ადრიანად მორჩა ჯონი ნამდვილი დეტექტივის მეორე სეზონის ყურებას, ოდნავ წაზლუქუნების შემდგომი ცრემლის კვალი მოიშორა სახიდან და შევარდა ფეისბუქზე. სტატუსმაც არ დააყოვნა ლამის მთელი მიმოხილვა მიუძღვნა სერიალს, ბეჭდვისას თითები სასჯელის გამოტანის მაგვარი პათოსით აკაკუნებდნენ კლავიატურაზე, ომის ფრონტი უკიდეგანო ჩანდა. მან მეტი შეიცნო ვიდრე დეტექტივი, ეს იყო მისი პირველი გაქანება იქითკენ. კომენტარებმაც არ დააყოვნეს და გაიმართა ხელჩართული ბრძოლა. ერთმანეთს დაუპირისპირდა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია, ზოგიერთი მის გაერთიანებას მოითხოვდა საბოლოოდ რა თქმა უნდა საღმა აზრმა გაიმარჯვა და სერიალის ორივე სეზონი ერთ სხეულად წარმოჩინდა ხალხში. ეს დიდებული ომი მშვიდობით დამთავრდა.
მობილურს დახედა გენადი ურეკავდა.
-სად ხარ? არ მოდიხარ?
-არა მეზარება.
-ეე ატრაკებ ახლა ჩამო დროზე.
-არა რაღაც ვერ ვარ კარგად.
-გაცივდი?
-არა ბიჭო ვერ ვარ ხასითზე, მერე დაგირეკავ ან თუ გინდა ჩემთან ამოდი.
-კარგი ამოვალ.
კარებზე ზარის ხმა გაისმა.
-დედა კარგი გააღე.
კარს აღებენ
-გამარჯობა ლამზირა დეიდა ჯონი სახლშია?
-კი შვილო შემოდი თავის ოთახშია. დედაშენი როგორაა? მამა მუშაობს?
-კარგადაა ლამზირა დეიდა, მადლობა. კი მამა ახალ სამსახურსი მუშაობს.
-უი მართლა, ძალიან გამიხარდა შვილო მომიკითხე შენები.
-აუცილებლად.
გენადი ოთახში შევიდა. ჯონის მიესალმა და სავარძელზე ჩამოჯა.
-ბიჭო რატომ არ ჩამოდიხარ რა ხდება?
-ნამდვილი დეტექტივი ნანახი გაქვს?
-არა, ყალბი ვნახე ამას წინათ.
-ეგრე ძანაც ნუ ღადაობ. გაგიგია მაინც?
-კი ეხლა ვნახე ნიუსფიდში ტვინი რომ გაბურღე . ნახე მაიასაც უნახავს პოსტი დაგილაიქა(„სასტიკად ვერ ვიტან ამ სიტყვას, მაგრამ ერში და ბერში ასეა ცნობილი“).
-ეგ ყველაფერს მილაიქებს დაიკიდე, არა მართლა უნდა ნახო რა… ეს რა იყო ბიჭო!
-კაი გეხვეწები ტვინს ნუ წამიჭამ მაგით ახლა. შენ ის მითხარი რატომ არ ჩამოდიხარ ქვევით?
-ბიჭო რავი ცოტა დამგრუზა ამან და ცუდად ვარ.
-კარგი რაა არ დამიწყო ახლა დრამები აქ. რა მოხდა მანდ ასეთი?
ჯონიმ გენადი ზომიერ ფარგლებში დაასპოილერა და დაიმაინტრიგებლად წარუმართა საუბარი. გენადი ნელი ცურვით მიუახლოვდა მეთევზის ბადეს და თავისდაუნებურად გაიხლართა.
-ეე ეგ კარგია ხო იცი შენ მერე ვნახავ ალბათ. ერთი შეხედე ამას რა უნდა?
„ლივ ტაილერის მამამ“ კომენტარი დატოვ პოსტზე. ორივემ პირი დააღო
-ნახეე რაა ეს ვინ ჩემი ფეხებია ბიჭო?
-ერთია არ იცნობ.
-რა ერთია ნახე რა დებილობებს წერს ვინაა მეთქი?
-არავინაა გენადი დაიკიდე რაა
-რა დავიკიდო ვერ არიან ეს ჩემისები სხვის აზრს თუ არ დააფსეს, დააჯვეს ან გადაურიეს სხვაგვარად თავიანთი… ბიჭო დამავიწყდა
-ეგრე არა, „სხვის აზრს თუ არ დააფსი,დააჯვი ან გადაუარე სხვაგვარად შენი აზრის სისუფთავეს კი ვერ შენიშნავენ“ ავტორი ჯონი შემსრულებელი ე.წ ისპალნიწელი.
