა? თემურის სოსომ დაურეკა? სოსოს ჯემალიმ? ჯემალის ლევანმა? ლევანს ბუთხუზიმ? ბუთხუზის ნიკამ? ნიკას  გიორგიმ? გიორგის ლაშამ? ლაშას სანდრომ? სანდროს თენგზიმა? თენგიზს ჟორამ? ჟორას დათომ? დათოს დიმიტრიმ? დიმიტრის ვინ დაურეკა? არ იცი რა ქვია? კარგი არაუშავს. იმან ვინც არიცი რა ქვია, მაგან თქვა? რაო? ფურცლების დამრიგებელს ეძებს, გუშინ ვიღაცას რომ დაურგიაო?არა არ ვიცი ვინაა ეგ ფურცლების დამრიგებელი. თუ რამეა დაგირეკავ.

გიამ მობილური ჯიბეში ჩაიდო და გახარებულმა გადახედა ორივეს

გია-მემგონი ჩვენსავით ვიღაც ეძებს ფურცლების დამრიგებელს.

მესამე-ეგ ვინ გითხრა?

გია-თემურიმ დამირეკა, მას სოსომ დაურეკა, სოსოს ჯემალიმ, ჯემალს ლევანმა, ლევანს ბუთხუზიმ, ბუთხუზის ნიკამ, ნიკას გიორგიმ, გიორგის ლაშამ, ლაშას სანდრომ, სანდროს თენგიზიმ, თენგიზს ჟორამ, ჟორას დათომ , დატოს დიმიტრიმ, დიმიტრის არ ვიცით ვინ დაურეკა, მაგრამ ვიცნ დაურეკა უთხრა რომ ორი ადამიანი ეძებს ფურცლების დამრიგებელს, გუშინ მიუცია მათთვისაც ეს ფურცლები. ნახე რა დამთხვევაა !

მერაბი-ეს ფურცლების დამრიგებელი, მგონი მთელს ქალაქს მოედო, რა უნდა ვქნათ? ასე ხომ ყველანი დავიხოცებით?!

მესეამე-დაიხოცებით?

გია-წვიმს

მერაბი-წვიმს

მესამე-სად?

მერაბი-აქ

მესამე-უი, მართლა წვიმს

გია-რა ვქნათ?

მერაბი-რატომ გგონია, რომ სულ რაღაც უნდა ქნა ?

გია-სულ არ მგონია

მერაბი-ახლა ხომ გგონია?!

გია-ახლა ოდნავ მგონია, ისიც იდეის დონეზე

მერაბი-ანუ გგონია

გია-ოდნავთქო

მეარბი-ოდნავ და დიდად არ ითვლება. ცოტა ფული და ბევრი ფული ფულია, ორივეთი იყიდი რამეს

მესამე-ერთ თეთრიანითაც?

მერაბი-კი ერთ თეთრიანითაც

მესამე-რას იყიდი ერთ თეთრიანით?

მერაბი-ორიცალი ერთეთრიანით იყიდი ორთეთრიანს

გია-ხომ ვამბობ რომ ჭკვიანიათქო!

მერაბი-ოდნავ არ ითვლება, ანუ გგონია

გია-კაი შემეშვი, აღარ მგონია!

მერაბი-ახლა მე მგონია, რომ უნდა გავექცეთ წვიმას. ეს „მგონია“ რა გადამდები რამ ყოფილა. შენც ხომ არ გგონია რამე?

მესამე-მე სულ მგონია , რომ

მერაბი-კარგი არ გააგრძელო, მე წამომყევით

მერაბი წამოდგა, გიამ ხელი მოკიდა მესამეც წამოდგა და გიას ხელი მოკიდა. მეორე სკამისკენ წავიდნენ

მესამე-აქაც წვიმს

მერაბი-მემგონი გადაიღო

მესამე-ხო აღარ წვიმს

გია-ოდნავ კი დავსველდით

მერაბი-ეგ არაფერია, სამაგიეროდ სახლში აღარ დაიბან

გია-შენ რა იბან?

მერაბი-კი რა იყო?

გია-მეგონა არ იბანდი

მერაბი-ეგ როგორ?

გია-აი ჩვეულებრივად. მიდიოდი სახლში და არ იბანდი

მერაბი-შენ შვები ეგრე?

გია-ზოგჯერ ვბრაზდები და კვირობით არ ვიბან. დღევანდელი შიშნარევი ბანაობა არ ითვლება

მერაბი-ვისზე ბრაზდები?

გია-ყველაზე

მესამე-არდაბანვა შველის მაგ ამბავს?

გია-მერე არავინ მეკარება, ახლოსაც ვერ დგებიან და შესაბამისად ნერვებსაც არ მიშლიან

მესამე-ჭკვიანურია!

მერაბი-მართლაც რომ ჭკვიანურია, არამგონია შენით მოგეფიქრებინა

გია-ჩემით მოვიფიქრე

მერაბი-კარგი დაგიჯერებ, მაგრამ ბოლომდე არა

გია-გეუბნები თავიდან ბოლომდე ჩემი მოფიქრებულიათქო

მერაბი-მერე ეს იდეა დააპატენტე და გაყიდე

მესამე-ეგეთი რაღაცეები იყიდება?

მერაბი-შენ ფასი დაადე და ნახმარ ნიფხავსაც იყიდიან

მესამე-მაგრამ ეს რომ ნივთი არაა

მერაბი-მერე რა, ათას დებილობებს საუბრობენ თეატრებში, კინოებში, ტელევიზორსა და ქუჩაში. ამაში ხომ ვიხვდით ფულს? დიდი ამბავი ჩვენი გიას იდეაში ფულის გადაყრა.

მესამე-ისე მართალი ხარ, ვქნათ მერე რამე.

გია-მე არ ვარ თანახმა, მერე ყველა ჩემსავით მოიქცევა და არ მინდა

მერაბი-აი გაიღვიძა მასში სიდებილის წუთებმა!

მესამე-არ უნდა და არ დააძალო, იძულებით რაიმეს გაკეთება დანაშაულია მგონი

მერაბი-შენ საიდნ იცი?

მესამე-გამიგია, შორიდან მოვკარი ყური ვიღაცის საუბარს

მერაბი-რას არ გაიგებს კაცი! თან როცა ყურმოკრულ ამბავთან გაქვს სამქმე.კარგად გაიხსენე, იქნებ ის ფურცლების დამრიგებელი გაიძვერის  საუბარს მოკარი ყური

მესამე-არამგონია, თუ გაიძვერაა ვერ მოვკრავდი

მერაბი-რატომ?

მესამე-გაიძვერების საუბარზე ყურ არ მეკვრევინება

გია-სად ვიპოვოთ ახლა ეგ კაცი ან როდის გავარკვიოთ სიკვდილის თარიღი?

მესამე-სიკვდილის?

მერაბი-არაფერი, ნუ მიაქცევ ყურადღებას

მესამე-ხშირად მემის ეს სიტყვები თქვენგან. ფრთხილად იყავით, იარაღი მაქვს!

მერაბი-შენი იარაღი ჩვენ რას გვერჩის?

მესამე-იარაღი რის იარაღია, ვინმეს შუბლი თუ არ გაუხვრიტა? რა იცით ყველაფერი ხდება.

გია-მართალია, ეგრე შენც შეიძლება გაგიხვრიტოს

მესამე-მაგაზეც მიფიქრია, მაგრამ რას ვიზამთ იარაღი იმისაა რომ უნდა ატარო და მერე სადმე ისროლო

მერაბი-მერედა შენც ატარე, ისე რომ შუბლი არ გახვრიტოს

მესამე-არა, იარაღი იმისაა რომ უნდა ატარო და ოდესმე შუბლიც  გახვრიტო

გია-აუ რა მტკივნეული იქნება

მესამე-მართალი ხარ იარაღის ტარება მტკივნეულია

მერაბი-იარაღს შევეშვათ, ჩვენც გვაქვს დანა, მაგრამ ხშირად არ ვსაუბრობთ მასზე ხასიათს აფუჭებს. იარაღიც ეგრეა და  თემა იხურება !

