ვითომცარაფერიმომხდარა ქუჩა

უნდოდა,  რომ რომ მისი არსებობოა შეგვეგრძნო, ჩვენ კი …

 

შენ ალბათ ჩემი მეგობრის მეგობარი ხარ.. მგონი არასწორია ჩვენი ასეთ გარემოებაში შეხვედრა, მაგრამ რა გაეწყობა. ვერ წარმოიდგენ რამდენი რამ დამავიწყდა და ეგ რამდენის ოდენობაც კი არ ვიცი. ბევრ „არას“ მოისმენ ჩემგან, მართალია მინდა ვიციანი წინადადებები ვისროლო ჰაერში, მაგრამ არ შემიძლია, ხვდები ?

-ეს კაცი მკვდრისთვის გადასაფარებელი თეთრი რაღაცის ფერია, არა ?

-კი, რატომ მეკითხები ?

-მეგონა მომეჩვენა

ამასწინათ შავი ღვინო დავლიე საფლავის ქვასთან მდგარმა, იმდენად კარგი იყო ახლაც შემომრჩა მისი მეხსიერებაში ჩარჩენის და ამოგლეჯის უნარი. ირგვლივ ვერავის გხედავთ, ნაცნობებსაც კი. შენ? ვიცი , არ თქვა ! შენც ჩემსავით ნაცნობ სივრცეში იმყოფები, მაგრამ ხალხია უცნობი. მთავარია კედელმა არ გაატაროს ხმაური და თუ ეს მაინც მოხდა, მერე მხრიდან ყურს გამოიზრდის და გაიგებს შენი საცოდავად ამოხვნეშილი გინების ხმას. გაჩერდი ! გაჩერდი! მე რას მიმალავ ?! ზეპირად ვიცი თქვენი ოთახებსმიღმა ამბები. წვიმდეს მანდ აქ არ დამანახოთ ეგ ამბავი. არ მითხრა სად ვარ, უნდა ვიფიქრო. ეი შენ ბიჭი ჯემალს უთხარი და ჩაგწერს სიაში. შეენ კიდევ კარგი ბიჭი ხარ ფიქრს რომ მაცდი. აი ! შეხედე ! ბიჭი გიწოდე. არა ჩემს თავხედობას საზღვარი არ აქვს იქნებ საერთოდაც გოგო ხარ ანდა სიზმრებიდან გამოპარული დედის ძუძუს დვრილს გამობმული ბავშვი ?!  მაშ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ტყუილად გესაუბრები დორბლს ან ცრემლს დამიღვრი ამ სიცივეში ანდაც ჩაიფსამ მაგ სამზომა პამპერსში. ხვალ წამომყვები ჰო ? არა თუმცა არ გინდა, იმ ბიჭს უთხარი ჯემალას დაელაპარაკოს და ჩაწერენ სიაში. ეგ ცრემლები შეიმშრალე, მეტისმეტად მემლაშება.

-შენ ის ხარ?

-კი, რა იყო ?

-ჰო და ვერ გიტან!

-ჰო და მე გიტან !

შენ ფანდურზე არ უკრავ? მე არ ვუკრავ , შესაძლოა ვუკრავ და მაინც არ გეტყვი, ხომ ხვდები რა მარტივია ? წყარო ანკარა ? რამ აგამათრახა ?აი ვჩერდები. აი უკვე ვჩერდები… ამათ გონიათ მე ის ვარ ? მე ხომ ის არ ვარ, მე ხომ მე ვარ რომელიც ლაპარაკობს იმაზე რომ მე მე მე.არა, მე არ ვლაპარაკობ ! მე გაჩერებული ვიყავი, უბრალოდ შენ ვერ აღიქვი . შენთვის ეს სამი წერტილი უბრალოდ უსუსური სასვენი ნიშანია, ჩემთვის კი საუკუნის ოცდამეცამეტედი, იცოდი ? ყველას აუხსენი თუ კიდევ ვინმემ არ იცის, მე არ ამახსნევინო არ მაქვს მაგის თავი. ციკლოპს თავზე ცეროზი დაემართა , გაყვითლდა და ტანს მოძვრა სიყვითლე რომელიც ყვითელ პატარა არსებებად დაგვიგატეს. უეჭველი ციკლოპის შემქმნელს დაესიზმრა და დილით როცა ზეთისხილის კურკას აგდებდა წამოახსენდა სიზმარი, ეგრევე სიყვითლეც შექმნა. რასაკვირველია სიზმარი საკუთრებად მიიჩნია და თქვენთან გადმოიტანა. ოჰ ეგ სიზმრების პერსონაჟების ქურდი , ვუჩივლებ ! უთავო მოქალაქის დაკარგული თავიც სიზმრების სამფლობელოს ეკუთვნის ! გულგრილად წარმოთქმული უარის სუნია ირგვლივ, გავიდეთ აქედან, თუმცა…

-ხელები მითრთოდა, ეს როგორ გამიბედა, მან ხომ იცოდა ? გეუბნები მან იცოდა !