-გენიოსი გვყავხარ რაა, ბიჭო ჩაუტარე ამას რამე მოშნი რომ ჩაიჯვას.
-მეზარება რაა.
-კაი მე ვნახავ და მერე ჩავუტარებ. ისევ წერ ?
-იშვიათად.
-ხშირად უნდა მიწერო! ეგრე არ შეიძლება
-ა მე სხვა მეგონა. არა ხშირად ვწერ, თითქმის ყოველ დღე.
-რა სხვა გეგონა?
-არაფერი დაიკიდე.
-კაი, ახლა მაინც არ ჩამოხვალ ქვევით?
-კარგი წავიდეთ.
ქვევით ჩავიდნენ. ჯონი თორმეტისკენ დაბრუნდა სახლში. ფეხის შემობიჯება და ჩხუბი ერთი იყო. მამას მიესალმა დედის ლექცია მოისმინა და ოთახში შევიდა.
ბეჭდვა დაიწყო ვორდის ფაილში
„ ქალებმა მოიფიქრეს, რომ მეგობრობა არ შეგვიძლია. რატომ? სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ქალებმა მგონი ისიც მოიფიქრეს რომ კაცებს გინება გვიხდება . სისულელეა, აბა წარმოიდგინეთ სამოთხიდან გამოგდებული ევა რომელიც ცოფებს ყრის ადამთან „როგორ გაბედა? რატომ არ დამიცავი? მე შენზე მეტად რატომ დავისაჯე?“ მართალია აქ შეგინების ერთ სიტყვასაც ვერ ხედავთ, მაგრამ დამიჯერეთ ის ისე იტყოდა ამ ყველაფერს, რომ მანდ გაიჟღერებდა მეორე ტონი უკმაყოფილებისა და დაიწერებოდა პროლოგი წიგნისთვის „პირველი ტომი გინების საწყისებისა“ ავტორი ევა- შთაგონების წყარო ღმერთი და ადამი, „ვუძღვნი ადამზე მეტად დაჩაგრულებს“. იმასც ნუ დაიჯერებ მეგობარო, რომ ყველა ქალი ერთნაირი ეგ არ დაიჯერო, ყველა სხვადასხვანაირი ტექნიკით სინავს შენს მონაწერს, მაგრამ პათოსი ერთი აქვს ამ არცთუისე კარგ აქტს“ დასინე და იბატონე“ იბატონე რა მის ნერვებზე, ხასიათზე ნუ მოკლედ ყველაფერზე და შემდგომ ის იბატონებს შენს ყველაფერზე ასჯერ და ათასჯერ უფრო ძლიერად.
ერთნაირია სევდის ნაკვთები, მაგრამ მაშტაბებია მეგობარო სხვადასხვა. ერთნაირია ყველა ტრაგედიის პათოსი, მაგრამ ეპილოგი და პროლოგი განსხვავებული. ნუ გეგონება ცხოვრება მხოლოდ ნარუტოსეული „პეინის“ მოძღვრება ის უფრო დიდია და ამოუწურავი, ის ისეთი ღრმა როგორც ევას და ადამის მიერ მინიჭებული ტკივილი მისთვის, ვინც რაღაც ღირებული შექმნა. ასეა მეგობარო ვინც გიყვარს მას სტკენ გულს, აბა ვინც არ გიყვარს ან ვისაც კიდიხარ მაგას ძლიერად გული როგორ უნდა ატკინო? არ ვიცი ასეთი საუბრის მერე კიდევ მეგობრებ დავრჩებით თუ არა, მაგრამ მეგობარო მგონი ჩვენ დღეიდან დიდი ტკივილის მინიჭების უნარის მქონე მეგობრები გავხდით“
წერა შეწყვიტა და კარგად გადაიკითხა ნაწერი. ამოიხვნეშა, ვერ გადაეწყვიტა დღეს მეორე პოსტი დაედო თუ არა კედელზე. მაია რას იფიქრებდა? ვითომ მიხვდებოდა? კი მიხვდებოდა მაგრამ მერე? ვაი და იქნებ მოეწერა? ამ ფიქრებში უცებ შუქი ჩაქრა და ისევ მოვიდა. ვორდის ფაილში არაფერი ეწერა თითებi აუკანკალდა, გიჟივით დაიწყო იმის წერა რაც ახლახან დაწერა ამჯერად ფურცელზე. თითქმის მთლიანად აღიდგინა ტექსტი. აშუბლიდან ოფლი მოიწმინდა კარადა გამოაღო და სხვა ფურცლებს ამოუდო წნაწერი. ოთახიდან გავიდა, მშობლებს ძილინებისა უთხრა და დაბრუნდა. დაწვა ლოგინში და ჩაძინებამდე იმას ფიქრობდა ხვალ რომელზე დაედო ეს პოსტი რვამდე თუ რვის მერე.