გია-მშვიდობა გვიყვარს მგონი ჩვენ

მესამე-გყვარებიათ კარგი რაღაც

მერაბი-შენ დაგვეხმარე?

მესამე-მემგონი კი

მერაბი-აბა როგორ?

მესამე-არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობ რომ დაგეხმარეთ

გია-ჩვენ ვერაფერს ვერ ვგრძნობთ, ისევ არ ვიცით ვინ მოგვცა ფურცლები

მესამე-არაუშავს, მთავარია დაგეხმარეთ

მერაბი-რაში?

მესამე-არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობ ამას.

მერაბი-მემგონი შენც ჩაიხვიე უკვე

მესამე-ანუ?

გია-აღარ გვჭირდება შენი დახმარება

მერაბი-ნამდვილად

მესამე დგება  ხელები უთრთის, ხმას არ იღებს და მიდის

გია-წავიდა?

მერაბი-ალბათ, აბა აქ ხომ არ იდგება?

გია-ხო ალბათ არა

მერაბი-რატომ მოვიდა?

გია-დამიძახეთო

მერაბი-მერედა ვინ დაუძახა?

გია-მე მბრალდება მგონი ყველაფერი

მერაბი-შენ განა ვინმეს არ ეძახოდი?

გია- ჰო ვინმეს

მერაბი-მერე ამას ვინმე ერქვა?!

გია-ალბათ

მერაბი-წამოდექი

გია-რატომ?

მერაბი-წამოწოლა მინდა

გია-ეგრე მეც მინდა

მერაბი-ორივე ვერ დავეტევით

გია- მაშინ რა ვქნათ?

მერაბი-ჯერ მე წამოვწვები და მერე შენ

გია-მერე რამდენი ხანს გაგრძელდება ეს შენი წამოწოლა

მერაბი-სანამდეც არ მომბეზრდება

გია-უსამართლოა ეგეთი რაღაცის გაკეთება

მერაბი-ჰო მგონი ეგრეა, მაშინ შენ მოიფიქრე უკეთესი გამოსავალი

გია-ორივე დავწვეთ

მერაბი-და როგორ?!

გია-მართი კუთხეები გავაკეთოთ და ისე

მერაბი-ანუ?

გია- ანუ ამ გრძელი სკამის დასაყრდნობ ადგილზე შემოვჯდეთ, ფეხები მაღლა ავწიოთ  , ტანის მდგომარეობაზე, ხოლო ტანი კი ფეხების მდგომარეობაზე. მოკლედ ფეხებით ზემოთ დავჯდეთ

მერაბი-მანახე, ვერაფერს მივხვდი

გია აჩვენებს როგორ უნდა დაჯდნენ. მერაბი უყურებს და იგივეს იმეორებს. ფეხზემოთაწეულები ზიან და ერთმანეთს უყურებენ. სახე ნელ ნელა უწითლდებათ

მერაბი-საუბარი მიჭირს

გია-ეგ არაფერი, მთავარია ორივენი ვწევართ

მერაბი-დაწოლას არ გავს ეს

გია-დაჯდომას უფრო არ გავს, გამოდის რომ დაწოლაა !

მერაბი-თავი მტკივა, მოვრჩი მე დაწოლას

მერაბი დგება, გიაც არ აყოვნებს

გია-გამახსენდა !

მერაბი-ფურცლის ამბავი?

გია-არა!

მერაბი-მაშინ რა მნიშვნელობა აქვს სხვა უაზრობის გახსენებას?!

გია-როგორ არა, მე ხომ გამახსენდა !

მერაბი-ფურცლის ამბავზე უკეთესი რა უნდა იყოს?

გია-უკეთესია, აბა როგორ ?!

მერაბი- რა არის?

გია-ვიცი მე ვინც ვარ

მერაბი-ეგ აქამდე არ იცოდი?

გია-არა, უკეთ გავიხსენე ვინ ვარ

მერაბი-ვინ ხარ?

გია-ვერ წარმოიდგენ!

მერაბი-რაა ასეთი წარმოუდგენელი?!

გია-მე მწერალი ვარ !

მერაბი-მწერალი?

გია-ჰო, მე მწერალი ვარ

მერაბი-რაღაც არ მჯერა

გია-უნდა დაიჯერო

მერაბი-დამიმტკიცე

გია ფეხზე დგება და იწყებს საუბარს,  ხელებსაც იშველიებს

გია-ასე იწყება ეს ამბავი

მერაბი-რომელი?

გია-ნუ მაწყვეტინებ, ჩემ გმირს დაგიხასიათებ

მერაბი-უკაცრავად, გისმენ

გია- „ ჯემალი  გამორჩეულად უსაქმური მამრი იყო, იმ მამრთა შორის რომელთაც ორი ფეხი და ორი ხელი ჰქონდათ, ჰო კიდევ ცოტაოდენი ჭკუაც. . მისი ჭკუის ქონა  გამოიხატებოდა შემდეგში:  სამოცდათხუთმეტი წელი ისე იცხოვრა, რომ არცერთხელ არ უმუშავია.წარმოგიდგენიათ? არა ამას რა დიდი წარმოდგენა უნდა, მაგრამ მაინც უკეთ წარმოიდგინეთ სამოცდათხუთმეტი წელი ჰაერის კმაყოფაზე. ჰო და ის უცებ მოკვდა. არ გარდაცვლილა მეგობრებო, უბრალოდ მოკვდა!“

მერაბი-გააგრძელე

გია-რა გავაგრძელო?

მერაბი-თხრობა

გია-მორჩა

მერაბი-რა მორჩა?

გია- რა და ჩემი ნაწარმოები, გთხოვ დღესვე ნუ მომთხოვ მეორე ნაწილის დაწერას, ძალიან მეზარება

მერაბი-ასე უცებ მორჩა?

გია-არ გესმის შენ მწერლობის

მერაბი-ალბათ არ მესმის, მაგრამ კარგია რომ მწერალი ხარ

გია-რატომ?

მერაბი-შენი სიკვდილით, ცოტა რამ დააკლდება ხალხს

გია-ასე ფიქრობ?

მერაბი-სად ეს ნაწარმოები და სად ტილები?

გია-რა გინდა შენ ტილზე დიდი კია!

მერაბი-არ გვინდა ამაზე კამათი, უბრალოდ ფაქტია რომ შენი სიკვდილით არაფერი შეიცველბა

გია-რადგან შენ ამბობ, მაშინ არაფერი შეიცვლება

მერაბი-ასეა

გია-ჰო ასეა

მერაბი-მცივა

გია-მე არ მცივა

მერაბი-მერე რა? სამაგიეროდ მე მცივა

გია-გციოდეს

მერაბი-როგორ გავთბე?

გია-არ ვიცი

მერაბი-როგორ თბები როცა გცივა?

გია-არ მცვია მე არასდროს

მერბი-და რატომ?

გია-იმიტომ რომ არ ვიცი როგორ გავთბე

მერაბი-ეგ მეც კი ვიცი

გია-და როგორ?

მერაბი-არ გცივა და როგორ აგიხსნა?

გია-ჰო მართალი ხარ

მერაბი-მეც ეგრე მგონია

გია-ის რატომ წავიდა?

მერაბი-ვინ?

გია-აი ის

მერაბი-ვინ ის?

გია-აი ის , რომ დაგვეხმარა

მერაბი-აა ის ვიღაცა, რავი მგონი ჩენ გავუშვით

გია-რაღც მოვიწყინე და დავუძახოთ

მერაბი-ვიღაც ! ვიღაც!  ვიღაც !

