„ცერები და საჩვენებლები“

hws_01web

„ცერები და საჩვენებლები“

მშია და მწყურია,იმედია  არა ისე როგორც შენ ახლა

-პირველად  მიდიხართ თბილისში? აი ჩვენ ოჯახით მივფრინავთ, ჩემი მეუღლე გასულია ბავშვებს ასეირნებს. თქვენ მარტო ხართ? თანაც პირველი ვიზიტია, არ დაგიმალვათ და ვღელავთ. ამბობენ საქართველო ლამაზიაო.

-მე საქართველოში დავიბადე. დიახ მარტო მივფრინავ

ჩავუკლა ცნობისმოყვარეობა? გავაგრძელებ საუბარს. ისე არ მომშორდება ეს ქალი

-რამდენი შვილი გყავთ ქალბატონო?

-ორი. აი მოდიან

გავიე. კარგია, რომ მაცნობ ამ ხალხს.

-სასიამოვნოა…

-სასიამოვნოა…

შიმშილს ემატება შფოთვა. ის ვიღაც მიყურებს. ხელში პარკი უჭირავს. მიახლოვდება. ბრუნდება, ვითომ ჩემსკენ არ მოდიოდა

-ლამაზია? ჩვენ…

-კი ლამაზია, მე ….

რას დახეტიალებს, რა უნდა? ქართული საუბარი დამავიწყდა, ფიქრზე ლაპარაკიც ზედმეტია. ეს აშკარად ჩემსკენ მოდის

-ქართულად საუბრობ?

-კი, ქართველი ვარ

სახე გაუთეთრდა,   ლამის სახეზე ჩამოღვრილი  ოფლი ცრემლად ექცეს და  „თხუთმეტი წყრთის სიმაღლეზე“ დაგვფაროს.

-მეც ქართველი ვარ. ვიცი ვერ ჩავაღწევ

-უკაცრავად?

-ვიცი ვერ ჩავაღწევ სახლში

-თქვენ ხომ გაიარეთ რეგისტრაცია?

არადა გავლილი უნდა ჰქონდეს

-დიახ

-პირველად მიფრინავთ თვითმფრინავით?

-დიახ. აქეთ მანქანით ჩამოვედით

-ნუ ღელავთ, მეც მეშინოდა პირველი ფრენის

-მერე?

-მერე აგერ ვარ თქვენს გვერდით ცოცხალი და უვნებელი

ნაძალადევად იცინის, შუბლიდან ოფლს იწმენდს და ფანჯარაში იყურება

-დამიჭერენ

-რატომ?

-აი დაცვას შეხედე, რაღაც გადაუგზავნეს მობილურში ყველას ათვალიერებს, აგერ მიცნო მოდის !

მართლაც მოდის რაღა უნდა, საბუთები წესრიგში მაქვს, თუმცა ეს ღელავს და ალბათ…

-მე პარკს დავდებ და დამპირდი, რომ ამას ჩაიტან თბილისში

-რა?

-გთხოვ ჩაიტანე

-კი მაგრამ მე

მოვიდა

-წამომყევით თუ შეიძლება

უხმოდ დგება ეს კაცი

-რაც გთხოვეთ გააკეთეთ!

-კი მაგრამ მე

-გთხოვთ

სიტყვა „გთხოვთ“ ქართულად კარგა ხანია არ გამიგია. თხოვნაზე მახსენდება წამოსვლა.. . უჰ რა გაიხსენებს  უფრო სიღრმისეულად. მორჩა წაიყვანეს ეს ტიპი. ნეტავ რა დევს პარკში

-ეს პარკი თქვენია?

ეს მეორე პოლიციელიღა მაკლდა

-დიახ ჩემია

არ ჯერა. ხელით მანიშნა მომეო. აი სად დამერხა!

-ვნახე დაკავებულმა როგორ გადმოგაწოდა პარკი, მაგრამ აქ ისეთი რამ დევს რასაც ვერ წაგართმევ. გვეხვეწებოდა ის პარკი არ გამოართვათ იმ მგზავრსო

რა დევს მასში ასეთი?!

-მადლობა

-მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ, კვლავ ეწვიეთ ჩვენს ქვეყანას

-სხვა რა გზაა.