-დამშვიდდი და გააგრძელე მოყოლა

-არა წარმოგიდგენია?! როგორ გამიბედა

იცი როდის არ გეშლება მისამართი( ან ძალიან იშვიათად ეშლებათ ისიც შენს მაგივრად) როცა მეექვსე  (არა ოთხი) ფიცრის ზედა კიდეს  თვალდახუჭული უყურებ, აი მაშინ იცი რომ ადგილი ზუსტია და დრო კი, უბრალოდ “კი”. ეს ქუჩა “ვითომაცარაფერიმომხდარა” ქუჩის პარალელურად მდებარეობს, დიხაც მის პარალელურად არმისული “მოუსვენრების” სკვერამდე, პრინციპში ყველაფერი ვითომაც არ მომხდარა. კითხე ერთი იმას ჯემას დაელაპარაკა თუ არა. გამოღვიძებამდე დაკარგული მომენტების სასმისი შევსვი გუშინ, სადღაც აქვე ასოებს მიღმა. წამომცდა . არა. წამომცდა? არა. ისე მართლა მიფრინავე თბილ ქვეყნებში? მეც წამიყვანენ თუ ძალიან ვთხოვ ! იცი, უკან არ დავბრუნდები, მთავარია წამოყვანონ, იქაურ მოქალაქეობას ავიღებ და დავახვევ სამუდამოდ ამ უმაქნისი ადგილიდან . იცი გუშინ ის გარდაიცვალა, ოღონ ძილის წინ . კი მსოფლიოც ავადაა, ქრონიკული ბრონქიტი აწუხებს. მას სურდა შემოდგომას დახვედროდა, სხვაგან, დარაჯად.

-ბატონო სოსო, თქვენი სირისტიანი სული სულ რაღაც წამებში გაირეცხება.

-მადლობა ვაჟა იქნებ  როგორც ყოველთვის გამჭვირვალე ქილაში ჩამიდოთ

-როგორც თქვენ იტყვით

ალბათ კარგად იცი ორის სამყაროს მართვა, მითხარი ხვალ რომ გავიღვიძებ საწოლში ისევ შენ დამხვდები? სიცივეს ასხივებ რაც მგონია რომ ფიზიკურად წარმოუდგენელია ამათთვის. იცი ეს სეროტონინი ის სეროტონინი არ არის რაც ჩვენს ახალგაზრდობაში იყო. გგონია დაწყობილად ვსაუბრობ ან მკითხულობ. წამომცდა.არა.წამომცდა!.არა. განა დამხვდები იქ სადაც ვიჯექით? მგონია რომ არა, ოდნავ სხვანაირად მაინც დაჯდები. მას ხომ შეუძლია გარდაიცვალოს, ჩვენ კი ყოველ სიტყვაში ვკლავთ. ისე  სულიც ჰალითოზის შესაბამისი აქვს მაგ შენ ჯემალს ,ორივე უხილავია და  თანასწორად ყარს. მოჩვენებითი თანადგომების ერთობლიობა ხარ და მეტი არაფერი !

-სიყვარული დამეზარა და ვნება აღმოვაჩინე ?

-არ გაგიჭირდებოდა

-არა ამას მართლა მეუბნები ?

უაზროდ მიღებული არჩევანების მონა ვარ,ეს ვიცი , მაგრამ სად ვარ ის არ ვიცი. შენი ბინძური თავისუფლება ჩარჩოს კუთხეებში მიაწებე გადმოგდებული კევივით, მშვენივრად ვიცი როგორ ლოღნი ამ ჩარჩოს! მინახავს შენნაირი “ჩემნაირების” ტალახში ამოსვრა დაა შემდეგ გადახალისება, შემშრალი თუ დამატებული,  გარეცხილი თუ უბრალოდ გადაფერთხილი ტანსაცმლით.მერ არ ვგავარ კინოთეატრის მოჩვენებას, არ ვიპარავ კადრებს, არ ვუყურებ კადრებს, არ ვტკბები კადრრებით, არ ვისმენ კადრების მიღმა ხამურს, არ ვუყურებ ოპერატორს რომელიც ამ კადრს იღებს, არ ვიხედები ტვალეტში წაქცეული კაცისკენ. ამოვიდა  და წავიდა. გამასწრო. გგონია აბსურდი ან უაზრობა ვარ? უბრალოდ გაქცეულ სიტყვებს ვგავარ? გითხარი წვიმას ნუ უშვებთქო!

 

გამახსენდა, მე მესამე თავი ვარ და მალე გაცოცხლებას ვაპირებ.

და შენ ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s