მორბის მამაკაცი, ჯოხით ხელში. ჯოხს არ ეყრდნობა, მხარზე უდევს თოხივით და ისე მორბის

ვიღაც-აქ ვარ

გია-ვინმე უნდა გეთქვა მერაბ, სულელი ხარ!

მერაბი-მართალი ხარ, ეს ვინაა?

ვიღაც-მე ვიღაც ვარ

გია- აე პირდაპირ ვიღაც გქვია?

ვიღაც-კი ვიღაც მქვია

მერაბი-ამას გია ქვია, მე მერაბი. იმას ვინც გაიქცა, სავარაუდოდ ვინმე ერქვა

ვიღაც-ვინმე გვაინტერესებს?

მერაბი-ის ვინმე ვინც მე ახლა ვთქვი თუ ზოგადად ვინმე, ვინც არ უნდა იყოს?

ვიღაც-უფრო ის ვინმე ვინც შენ ახლა თქვი

გია-სიმართლე გითხრათ ვინმეს ვეძახდით, მაგრამ ამან რატომღაც „ვიღაცო“ დაიძახა

ვიღაც-მერე რა ?! ვიღაცეები ვინმეებზე ნაკლებები არ ვართ. ჩვენც ადამიანები ვართ!

მერაბი-მაგაში ეჭვიც არ გვეპარება

ვიღაც-აქ რას აკეთებთ?

მერაბი-ველოდებით ვიღაცას

ვიღაც-მე ხომ აქ ვარ!

მერაბი-არა სხვა ვიღაცას, ვინც ფურცლები დაგვირიგა

ვიღაც-და რატომ?

გია- გვაინტერესებს დამატებითი საკითხები ამ ფურცელთან დაკავშირებით

ვიღაც-დავჯდები თუ შეიძლება

მერაბი-ოღონდ ჯოხის გარეშე

ვიღაც-და რატომ?

მერაბი-ჩვენ ჯოხების გარეშე ვზივართ

ვიღაც-მაშინ ფეხზე ვიდგები

გია-რატომ?

ვიღაც-ჯოხის გარეშე არ შემიძლია ყოფნა

გია-და რატომ?

ვიღაც-სუნთქვა მეზარება მის გარეშე

მერაბი-ეგ როგორ?

ვიღაც-ვერ ვხვდები როგორ ხდება, მაგრამ არ შემიძლია მის გარეშე ნორმალურად სუნთქვა

მერაბი-დიდი ხანია რაც ასე ხარ?

ვიღაც-საკამოდ

მერაბი-მაინც?

ვიღაც-როგორც მითხრეს დაბადებიდან

მერაბი-შეუძლებელია!

ვიღაც-მაშინ სკოლის დაწყების დღიდან

მერაბი-შესაძლებელია!

გია-მეცოდები

მერაბი-მეც მეცოდება

ვიღაც-სხვებს არ ესმით ჩემი.ბევრს გიჟიც კი ვგონივარ

მერაბი-სულელები!

გია-მართლაც რომ სულელები

ვიღაც-მე რომ მკითხო თვითონ არიან გიჟები

გია-რატომ გგონაი ეგრე?

ვიღაც-თქვენ რა არ გგონიათ?!

მერაბი-არა

გია-არც მე

ვიღაც-მემგონი თქვენც გიჟები ხართ!

მერაბი-ეგ საიდან მოიტანე?

ვიღაც-აგიხსნით ყველაფერს. ცოცხალი არსებები ვსუნთქავთ?

მერაბი-კი

გია-რა თქმა უნდა

ვიღაცა-ცოცხალი არსებები ვიკვებებით?

მერაბი-კი

გია-რა თქმა უნდა

ვიღაც-ხშირ შემთხვევაში საკვებზე მცირე ოდენ ინფორმაციას მაინც ვფლობთ, ასეა ხომ?

მერბაი-კი

გია-რა თქმა უნდა

ვიღაც-ჰაერზე იცით რამე? იცით რითი სუნთქავთ?

მერაბი-ჰაერით

გია-მგონი ჰაერით

ვიღაც-კი ჰაერით, მაგრამ ამ სიტყვა ჰაერის მიღმა რა იმალება ვიცით? გვაინტერესებს ის რასაც ყოველწამიერად ვიღებთ?გამოდის არა! რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება

მერაბი-გამოდის არა

გია-არ გვაინტერესებ

ვიღაც-მაშინ გიჟები ვართ

მერაბი-ეგ სიგიჟესთან რა კავშირშია?

ვიღაც-არ ვიცი, მაგრამ აბა რასთანაა კავშირში?

მერაბი-უფრო ჰაერის  ქიმიური შემადგენლობის უცოდინრობასთან

ვიღაც-კარგი, მაშინ გიჟები არ ყოფილახრთ

მერაბი-ეგ ისედაც ვიცოდი

გია-მეც

ვიღაც-ო რა სიცრუეში მიცხოვრია! ამდენი ხალხი სულ ტყუილუბრალოდ გიჟი მეგონა!

მერაბი-არაუშავს, დაჯდომას იმსახურებ. ავდგეთ გია და დავსვათ ვიღაც

გია და მერაბი დგებიან. ვიღაც ჯდება და თან ტირის

გია-ნუ ტირი ეგ არაფერია  ყველანი ვცდებით

სკამის ქვევიდან ძაღლი გამორბის და მერაბს უყეფს

მერაბი-გადი ძაღლო იქით

ძაღლი ყეფს და ნელ ნელა მისკენ იწევს

გია-რამე დაარტყი

მერაბი-რა დავარტყა?

მერაბი ვიღაცის ჯოხს იღებს და ძაღლს იგერიებს. ვიღაც ნელ ნელა თეთრდება. ძაღლი არ ჩრდება. გია მერაბის ჯოხს ართმევს და შორს ისვრის. ძაღლი ჯოხს მიყვება

მერაბი-ძლივს არ მოვიშორეთ?!გენიოსი ყოფილხარ გია გენიოსი !

გია-ვიღაცას შეხედე

ვიღაც არ სუნთქავს, არ ინძრევა და თვალებსაც არ ახამხამებს, თითქოს ვიღაცამ გამორთო

გია-გაიქეცი, ჯოხი დააბრუნე

მერაბი მირბის.გია კეპს იხდის თავიდან და აწვდის ვიღაცას. ვიღაც კვლავ ირთვება

გია-ცოცხალი ხარ?

ვიღაც-კი. ჯოხი სადაა?!

გია-გავაქციეთ, სამაგიეროდ ჩემი კეპი გიჭირავს. ისე მართლა ჩემთვის უქუდობა არ შეიძლება, მზის გამო. ეს კეპი კეპის წინა ნაწილით დაიჭირე, მე ქვევით დავჯდები და დავიფარებ, თან შენ ხელს არ გაუშვებ. თითქოს პარკი ვარ.

გია სკამის წინ ჩამოჯდა. ვიღაც აზრზე ვერ მოდის

ვიღაც-ჯოხის გარეშე ვსუნთქავ?

გია-გამოდის!

ვიღაც ქვითინებს

გია-წვიმს?

ვიღაც-არა

გია-აბა რა ხდება?

ვიღაც -გეჩვენება

გია-ჰო, აღარ წვიმს.

ვიღაც-გამოდის ჯოხის გარეშეც ვსუნთქავ?

გია-ეგრეა. მგონი ხელში რაღაც უნდა გეჭიროს. რამე არ გაქვს თან?

ვიღაც-ჯოხი… აუ ჯოხი

ვიღაც აგრძელებს ტირილს

გია-ვახ ბიჭო აშკარად წვიმს

ვიღაც-არა გეჩვენება

გია-იმედია

ვიღაც-რატომ?

გია-აბა ისე დავსველდებით

ვიღაც-ჰოო

გია-მგონი მალე მზეც ჩავა

ვიღაც-მერე?