ბოლოს ვერ მიმიხვდა. თქვენ წარმოიდგინეთ და პარკი არ გავხსენი. „ალბათ დამხვდება ვინმე და გამომართმევს ამ პარკს“ ვფიქრობდი „ ცოტას წაიტირებს პარკის პატრონი, მადლობას მეტყვის და აორთქლდება“ ჰო  და ამიტომ არც მოვიშალე ნერვები

აფრენა. მკერდი . დაფრენა.მკერდი. მაგრამ მანამდე იყო გაელვება. ვინ იყო ეს კაცი? ან რა ქნა ასეთი? რა მომაქვს ახლა პარკით? როგორ  მაოხერხა რეგისტრაციის გავლა და შემდეგ ასე უაზროდ პოლიციასთან ჩაბარება… პროპელერთან ვზივარ. კვლავ ვეწვიო მე თქვენს ქვეყანას?

-არ ვეწვევი არა !

გვერდით მსხდომი ბებერი ქალი მიყურებს და იღიმის

-არ ვეწვევი!

უფრო იღიმის. ლამის პატარა ბავშვივით ვუჩიჩინო ამ ქალს ეს სიტყვები. ცრემლები მოსდის

-გესმით ჩემი?

თავს მიქნევს. ხელის თითებს შლის. ათს მაჩენებს, შემდეკ კიდევ ათს, შემდეკ კიდევ და ბოლოს ხუთს

-ოცდათხუთმეტი?

იღიმის და ცრემლები მოსდის. არ მინდა საუბრის გაგრძელება, მაგრამ რას ვიზამთ, საყვარელია.

-მე ხუთი წელი. ვერ საუბრობთ?

თითქოს ბარშია და მე ბარმენი ვარ. ვეკითხები რა  სასმლის მოცულობას, რომლის მირთმევაც სურს. ცერით და საჩვენებლით მიჩვენებს ცოტას. ჰო და ასე ცოტაო

-ცუდია. გელიან თბილისში?

თავს მიქნევს, კიო და უფრო ტირის. მინდა გულში ჩავიკრა, აი არ ვიცი რატომ, რაღაცნაირად მინდა. ასეთი გულისჩაკვრის შეგრძნება არასდროს მქონია. მემგონი სულიერად ვირკავ და ვერ ვგრძნობ ამას. ასე მგონია ვიცნობ

-შეიძლება ჩაგეხუტოთ?

ხელებს შლის და ვეხუტები. მინდა ვიტირო, მაგრამ წლებია ვეღარ ვტირი. ზურგზე სითბოს ვგრძნობ ცრემლების. მეშინია ეს ქალი აქ არ გარდაიცვალოს… ცხოვრებაში რისიც მეშინია ის მიხდება ზოგადად.

როცა ჩამოვფრინდი დამკითხეს. პარკი შემიმოწმეს. მკითხეს რა იყო, მე ვერ ვუპასუხე რა იყო. გაერკვივნენ, გადარეკეს აეროპორტში და დაუდასტურეს რაც იყო და გამომიშვეს. გარეთ ისევ ეს ქალი დამხვდა, ოღონდ სხვა ტანსაცმლით. წავბორძიკდი. მისი ტყუპისცალი ყოფილა,  მაგრამ უფრო დაბერებული ჩანდა. ეს არ იღიმოდა, მხოლოდ ტიროდა…

როგორც იქნა ჩემებამდეც მივაღწიე. ავუხსენი რაც მოხდა.

-პარკი? ამ პარკში რა დევს?

-კარგი გამახსენეთ. თქვენ წადით, მე ტაქსით მოვალ სახლში. ეს პატრონს უნდა გადავცე

ძლივს დავიყოლიე. ველოდები  და არ ვიცი ვის. გამვლელების  გამოხედვას ვუყურებ. მეძებს ვინმე?! მიპოვით იმედია

-არ ვეწვევი, არა !

არავინ იხედება არადა ქართული ყვალას ესმის.

ერთი საათი გავიდა.არავინ მოდის. ტაქსში ვჯდები და პარკს ვხსნი.ხელები მიკანკალებს.

-სხვა გზით წადით, სხვაგან მივდივართ

საელჩოში მეუბნებიან არ აქვთ დაკავებულის შესახებ ინფორმაციის გადმოცემის უფლება. გადავრეკე გადმოვრეკე და გავრკვიე, რომ დაკავებულს აქ არავინ ჰყავს.

-ამას რა ვუყო?!

-არ ვიცი.

-ვერ დამალაპარაკებთ?

-ვერა!

ისევ გადავრეკე გადმოვრეკე და…

-როგორ ჩაფრინდით?

-მადლობა, კარგად. ამ პარკს რა ვუყო?

ქვითინი მესმის

-ვერ ჩავაღწიეთ

-და მე რა ვქნა?

-ენგური უყვარდა

-გასაგებია.

ისმის ქვითინი. არ მინდა საუბრის გაგრძელება. ვრეკავ ჩემებთან. ვუხსნი სიტუაციას და მივდივარ სამეგრელოში.

-აქ ყველაზე სწრაფად მიედნიება. ყინულივით ცივია.

-ახლავე მოვალ

პარკს ვხსნი და შიგნით ცელოფანი დევს. ფერფლი სავარაუდოდ ქალისაა, ან კაცის ან ბავშვის. ვყრი ენგურში. წყალში ხელს ვყოფ და სიცივეს ვგრძნობ. მაგრამ არა ისეთს. ხმამაღლა ვყვირი

-არ ვეწვევი, არა !

ცივად მახსენდება, ორ კვირაში უკან ვბრუნდები.

მშია და მწყურია იმედია  არა ისე,  როგორც შენ ახლა.

ბეკეტი… ბეკეტი… ბეკეტი ჩქარა!

1e439b0e-e625-4c88-bac9-546fc345fefe

თავიდან “გოდოს მოლოდინში”, წლისა და სამი თვის თავზე “მოლოი”. “მალონის სიკვდილისა” და “l’innommable” (“ენით აღუწერელი”) მოლოდინში.წვენს ვწრუპავთ ან არ ვწრუპავთ, მაგრამ წვენი მახსოვს. მაგიდა პატარაა და მაგისი მოპირდაპირე მხარეს ზის. ჩემს გვერდით სამი ან ჯამში სულაც ოთხი კაცი ზის. ” ვის ელოდებიო?-გოდოსო. კითხვის დამსმელი ვერ მიმხვდარა, გამცემს გაეღიმა”. გამცემს მეც ვიცნობდი. იმ დღიდან გოდო ჩამრჩა თავში. მერე მივაგენი გოდოს და კითხვა დავუწყე. დავამთავრე და მივხვდი რომ მისახვედრი რამაა, ოღონდ ღოველდღიურად მისახვედრი. ამაზე ფიქრმა შემშალა კინაღამ( აი  ისე როგორც არ ითველბა) და ქუჩაში დავტოვე გოდო, წარწერით და ხეტიალის დიდი პერპექტივიდ.  სემუელი რაღაც უცნაურად იმზირებოდა თავისი სათვალიდან. პოსტერს გადავაწყდი შინაარსით , “გოდის”(ღმერთის) დაწერა რომ მდომებოდა დავწერდიო… დიალოგშიც ჩანს რომ ეს გოდო ის გოდო არააა რომილს მოლოდინი ბერს აქვს, ოღონდ მერე და არა ხესთან ან კომპიუტერთან. მერე იყო “უსპამო გოდოს მოლოდინში”. მომაფიქრდა ასე უცებ, მაგრამ მერე მივხვდი რომ მეც ყურადღებას გოდოს მოლოდინივით დაველოდებოდი, სადღაც  ჩემს ცხოვრებაში და გადავმალე. დღემდე მინდა სპექტაკლის ნახვა. მეშინია!ყოველთვის ვამბობდი, რომ სტაბილურად არ მომწონს მწერალი, ფილმი, დადგმა, ნახატი, სიმღერა. ბეკეტი შემომეჩვიასავით. სხვანაირად ვიყურებით, მაგრამ კარგა რომ ერთდროულად ვიყურებით. მინდა ლინგვისტი ვიყო ან მარტო ინგლისური ვიცოდე ან სულაც ფრანგული. ალბათ ხვდებით რატომ. მერე წავიკითხავდი ბეკეტს ბოლომდე და მოვიბეზრებდი. მოვიშორებდი მის მზერას,  დროებით და გავიჩენდი ახალ ინტერესს. არ წაიკითხოთ ყველამ ბეკეტი,  იმედია  ნებისყოფა არ გეყოფათ. ის მაგიდა ჩემთვის საბედისწეროა და ის ბინა სადაც ის ბუდობს. იქიდან დავიწყე სხვა კინოს ყურება. პირველივე მომეწონა. ო მთები და მონაზვნები. ოთახი იდუმალია, ისეთი იდუმალი როგორც მოლოის დედის ოთახი. ჩქარა ვითხოვ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩქარა მოდის ის? მორანის დიალოგიც იცვლება. არ არსებობს ტყუილი სიტყვა, მითუმეტეს წინადადება, უბრალოდ ჩვენ ის სხვანაირად გვესმის. ამდენი ჯოხი, ველოსიპედი, მოხუცი, ბავშვი, ჩამოკიდებული კვერცხები, ფეხები,სახსრები და მკრთალი სიყვარული. მახსენდება ის ოთახი, მაგიდა ხალხი, ადამიანი, ის გოდოს მოლოდინში მყოფი და ის ვინც “მოლოდინში მყოფზე” საუბრობს. გაიბნა სული ღვიძლში და მანდაც მოხდა გადაამინირება. წავიდა მომლოდინე. ჩვენც წავალთ. ორმოში ჩავვარდებით და მოგვინდება მანდ დარჩენა.  წავალთ ანდაც მივალთ ყველანი იმ ოთახებთან. მივალთ დედასთან, გოდოსთან ან მივალთ. კენჭი მინდა, თექვსმეტივი კენჭი თავისი ოთხი ჯიბითა და სიმეტრიის კანონის მკაცრი დაცვით. მინდა მეტის დაწერა, მაგრამ  ბეკეტი… ბეკეტი… ბეკეტი ჩქარა!