გია-მერე მთვარე ამოვა და დაღამდება ანდა ჯერ დაღამდება და მერე მთვარე ამოვა

ვიღაც-მთვარე?!

ვიღაც სწრაფად დგება კეპით ხელში

ვიღაც-მთვარე?

გია-ჰო მთვარე. კეპი დამიბრუნე.

ვიღაც კეპიან ხელს შლის, თითქოს  ცეკვას იწყებს. გია ვიღაცაზე მაღალია და მოხრილი მიდის მისკენ, რათა თავი კეპში გაუყაროს

გია-რა იყო მთვარის გეშინია?

ვიღაც იღიმის

ვიღაც-არა რა მეშინია, შენ მართლა არ იცი?

გია-არა

ვიღაც-რისი უნდა მეშინოდეს მე მთვარიდან ვარ ჩამოფრენილი. მეტსაც გეტყვი მთვარე ჩემია !

გია- ეგ როგორ ?

ვიღაც- როგორ და, ერთ მშვენიერ დღეს მე და ჩემს ჯოხს მთვარეზე გაგვეღვიძა.  თავიდან სიზმარი მეგონა. მაგრამ როცა რამოდენიმე თვე უაზროდ დავხეტიალობდით , შემდეგ მივხვდი რომ მარტონი ვიყავით და თანაც ეს ყველაფერი მე მეკუთვნოდა.

გია-როგორ ჩამოფრინდი მთვარიდან?

ვიღაც-ერთ დღესაც ჩემი ჯოხით მთვარეზე საკუთარი სახელი დავწერე. შემდეგ დავიძინე და დედამიწაზე აღმოვჩნდი

გია-და რა იცი რომ არ გეძინა?

ვიღაც-ვიცი, თურმე სამი თვე მეძებდნენ.

გია-ანუ შენ ამბობ რომ მთვარე შენია

ვიღაც-ეგრე არ გამოდის?

გია-არ ვიცი, ეგ იურისტებს უნდა ვკითხოთ

ვიღაც-და მოიცა ანუ მთვარე ჩემი არ გამოდის?!

გია- აბა მე რა ვიცი, უნდა ვკითხოთ სხვებს. თუ გაინტერესებს კითხე ვინმეს.

ვიღაც-არა მეზარება

ერთი კაცი მარცხენა მხრის ხიდან მოდის, მეორე მარჯვენა ხის მხრიდან. ვიღაც და გია სხდებიან.

მარცხნიდან მოსული-გამარჯობათ

მარჯვნიდან მოსული-თქვენ რა გამარჯობა არ იცით?

ხმას არ იღებენ

მარცხნიდან მოსული-ალბათ არ ესმით

მარჯვნიადნ მოსული-დროზე მოვჭრათ, კიდევ ბევრია მოსაჭრელი

მარჯვნიდან მოსულს ხის საჭრელი ხელსაწყო მოაქვს.  მარცხნიდან მოსული ხეს ათვალიერებს.

მარცხნიდან მოსული-ეს ხე ამათ არ დაეცემათ?

მარჯვნიდან მოსული-ისე მოვჭრი რომ არ დაეცემათ

ისინი კვლლავ დუმან. მოსულებმა ხეები მოჭრეს. მარცხიდან მოსულს, მარჯვენა მხრიდან  დაცემული ხე მიაქვს ხოლო მარჯვნიდან მოსულს , მარცხენა მხრიდან  დაცემული.

ვიღაც-რა უნდოდათ ვითომ?

გია-ხეები მოჭრეს

ვიღაც-ცუდია ეგ მზე მხვდება სახეში

გია-ვინ გითხრა რომ ეგ ცუდია?

ვიღაც-აბა როგორ ვინ მითხრა, ჩრდილში ჯდომას რა ჯობს?

გია დგება

გია-გამაგიჟებთ რა! .ეგ კეპი დაიტოვე საერთოდ. მაშ ეს ამხელა მზე იმისთვის ანათებს, რომ ჩვენ ჩრდილებში ვიჯდეთ?! ერთხელაც ამოუვა ყელში და არ გაანათებს. ეგ გინდათ ხო?

ვიღაც-ვითომ ესმის ახლა მაგას, ჩვენ რას ვაკეთებთ აქ?

გია-იქნებდა ესმის, მერე რაღა ვქნათ?!

ვიღაც-შენ ისეთ აღმოჩენებს მაკეთებინებ, თვალები ცრემლით მევსება

გია-ო არა ტირილი არ დაიწყო ახლა

ვიღაც-კარგი გავჩერდები.

გია სახეგასხივოსნებული უყურებს  მზეს

გია-ო არა !

ვიღაც-რა არა?

გია-ხეები დარჩათ

ვიღაც- ხო წაიღეს, რა დარჩათ?

გია-ვერ ხვდები? ხეები ფესვებიანად არ წაიღეს. უნდა დავეწიოთ და მოვაბრუნოთ!

ვიღაც-არა რას ამბობ მაგათ რა დაეწევა, ვერ ხედავ როგორ სწრაფად მიდიოდნენ?

გია- მაშ რა ვქნათ?

ვიღაც-მოიფიქრე რამე

გია სკამს წრეს არტყამს.სკამის უკან ჩერდება.ხელებს მაღლა სწევს

გია-ფესვებიანად ამოვთხაროთ ხეები და საქმე გაკეთებული დავახვედროთ.

ვიღაც-და ეს ახმელა ხე როგორ ამოვთხაროთ ფესვებიანად?

გია კვავ დაქრის სკამის გარშემო. ვიღაც ფიქრობს. გია კვავ ხელებს მაღლა სწევს

გია-ჯოხი რომ გვქონოდა, მაგით დავიწყებდით ამოთხრას, მაგრამ რა გაეწყოვა კეპით უნდა ვქნათ ეგ ამბავი!

ვიღაც-კეპით როგორ? მე ხომ შევწყვეტ სუნთქვას

გია-მერე რა პრობლემაა, სხვა რამ დაიჭირე ხელში

ვიღაც-მაგალითად?

გია  ახლა ხეს ურტამს წრეს. ფეხზე იხდის და  წინდას იძრობს .

ვიღაც-რისი სუნია?

გია-წინდის

ვიღაც-ეგ რაში გინდა?

გია-მე არა, შენ უნდა დაიჭირო

ვიღაც-არ ვარ მე თანახმა

გია-მაშინ შენ თხარე კეპით ორმო

ვიღაც-არც მაგაზე ვარ თანახმა

გია-ხვდები, რომ უთანხმოების წინაშე ვგადვართ ახლა ჩვენ?!

ვიღაც- ჰო და ან წახვალ აქედან ანდა მაგ ქუდს მომცემ!

ვიღაც ქუდს სკამზე დებს. გია წინდას აძლევს. ვიღაცას სახის გამომეტყველება ეცვლება. გია ხის  ქვეშ ორმოს თხრას იწყებს

ვიღაც-მოგწონს რასაც აკეთებ?

გია-არა

ვიღაც- ნუ აკეთებ მაშინ

გია დასჯილი ბავშვის გამომეტყველებით  უყურებს ვიღაცას

გია-მათ ხე დარჩათ

ვიღაც სხკამზე დგება  ნასკით ხელში. გია უყურებს

ვიღაც-შენ მგლის ისტორია იცი?

გია- არა

ვიღაც-ჰო მართალი ხარ, საიდან გეცოდინება. შენ ისიც არ იცოდი , რომ მთვარე ჩემი იყო. სხვათაშორის ეგ ისტორია მანდ დამესიზმრა.

გია-გისმენ, თუ ხეს ეხება გისმენ

ვიღაც-ხალხნო! (თუ მოქმედება თეატრში ხდება, მართლა ხალხი. ტექსტის დონეზე კი მოპირდაპირე სკამეიკას მიმართავს ვიღაც)

ადრე  დედამიწაზე ძალიან ბევრი ხე იყო, იმდენად ბევრი ხე, რომ მთვარიდან დედამიწა მწვანე  ბურთად მოჩანდა. ერთი ხე განსაკუთრებულად დიდი იყო და შესაბამისად ბევრიც ერჩოდა მას. ხე შეწუხდა და მცველის დაქირავება გადაწყვიტა. ცხოველებს ხის არ ესმოდათ, ამიტომაც ხემ შექმნა ცხოველი, მხოლოდ გული ჰქონდა მას არაჩვეულებრივი. ეს ცხოველი მგელი იყო, ხის გულით. მხოლოდ მას ესმოდა ხის და მეტი არავის. მგელი საუკუნეების მანძილზე იგერიებდა სხვადასხვა ცხოველების თავდასხმას, მაგრამ ხისგან განსხვავებით ის ბერდებოდა. ერთხელაც შეწუხებული მგელი მივიდა ხესთან და შესჩივლა.

-შენ საერთოდ არ დაბერებულხარ, მე კიდევ სადაცაა  მოვკვდები

ხემ არაფერი უპასუხა

-ხმა ამოიღე, თორემ მე დაგამარცხებ !

ხე ხმას ვერ იღებდა. მგელმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და დაამხო ხე

ის  მაინც არ იღებდა ხმას. მგელი ხის დაცემის შემდგომ გაახალგაზრდავდა.

-მადლობა, რომ აღარ ვარ ბებერი!

ხე ხმას არ იღებდა

გავიდა ხანი და სადაც ხე იყო დარგული, იქ ხალხი დასახლდა. მგელს წასვლა მოუწია იმ ადგილიდან, რადგან ადამიანებს ახალი საბრძოლო იარაღები გამოეგონებინათ. გაიქცა მგელი შუაგულ ტყეში, სადაც ძალიან ბევრი ხე იყო. დაერია მათ და ყველა დასცა ძირს. ძალის მოზღვავება იგრძნო მგელმა. დაბრუნდა იმ ადგილზე საიდანაც ხალხმა გააძევა და ისინიც ძირს დასცა. ბოლოს მგელს აქაურობა მობეზრდა და მთვარე გადავიდა საცხოვრებლად, იქ ვეღარ სუნთქავდა და საბოლოო ჯამში მოკვდა. მერე მონადირე მოვიდა და მუცელი გაუჭრა, ამოიყვანა ხეები და დედამიწაზე გადარგა ყველა

გია-გაჩერდი რა, რეებს ყვები. გავაგრზელებ მე ჩემს საქმეს წყნარად კარგი ?!

ვიღაც-კი მაგრამ

გია-არავითარი მაგრამ! გააწყალეთ ყველამ გული, მაგ უსაქმურობას ჯობია მომეხმარო ხის ამოთხრაში სირცხვილია,  რას იფიქრებს ხალხი !

ვიღაც-რაში დაგეხმარო? ხის  ამოთხრაში? ეს ვინააა?

მესამე მორბის სისხლიანი დანითა და იარაღით

მესამე-ტყუილი უძლიერესი იარაღია ჩვენი ცხოვრების არსენალში! ტყუილი უძლიერესი იარაღია ჩვენი ცხოვრების არსენალში! ტყუილი უძლიერესი იარაღია ჩვენი ცხოვრების არსენალში!

გია ფეხზე დგება მას უკან ვიღაც ეფარება

გია-ეს რა არის? სად დაისვარე ამდენი სისხლით?

მესამე-მზის ამოსვლაზე არაზუსტი მოვლენა გინახავთ სადმე? ხან როგორ ამოდის ხან როგორ, რასაც უნდა მიას შვება და შვება!

ვიღაც-ეს ვინააა?

გია- ვინმეს ვეძახდით და ეს შეგვრჩა ხელში …

მესამე-არჩევანის თავისუფლება ყოველთვის გვაქვს მეგობრებო! გირლიოტინაზე სიკვდილს შეგვიძლია თვალებგახელილები ან თვალდახუჭულები შევეგებოთ! არჩევანი ხომ ჩვენზეა !

გია-გაჩერდი ეს ხომ ჩემი დანაა!

ვიღაც-არ მიუახლოვდე სისხლით დაგსვრის

მესამე- ანდა ხვალ, ანდა ზეგ, ანდა მაზეგ, ანდა ოდესმე , მხოლოდ  არა დღეს!

გია-დანა მომეცი მეთქი

მესამე-აჰა დაგიბრუნე მე შენ მეორე დანა !

მესამე ქოშინებს

გია-ღრმად ისუნთქე ! დაწყნარდი, ვის არ ჭერია დანა ხელში

ვიღაც-მომშორდით, შორს გადით, გამეცალეთ, ეს რა ხდება რა უბედურებაა?! მე ისევ მთვარეზე მინდა!

მესამე-ჩემი წასვლის დროა სხვებსაც სჭირდებათ დახმარება ! ეს დანა შეინახე, რა იცი რაში გამოგადგება. ის სად წავიდა?

გია-ვინ ის ?

მესამე-გია არადა მეორე

გია- სხვა ვინმეს ეძებ

მესამე-ჰო გიას არადა მეორეს ვეძებ

ვიღაც-გია ხომ ესაა

გია-გია ხომ მე ვარ

მესამე-გია ხომ შენ ხარ!

ვიღაც ხალხისკენ იხედება და ყვირის

ვიღაც- გია ხომ გია არის!

მერაბი მოდის ხის მხრიდან

მერაბი-ოჰ ეს სულელი ძაღლი ჩემი ყოფილა

მესამე-აი ის მოვიდა გია რომ არ არის და რაღაც სხვა რომ ქვია ! მოხვედი ?!

მერაბი-ესენი კიდევ აქ არიან? განა თქვენი ძილის დრო არ არის?

გია-რას ეკითხები მაგათ თუ ძმა ხარ, მოდი აქ მომეხმარე

მერაბი- შენ წესიერად ილაპარაკე ! მე არავის ძმა არ ვარ !  მხოლოდ ჩემი დის ძმა ვარ ნუ ეგ ძმობად არ ითვლება, ხო ხვდები?

ვიღაც-ძაღლი რა უყავი ჯოხი აჭამე?

მერაბი-რა ჯოხი ვაჭამე ძაღლს ჯოხს როგორ ვაჭმევდი?

ვიღაც-რავი მთვარეზე ძაღლები ჯოხებსაც ჭამდნენ

მერაბი-მომაშორეთ ეს !

მერაბი ვიღაცას ჯოხს ესვრის. ის ქვითინს იწყებს.

მერაბი- ძარლს ვურტყი ეს ჯოხი და ვერ წარმოიდგენ რა გადმოაგდო პირიდან მაგ საძაგელმა!

გია-სახლის გასაღები?

მერაბი-კი

გია-ვა გამოვიცანი

მესამე-გვიკვირს შენგან!

მერაბი-ეს კიდევ აქაა?

გია-დაბრუნდი მერე სახლში?

მერაბი-არა ისევ დავკარგე გასაღები

გია-სად ?

მერაბი-ეგ რომ ვიცოდე არ დავკარგავდი მეორეჯერ.

გია-შენ ისეთი ხარ მესამეჯერაც დაკარგავ

მესამე- მესამე აქ მხოლოდ მე ვარ და თუ ვინმე მესამეჯერ რამის გაკეთებას აპირებს მაშინ მე წავედი! იარაღს არავის არ გიტოვებთ! წინ მომავლისკენ!  შეშფოთება, მიშფოთება, ამოშფოთება, გადმოშფოთება ! ასო ბგერა  „ჰერი“ !

მერაბი-ეს ხე უნდა ამოვთხაროთ?