5103482_origSamuel_Beckett

ჩემი წიგნი

(Mike Stilkey : Book Painting)

ადრე, რა თქმა უნდა ხუმრობით, არ ვაღიარებდი ისეთ წიგნს რომლის გვერდების რაოდენობა არ აჭარბებდა ორას ოცოდაორს (ზოგადად ეს ციფრი მიყვარს და კიდევ ოცდაცამეტი). მაგრამ იყო სემიუელ(მე უფრო სემუელი მომწონს) ბეკეტი  და მისი “გოდოს მოლოდინში”, იყო ეს პიესა და იყო ყველანაირი ალტერისეული(ალტერი ჩვენი, ეგოს შვილი) კანონმდებლობების მსხვრევა ჩემში. აღფრთოვანებულმა ვიარე რამოდენიმე კვირა და შემდეგ დავბრუნდი დედამიწაზე, ახალი აკვიატებებით და იდეებით. მოგვევლინა  ესეც წიგნის დიზაინის რეფორმატორი!

ჩემი ნება რომ იყოს ყოველ ცამეტის ჯერადს  გვერდს მოვნიშნავდი წიგნებში ან ოცდამეცამეტის, დანარჩენს დაუნომრავს დავტოვებდი.რიცხვს,  საშუალო ზომის წიგნში სავარაუდოდ ცამეტჯერ(33×13=429) დაინახავდით წიგნის ფურცლის ქვედა კუთხეში ან ცენტრში . მაშინ ნახავდით ხალხის გაკვირვებულ სახეებს, “ეს რა არის?” “ჩემი წიგნი ყალბია!” “სხვა გამოცემის მომეცით თუ შეიძლება…” და კიდევ მრავალ უცნაურ რეპლიკას გაიგებდით, ცალკე ამ რეაქციებზეც დაიწერებოდა წიგნი, დღევანდელ პროპორციებში. სისქით ახალ “აიპადზე”(iPad Air 2) თხელი რომაა ეს უკანასკნელი კიდევ ფანქარზე თხელია. კი მართალი ხარ, მივექანებით!

კატეგორიულად ავკრძალავდი სანიშნეებს . წიგნის გადაშლისთანავე უნდა გრძნობდე თუ სად გაჩერდი სანამ წიგნი მიაგდე(მიგაგდებინეს) და ამისთვის არც ფურცლის ქვედაკუთხეში უნდა გჭირდებოდეს ყურება და არც სანიშნის თრევა. ბარემ თვალგახუჭულს მოგთხოვოთ კითხვა და ეგაა ჰო? არა რა თქმა უნდა მაგრამ არამგონია უინტერესო იყოს ასეთი კრიტერიუმები.