გია-რაღა ხეა ფესვებიღა დარჩა მარტო

მერაბი-მაშინ რატომ თხრი?

გია-ეგ რა კითხვაა ახლა, ვერ ხვდები რატომ ვთხრი?

მერაბი-ვერა მიმახვედრე

გია-სირცხვილია. შენ აჯობებს მომაფიქრებინო როგორ დავძრათ ეს ხე ადგილიდან

მერაბი-ხე არა, ხის ფესვები

გია ფიქრობს, მერაბიც ფიქრობს, მაგრამ მერაბი მგონი უფრო ფიქრობს. გია თუ გააგრძელებს ასე ფიქრს მგონი კუჭში გავა. არა ვხუმრობთ, ვერ გავა ის ხომ სცენაზე დგას! რომელ სცენაზე? აბა რა ვიცით ყველაფერი სცენაა არაა სხვისთვის?! უფროსწორედ სხვისი თვალებისთვის. არ გვინდა ჩვენ სხვისი თვალები ჩვენიც წარბებამდე გვეყოფა.

მერაბი მორჩა ფიქრს, უი გიაც თან მიჰყვა. ვიღაც ჩუმად ქვითინებს.

მერაბი-მოვიფიქრე ! მამა ვარ გენიოსობის!

გია-აბა გისმენ გულის ყბით!

მერაბი-ეს მტირალა ვიღაც მივიტანოთ ხესთან ახლოს და მისი ცრემლებით წყალი დაგუბდება. სველი ადგილიდან უფრო ადვილად დავძრავთ ფესვებს .

გია- ვითომ ეს მაგდენს იტირებს?

მერაბი-აბა მე რავი, მივაგდოთ მანდ და ვნახოთ რა მოხდება?

გია-და გვაქვს ჩვენ ბევრი დრო?

მერაბი-კი რატომ კითხულობ?

გია-ჩვენ როდის უნდა მოვკვდეთ?

მერაბი-ხომ შევთანხმდით რომ გვეზარება

გია-რავი შენ როცა გხედავ სიკვდილი მინდება, ჩემდა უნებურად. პრინციპში ვისი ნებაა ეგ ჩემდაუნებურობის განცდა არ ვიცი, მაგრამ  ნება რომ მქონდეს  არ მექნებოდა ეგ განცდა.

მერაბი-სიკვდილის?

გია-უფრო ჩემდაუნებურობის . განა პირველად მემართება ეგრე? ჩემდაუნებურად მოვედი აქ, ჩემდაუნებურად ავიღე ეგ ფურცელი  ვიღაცისგან,  ჩემდაუნებურად გავჩნდი ამ ქვეყანაზე

მერაბი-ეგ ჩვენდაუნებურად ხდება გია

გია- ხო ნუ რაღა ეგ ვთქვი მეც მაინცდა მაინც, რა სულელი ვარ ზოგჯერ !

მერაბი-ამას ხელი მოკიდე ფეხებში და მივაჩოჩოთ ხის ფესვებთან

ვერ წევენ, ეგ ვიღაც მაგარი მძიმეა !

მერაბი-ხის ფესვები რომ ამასთან მოვწიოთ?

გია-მომეჩვენა თუ ახლა მაგარი სისულელე თქვი?

მერაბი-მგონი სისულელეების საუბარი  გადამდებია არ შევეხოთ და არც შენ შემეხო !

გია-წადი ვიღაც აქედან ! მთვარეზე წადი ! შორს წადი ! წადი აქედან ვიღაც, წადი !

 

ვიღაც დგება ჯოხით ხელში, წინდას ძირს აგდებს და მიდის, სავარაუდოდ მთვარისკენ წავა, მაგას ვერც მე ვნახავ და მითუმეტეს ვერც თქვენ

მერაბი-მემგონი მარტონი დავრჩით

გია-უი ხოოო, აჯობებს დავიშლოთ

მერაბი-არა მოიცა !

გია-რატომ ?

მერაბი-რაღაც წარმოვიდგინე ახლა ჩემს გონებაში , მგონი ვიცი საიდან გაქვს ეგ ფურცელი.

გია-საიდან?

მერაბი- ორი ვარიანტია, ვითომ მაგარი დებილები ვართ და ჩვენ დავწერეთ ეგ სახელები სინამდვილეში და ჩავიდეთ ჯიბეში, შემდეგ მთელი დღეები ამ ადგილზე დავბოდიალობთ იმ იმედით რომ ვიღაც გამოჩნდება  და ვცდილობთ გავარკვიოთ თუ ვინ ჩაგვიდო ეს ფურცლები ჯიბეში! ფურცლის უცხოს ველოდებით ვითომ , ფურცლის გუცხოს !

გია-მეორე ვარიანტი?

მერაბი-მეორე ვარიანტი უფრო ლოგიკურად მეჩვენება . შენ როცა აბაზანაში იბანდი და 5 წამით შუქი ჩაქრა მაშინ შემოვიდა მოჩვენება ან ვიღაც არ აქვს მნიშვნელობა ვინ და ჯიბეში ჩაგიდო ეგ ფურცელი.

გია-და შენ როგორ აღმოგაჩნდა მეორე ფურცელი?

მერაბი- მაგაზე არ მიფიქრა ისე. წამოდი სახლში წავიდეთ, ჩემთან და გავარკვიოთ მე საიდან მაქვს ეგ ფურცელი.

გია- არ მინდა

მერაბი-რატომ?

გია- შენ ხომ სახლის გასაღები დაკარგე

მერაბი-სამაგიეროდ მხრებზე კისერი მაბია და მაგ კისერზე კიდევ ზემოდან შაურმის არადა მარწყვის პლომბირივით დიდი თავი მადგას .

გია-რა  დიარეის მანკიერი  წრესავით საუბრობ, რა ხდება?

 

მეგობრებო „დიარეის მანკიერ წრე“  (აქ მთხრობელი აჩერებს სცენას და აგრძელებს თხრობას, თუ თეატრში ვართ რა თქმა უნდა) :
დიარეა (ფაღარათი) – ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რაც გამოიხატება ხშირ დეფეკაციაში და თხელი ფეკალური მასის გამოყოფაში. დიარეა ჩნდება როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში. მაშ ასე წარმოიდგინეთ,  რომ თქვენ საწყალ ბავშვს ან მოზრდილ პიროვნებას სჭირს დაირეა, თქვენ მიდიხარ შესაბამის დაწესებულებაში , ყიდულობთ წამალს და გერიცხებათ დამატებითი ქულები  ვირტუალურ ბარათზე. შემდეგ მიდიხართ სახლში და ასმევთ ამ წამალს  პაციენტს, თუ გაგიმართლათ მაშინ ოდნავ ანელებთ სიარულს „დიარეის მანკიერ წრეზე“ და თქვენი  ბავშვი ან მოზრდილი პიროვნება გამოჯანმრთელების გზას ადგება, თუ მირიხინებთ მანკიერ წრეზე მაშინ ხვდებით,  რომ რა წამალიც იყიდეთ არაფერში გადგებათ, კვლავ მიდიხართ იმავე ან სხვა დაწესებულებაში და ყიდულობთ სხვა წამალს, ჰოი საოცრებავ! აქაც  ქულა გერიცხებათ! საბოლოო ჯამში თქვენი პაციენტი დიდი წვალების შემდგომ ან თავისით იკურნება ან მართლა წამალი შველის, სამაგიეროდ გაიღიმეთ ნუ ხართ მოწყენილები, თქვენ ხომ დააგროეთ ბევრი ქულა რითაც შეგიძლით კვლავ იყიდოთ ის რაც სავარაუდოდ გიშველით ან არ გიშველით ანდაც სულაც ისეთი ლამაზი ვიზუალის ნაგავი რომელიც გჭირდებათ ან არ გჭირდებათ. ესაა მეგობრებო „დიარეის მანკიერი წრე“ და ჩვენ ამ წრეში მორბენალი გასითხოვნებული ,ვიტამინგამოცლილი გზააბნეული  მასები ვართ !
(მთხრობელი ქრება )

 

მერაბი-მერე ვიპოვოთ ერთად  სახლის გასაღები!