არ მიყვარს როცა წიგნს პატიოსანი ქალივით ეპყრობიან და ზედმეტ მიკარებასაც კი პანიკად რომ აღიქვამენ. მითუმეტეს ისეთი წიგნები არ მიყვარს სადაც მკითხველის რამე მინაწერი რომ არ გხვდება ადამიანს, თითქოს  წაიკითხაო და დაიკიდაო. საწყენია, მაგრამ რას ვიზამთ ზოგს სპეტაკი ფურცლების მქონე წიგნი უყვარს, ზოგიერთს კი შრომის მელნისგან დასვრილი.

ეს ყველაფერი მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურაზე უნდა ვრცელდებოდეს. აბა წარმოიდგინეთ დიდი ენციკლოპედია სადაც არც გვერდებია მითითებული და ვერც სანიშნეს დებ. ეგ რეაქციები ხომ ცალკე უნდა ამოიწერო.

მოკლეს ეს ყველაფერი რას მოვაყოლე. მთლად წერა და ფიქრი რომ არ დამავიწყდეს, ასეთი მსუბუქი რაღაც რუღაც ბლოგერული ელემენტებით დავკმაყოფილდები და  რამოდენიმე რჩევასაც ჩავაკვეხებ;

1) Bloodline -NETFLIX

2) გაგა ნახუცრიშვილი-პოეტი

3) https://www.youtube.com/watch?v=7rK3s_BP9kE

ეს ისე

galacticcenter

“შენობიდან გამოვედი, კარებს სანამ  ერთი მეტრით გავცდი ქუდი დავიხურე. გავიხედე მარჯვნივ და შემდეგ მარხინ, გავიარე ათამდე ნაბიჯი  არადა წესით ცხრა ნაბიჯშიც ვასწრებ ამ წერტილამდე მისვლას, შემდეგ მარცხნივ შემოვბრუნდი და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავედი. დაახლოებით  ათ წამში ჩავირბინე და ოცამდე ნაბიჯი მოვანდომე მეორე წერტილამდე მისვლას. შემდეგ მარჯვნივ მოვბრუნდი და კიბეებზე ავედი, აქ თხუთმეტ წამამდე მოვუნდი ამოსვლას. ორი წერტილი ვახსენე, ორივეგან სხვადასხვა მხარეს წავედი , ესე იგი ყველაფერი რიგზეა. ეს ისე. ეს ყვლეაფერი მოხდა წერტილებს შორის, ახლა რა ხდება მაგას მოგიყვებით…

წინ მივდივარ და გაჩერებაზე ველოდები ავტობუსს, დაახლოებით შვიდ წუთში უნდა მოვიდეს, ეს ჩემი გათვლებით , ისე შეიძლება ექვს წუთში და ოცდაათ წამში, გააჩნია რამდენად კარგად მოისმენს ან არ მოისმენს მძღოლი ავტობუსის ჭორებს. დღეს ცივა ანუ საჭორაოც ნაკლებია. ეს ყველაფერი გავთვალე  ,მაგრამ ახლა იმაზე ვფიქრობ რატომ დამჭირდა ათი ნაბიჯი და არა ცხრა, რამ დამაყოვნა ასე ერთი ნაბიჯით?! ჯერ თვალებს ვხუჭავ, დღეს დილით ისე ვისაუზმე როგორც ამას ყოველ დილით, ზუსტად იმდენი ხანი ვიყავი სამსახურში რამდენი ხნითაც მიწევს ყოვლე დღე ყოფნა, ზუსტად იგივე ძალები დავხარჯე ჩემი უფროსის უაზობის მოსმენაში რამდენსაც ყოველ დღე ვხარჯავ, მაშინ რა მოხდა? ესე იგი რაღაც ამ ათ ნაბიჯში  და შენობის დატოვებამდე მომხდარი სხვა რუტინული, მაგრამ აქვე ვაღიაროთ მეტად საქმიანი და შრომატევადი საქმეები არაფერ შუაშია.

გავიხედე შენობისკენ საიდანაც გამოვედი, ჯერ მარცხნივ ანუ შენობის კარებიდან მარჯვნივ და შემდეგ მარჯვნივ ანუ შენობის კარებიდან მარცხნივ  და ამ დროს შევამჩნიე, რომ მეორე გახედვისას ორი სამი წამით შევაჩერე მზერა , ხოლო პირველი გახედვისას სულ რაღაც წამით. საინტერესო ამბავია მთელი ეღტი ნაბიჯი ანუ ნახევარი მეტრი და მთელი ორი წამი ანუ წუთის ოცდამეათედი. საათს დავხედე, ფიქრს მოვანდომე ერთი წუთი. ესეც უცნაურია, მაგრამ არ განვიხილავ რატომ, ბევრ დროს წაიღებს. დრო ისედაც ცოტაა, როგორც ყოველთვის !

იქნებ უკან მივირბინოო და შემდეგ ისევ დავბრუნდე? (ეს მაშინ გავიფიქრე თუ ახლა ვფიქრობ ამას, არც კი ვიცი) არა სირბილი არ შეიძლება, მაშინ გავივლი ჩვეულებრივად. საათს დავხედე, ხუთი წუთი ან ოთხი წუთი და ოცდათი წამი დამრჩა. მოკლედ წავედი, ისევ ორი წერტილი, პირველი წერტილი მარცხნივ მობრუნება, მეორე წერტილი მარჯვნივ მობრუნება. ამათი ჯამი არაფერია, ეს ისე.

ამოვედი და გავიხედე შენობის მარჯვნივ, ეს შენობის ის მარჯვენაა იქითა ავტობუსის გაჩერებიდან მარჯვენად რომ ჩანს მაგრამ, შენობის კარებიდან მარცხენად. მივუახლოვდი ამ მემარჯვენა სივრცეს. ისევ იგივე ურნა , გავსებული უსაშველო ნაგვით, ირგვლივ მიმოფანტული ერთი ორი ქილის გაზიანი სასმელი, მოკლედ განსაკუტრებული არაფერი, მაგრამ ცოტა მარცხნივ როცა გამეპარა თვალი ვნახე ის რამაც დამაგვიანებინა ავტობსის გაჩერებამდე და შესაბამისად სახლშიც  ალბათ გვიან მივალ ან უკვე მივედი და ვერ ვხვდები რომ ეს მოხდა.

გავიგონე როგორ წავიდა ავტობუსი(ანუ ეს პროცესი მოხდა). ავტობუს, რომ არ წასულიყო მე მის მოსვლასაც ვერ შევამჩნევდი…”

ვზივარ სავარძელში და ამ ყველაფერს ვიხსენებ, მწვანე ჩაის ვსვამ.  ჩემს ძველ ბლოკნოტს ვიღებ და წერას, ოდნავ აკანკალებული მარცხენა ხელით ვიწყებ. ჯერ დავწერე ის რაც აქამდე გამახსენდა და შემდეგ ვაგრძელებ.

“მარცხენა სივრცე. ნახევარი მეტრის სიმაღლის ქვის დასაჯდომი. ქალაქში დღის ოთხი საათია და ცივა, ავტობუსი წავიდა. დავრჩი მე მარცხენა სივრცეში და ქვის სკამი, კაცითურთ. აქ მაჟრიალებს, ახლა ამ წამს.” თუ იმ წამს მე ამას ვერ ვხვდებ.

“კაცს გადავხედე და ვერ მივხვდი რატომ ჩამიშალა ამ ადამიანმა დღის გეგმა. მივედი , მაგრამ ერთი მეტრის დისტანცია დავიტოვე, იქნებ გასაქცევად მქონდა საქმე, აბა მე რა ვიცოდი.

-რამით ხომ არ დაგეხმაროთ?

ამ სიტყვებით მივანიშნე, რომ მას დახმარება სჭირდებოდა . არჩევანის საშუალებაც მივეცი, რომ მთლად უტაქტოდაც არ გამომსვლოდა.

კაცმა თითქოს ვერ გაიგო და წინ იყურებოდა. ხშირად შემიმჩნევია მე ასეთი მზაერა, მაგრამ რატომღაც მაინც არ მოველოდი მე ამ სახისგან ასეთ ჩაფიქრებას. ალბათ მაშინ, როდესაც შენობიდან შევამჩნიე ეს ყველაფერი იმ ნახევარი მეტრის მანძილის დამატებაში გავაანალიზე. მე ამ კაცმა ჩემი სივრცე წამართვა. ის შემოვიდა ჩემში და არ ვიცი რატომ!”