გია-კარგი რა ! ჩვენ ამ ფურცლების პატრონები არ გვიპოვია და გასაღებს როგორღა ვიპოვით?

მერაბ-მარტივად შევხედოთ ცხოვრებას , ერთხელ ვიპოვე, მეორეჯერაც ვიპოვი, მესამედ იმედია ვერ დავკარგავ.

გია-ჰო დაკარგვაზე ჯერ არ ვისაუბროთ რა. იქნებ ვიღაცისთვის დაგვეძახა და ისე მოგვეძებნა

მერაბ-არ გვინა, მოდი სახლში ავიდეთ ჩემთან შეიძლება გასაღები კარებშია გაჩრილი

გია-ეგ როგორ?

მერაბ-ეჰ გია სულ არ იცი ცხოვრება როგორი რაღაცაა, ვერ წარმოიდგენ ხოლმე ისეა ჩათხრილი გასაღებები კარებში და მიხურული, გაგიჟდები კაცი პირდაპირ!

 

მიდიან მერაბის ვილაში,სახშლი ან ბინაში ზუსტად არ ვიცი.

ერთი საათის შემდეგ. ამ ერთი საათი მანძილზე ბევრი რამ მოხდა დედამიწაზე,ბევრი ადამიანი გარდაიცვალა , ბევრიც მოკვდა და ცოტა მეტიც დაიბადა. მერე სადღაც ვიღაც ვიღაცასთან და მერე იმის ვიღაცის ვიღაცასთან წავიდა სადღაც და მერე ყველანი ერთად გადავიდნენ სხვაგან ან უკან წავიდნენ საიდანაც მოვიდნენ, ამას რა დიდი მნიშვნელობა აქვს? მთავარია ხომ მოხდა რაღაც მოქმედება? რა მნიშვნელობა აქვს დღევანდელი დღისთვის როდის მორჩა მეორე მსოფლიო ომი? მთავარია ხომ მორჩა და არ არისახლა, ამწამს აქ  ჩვენთან . აი ჩემი შესვენებაც მორჩა.

მერაბი კოჭლობით მოდის, გიას ორივე დანა სისხლიანია .

მერაბი-უშნოდ აქნევ მაგ დანას, გადი სისხლით არ დამასველო.

გია-ეს რა იყო, კი მაგრამ ეს როგორ გაგიბედეს? ვინ იყო? რა უნდოდა ?

მერაბი- ვაი! მგონი ვიცი ვინც იყო !

გია-აბა გისმენ

მერაბი-ჩემი ბინის ყოფილი მეპატრონის მანქანის ხელოსნის სამსახურის უფროსის  აწ გარდაცვლილი მევალის მაღაზიის ახლანდელი უფროსის დის მევახშის ქმარი.

გია-ვერ გავიგე ვინ იყო !

მერაბი-ეგ ხომ იყო ჩემი ბინა, მაგ ბინის ყოფილ მეპატრონეს ყავდა მანქანა რომლის ხელოსანსაც ჰყავს სამსახურსი უფროსი, ამ უფროსს კი გარდაეცვალა  მევალე კაცი წარმოიდგინე რა ტუზი დაეცა! ამ მევალს ჰქონდა მაღაზია და ამ მაღაზიას ახლა ჰყავს სხვა უფროსი, ხოლო ის ტიპი რომელმაც მცემა იყო ამ მაღაზიის ახლანდელი უფროსის  დის მევახშის ქმარი .

გია-მაცა ის მევახშეა და ეს მევალე?ერთი და იგივე  არ არის?

მერაბი-არა ასე ამიხსნეს მეც, რო გკითხავენ ვინ გცემა ესე თქვიო.

გია-არა მაინც ვინ იყო ეგ კაცი რა, ან საიდან იცი

მერაბი-გია რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო, მთავარია  რომ გამძუყნა მაგ ადამიანმა. რა საიდან ვიცი დედამიწა მრგვალია და საქართველო კიდევ უფრო მრგვალი, რის გამო არ ვიცი ეგეც არ მკითხო ახლა !

გია-არ უნდა გეგინებინა

მერაბი-აბა როგორ არ უნდა მეგინებანია, ვერ ხედავდი რას აკეთებდა ჩემს სახლში?

გია-რას?

მერაბი-რავი ბოლომდე მეც ვერ დავინახე, მაგრამ ფაქტი იყო რომ ნერვებს მიშლიდა და ავდექი და შევაგინე ცხელ გულზე, მეც ხომ ადამიანი ვარ არა ?! მეც ხომ მაქვს ჩემი წვლილი გინების უფლება? განა ძაფით მაქვს ამოკერილი ეს პირი?

გია-ეგ არ გამახსენო!

მერაბი-ძაფით პირის ამოკერვა?

გია-ხოო ერთხელ მომიწია

მერაბი-კაი ნუ გააგრძელებ. ვაიმე ფეხი!

გიამ დანა ჯიბეებში ჩაიდო და მერაბთან მივიდა.

მერაბი-ვინმე ამიხსნის ეგ დანა რატომაა წითელი ფერის? რა იყო ჰოთდოგი, რომ არ დაგექუცმაცებინა ისე ვერ შეჭამდი?

გია-მაგით ჰოთდოგი არ დამიჭრია

მერაბი-აბა რა ქენი? მოიცა სისხლი იყო გამახსენდა !

გია- ვისი სისხლია?

მერაბი-ფეხები მტკივა!

მერაბიის სისხლი მოსდის.

გია-დავურეკოთ ვინმეს !

მერაბი-ვინმეს არა სასწრაფოს!

გია-მობილურის ნომერი არ ვიცი.

მერაბი-არაუშავს, თვითონ მოვლენ , ჩვენ მთავარია დაველოდოთ. მოთმინება მეგობარო !

გია- ეგ როგორ ?

მერაბი-მარტივად რაა, მე ახლა სისხლისგან დავიცლები და ეს სისხლი იმ ხის ფესვებამდე ჩააღწევს, შემდეგ ეს ხე ნელ ნელა გადაინაცვლებს და გადაკეტავს გზას. როცა  საცობი შეიქმენბა  გზაზე ხალხი აქ მოვარდება და ირგვლივ შემოგვეხვევა, თავიდან ყვირილს დაიწყებენ ჰაერის სასუნთქი სივრცე არ იქნება, შემდეგ ვინმე მოპროფესორო ტიპი იყვირებს “სასწრაფოში დარეკეთ“, მერე ვიღაც იტყვის „მე ანგარიშზე არ მაქვს, დარეკეთ ხალხი არა ხართ?!“ ნუ მოკლედ ვინმე ფულს ამოგვაცლის და  საბოლოოდ ჩარიცხავენ მობილურის ანგარიშზე, მაგრამ  როცა  დარეკვას დააპირებენ აღმოჩნდება რომ თურმე ვიღაც ჭკვიანს შეეშალა ნომრის ანგარიშის შევსება  ან მტშს(მოკლე ტექსტური შეტყობინების)  ანგარიშზე ჩარიცხა. ბევრი რა გაწვალო გია და  როცა საბოლოოდ დავიცლები სისხლისგან მაშინ მოაღწევს სასწრაფო. ესაა მთელი ცხოვრების ფილოსოფია.

გია-სისხლისგან დაცლა არ გავწყობს ძალიან დავისვრებით. მიწას დაგაყრი ფეხზე და აღარ წამოვა სისხლი

მერაბი ზირს წვება და გია ფეხზე მიწას აყრის

გია-მგონი უკეთესია

მერაბი-ნამდვილად, ცალი ფეხი თითქოს სამარეში მაქვს

გია-ცალი რა ბარემ მეორეც სამარეში გავუშვათ

მერაბი-არა ჯერ ადრეა. ისე მე თუ ახლა მოვკვდი შენც უნდა მოკვდე ხო იცი

გია-აბა დღეს არ გადავიფიქრეთ?

მერაბი-კი გადავიფიქრეთ, მაგრამ იმ ტიპმა ხომ ხედავ რა გვიყო. ისე ხელში არაფერი ჰქონია ბასრი, ეგ როგორ მომივიდა.

გია- მივხვდი !

მერაბი-რას მიხვდი

გია-მივხვდი ვინც დაგჭრა!

მერაბი-აბა ვინ დამჭრა ?

გია-მემგონი სანამ შენ ის ტიპი გცემდა მოგვეპარა ამ ფურცლებზე სახელების დამწერი და დაგსერა ფეხზე დანით. ხო იცი რა ყოჩაღი ვინმეა, ფურცელები რა ოსტატურად ჩაგვიდო ჯიბეში, რა მაგას ეგ გაუჭირდებოდა

მერაბი-არა ჰო მართალი ხარ. თავბრუ მესხმის გია მგონი ცუდად გვაქვს საქმე

გია-ცოტაც მოითმინე, მალე სისხლისგან დაიცლები და მოვა სასწრაფოც

მერაბი-მაგრამ როცა დავიცლები, მერე როგორ შემავსებენ თავიდან სისხლით?

გია-ათას სასწაულს ჩადიან და ეგ გაუწირდებათ ბიჭო?

მერაბი-მე თუ თვალები დავხუჭე ესე იგი მკვდარი ვარ გამოდის

გია-მაშ მე რა ვქნა აქ მარტომ ?

მერაბი-უნდა მოკვდე

გია-როგორ ?

მერაბი-მეძინება

გია-დავიძინოთ მერე უბრალოდ არ ჩამოღამდეს აქ.

მერაბი იძინებს, გია თავს ადებს ფეხზე მიყრილ მიწას და თვალებს ხუჭავს. მზე მაგრამ აცხუნებს, არ ეძინება.

გია-გაიღვიძე! მე არ მეძინება

მერაბი არ იძვრის ადგილიდან

გია-სისხლისგან დაიცალე ? რა დროს ძილია ადექი რა.  ვინმე დამეხმარეთ!

მესამე მორბის

მესამე-მეძახდი?

გია-ვინმე სხვა „ვინმე“, რომ მოვიდეს არ შეიძლება ?

მესამე-დღეს მე ვარ თავისუფალი, რა ხდება?

გია-არ იღვიძებს

მესამე-მაგას რაღა გააღვიძებს უკვე გასხივოსნდა

გია-ეგ როგორ? სად გასხივოსნდა ?

მესამე-მოკვდა ან გარდაიცვალა გააჩნია რისი მოსმენა გსურს

გია-კი  მაგრამ დღეს სიკვდილი ხომ ეზარებოდა? აბა მე რა ვქნა ახლა?

მესამე-აბა მე რა ვიცი მე ვინ მეკითხება უბრალოდ გამვლელი ვარ, თქვენს უაზრო სეირს ვუყურებ და ეგააა ზოგჯერ როცა ხასიათზე ვარ ჩაგერთვებით ხოლმე, როცა  მარტო ვარ ჩემთვის ვფიქრობ განვლილ ცხოვრებაზე. სულ ესაა ვინმეს ფიქრები და ცხოვრება. თქვენთან ან თქვენს გარეშე, ვინმესთან ან ვინმეს გარეშე ,ერთად ან ცალ ცალკე ესაა და ეს. ისიც შეიძლება იყოს რასაც სხვა ვინმე ფიქრობს ახლა, მაგრამ მოდი ამდენით ნუ გადაგიტვირთავ ახლა მე ტვინს, თორე ვერ მიხვდები საბოლოოდ,  რომ შენი მეგობარი აღარ სუნთქავს და არ ადგება.

გია-სასწრაფო?

მესამე-სასწრაფო დახმარება? განა სწრაფი დახმარება რისი მაქნისია კაი დროსია ვინმესთვის ადრე უნდა დაგეძახა ახლა ძალიან გვიანია. მოდი შენც დაიძინე თორე ამ ფურცლების პატრონი გაბრაზდება

გია-ფურცლების პატრონს იცნობ?

მესამე-არა მე არავის არ ვიცნობ, მაგრამ თქვენგან ვიცი რომ გაბრაზდება ხო იცი ჭორი როგორ უცებ ვრცელდება,  მაშინ რომ დავრეკე და მერე რომ დაგირეკეს და სულ ეგ იყო. ყველამ იცის რომ თქვენ უნდა მოკვდეთ. ახლა შენი ჯერია, ამიტომ ნუ გააბრაზებ ხალხს .  ვიღაც მოდი მალე  !

ვიღაც მორბის ხელჯოხით და თან ტირის

მესამე-რა გატირებს?

ვიღაც-მთვარეზე უნდა დავბრუნდე

მესამე-დაბრუნდები აუცილებლად ჯერ ამას აუხსენი , რომ უნდა მოკვდეს

გია- არ მინდა მე არაფრის ახსნა, ახლოს არ მომეკაროთ თორემ სისხლით გაგწუწავთ

გია ჯიბიდან ორივე დანს იღებს.

გია-წამოდექი მერაბ აიღე ეს ერთი დანა ესენი უნდა გავწუწოთ!

მესამე-ფრთხილად გია, ჩვენ არაფერს დაგიშვებთ უბრალოდ ფურცლის პატრონთან წაგიყვანთ

ვიღაც-ჰოო წაგიყვანთ და მერე მთვარეზე დავბრუნდები არა?!

მესამე-აბა როგორ დაბრუნდები, სად წახვალ რო?!

გია დარბის მერაბის ირგვლივ, ვიღაც მისდევს უკან და მესამე შორიდან იყურებ, თან იცინის. პოლიციის მანქანების ხმა ისმის.

გია-აი სასწრაფოც მოვიდა მერაბ, სისხლით შეგავსებენ თავიდან და მერე ისევ გავიქცეთ ფურცლების პატრონის მოსაძებნად! ფურცლის უცხოვ , გვიფრთხილდი !

ვიღაც აორთქლდა და მას მესამეც მიჰყვა. ხმა თანდათან მძაფრდება. გია მერაბის აყენებს და გარბის,ძირს ეცემა ორივე. გიას მერაბი ზემოდან ახტება. არცერთი არ ინძრევა, მგონი ყბით დაეცა და ყბისგულით ისმენს სირენების ხმას.

პირველი პოლიციელი- აი სულელები , ვიცოდი რომ ამით დამთავრდებოდა ყველაფერი

მეორე პოლიციელი- და თუ იცოდი აქამდე რას შვებოდი?

პირველი პოლიციელი- მაიცა რა მაგათთვის სიკვდილი მადლი იყო.ახალი ხარ სმენაში არაუშავს შეეჩვევი.

მეორე პოლიციელი-იმედია

პირველი პოლიციელი- იმ საშაურმესთან გავაჩეროთ მერე

მეორე პოლიციელი-ბაზარი არაა

სირენების ხმა წყდება.(მთხრობელი გამოდის)

ქაღალდის ნაგლეჯი მოგკლავს თუ მანქანის დაჯახება არ იდარდო ძმაო შენი დრო ამ სცენაზე ამოწურულია.მხოლოდ სიკვდილია  თქვენზე  ქელეხის ხარჯებს თავს ჩვენ  მოვაბამთ ეგ არაა პრობლემა!. გულს ნუ გაიტეხ წინ სხვა დიდი სცენები გელოდება აბა დროებით !

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s