იმ წამს მე ეს გავიფიქრე და დროის აღქმა ძველებურად დამიბრუნდა. კიდევ გავუმეორე იმ კაცს ჩემი მოტივშენიღბული შეკითხვა და რა თქმა უნდა ისევ დუმილი მივიღე, წამით მაშინ გავიფიქრე იქნებ მე ძეგლს ვეკითხები რაღაცას, რომელიც ცოტახნით ჩემთვის გაცოცხლდა იმისათვის, რომ სახლში გვიან მივსულიყავი? მაგრამ არა ეს კაცი ცოცხალი იყო. ყველაზე ცოცხალი არსება, რაც კი დღემდე მინახავს, მაგრამ სად ვხვდებოდი მე მაგას მაშინ, როდესაც თავში სულ ციფრები მიტრიალებდა?!

ვწვები და ადგომაც არ მინდა. სევდა იპყრობს ჩემს გულს, არ მინდა მე ამ ამბის მოყოლო, მაგრამ ამ ამბის გაზიარების გარეშეც არ შეიძლება ცხოვრება. არა.

თურმე ჩამეძინა, დილაა. მზე მანათებს თვალებში. არ ვიცი რა დღეა, მობილური გავთიშე. კარებზე ზარის ხმაა, ჩემი უფროსია. ვაბოლებ რომ გაციებული ვარ. იჯერებს. ერთ კვირაში სამსახურში მელოდება. მიდის.

ასე მოკლედ შემოვიფარგლები იმ ამბების მოყოლისას, რომლის ღირებულება დროის ფლანგვის გარდა, არაფეერში ვლინდება. რამდენადაც უაზროა საუბარი ვინმესთა, იმდენად აზრიანი დრო  ჩააბეტონე მშენებარე ბინასი. ნუ თუ ასწლეულები დაელოდები და ნახავ როგორ დაინგრევა კორპუსი,მ აშინ შეიძლება იპოვო შენი აზრიანი, ოდესღაც გაფლანგული დრო. მაგრამ აქ ორი წერტილი არ არსებობს, ესე იგი ეს ასე არ არის, მაგრამ ესეც ისე იყოს

მე ამ მოხუცს შვიდი დღე ვაკვირდებოდი და არა ერთი კვირა, უფრო ზუსტად რომ გითხრათ შვიდჯერ  ათი საათი, რადგან სხვა დროს ვმუშაობდი. ეს ყველაფერი კიდევ წუთებზე უნდა გავამრავლოთ და ბოლოს წამებზეც, რომ დავრწმუნდეთ თუ რამდენჯერ  აღებული ორი წამი  არ ეყო ამ ადამიანის ამოხსნას. ზოგადად შემეძლო უბრალოდ ჰაერის ტემპერატურით მიახლოებით მაინც განმესაზღვრა თუ როდის მოვიდოდა ავტობუსი. ეს იყო ჩემი პირველი დამარცხება ანუ უდიდესი გამარჯვება, აქ ორი წეტილია ესე იგი ეს ასეა და მაშსადამე , ეს ისე.

მილიმეტრითაც კი არ იცვლიდა ეს ადამიანი ადგილის,  თითქოს არც კი სუნთქავდა. სახეზე არ მახსოვს როგორი იყო, მე მას შიგნიდან ვხედავდი და  მასში იყო არაფერი, ჯდომის გარდა. გვერდითაც მივუჯექი, მაგრამ უშედეგოდ. უშედეგოდ იმ წამისთვის თორემ დაახლოებით ერთ წუთში მივხვდი თუ რა ხდებოდა, ესეც ყველაფერი მეექვსე დღეს მოხდა. მეშვიდე დღე იმ ქვის დასაჯდომზე დამათენდა ვიღაც მოხუცთან ერთად.

ვიყურებოდით წინ და ვუყურებდით საგნებს რომლებიც ყოველთვის ერთ ადგილზე დგანან…

თუ ყველაფერს უკეთ დააკვირდებით შენიშნავთ, რომ ა ერთ ადგილზე დგომაში, რაღაც ისეთია რაც ერთ ადგილზე დგომის შთაბეჭდილებას არ ქმნის. დიახ, ასე ვფიქრობდი მაშინ და ვფიქრობ ახლაც. მეც მესიამოვნა იქ ჯდომა დაახლოენით ცხრა საათი. სანამ ჩემმა თანამშრომელმა არ დამიძახა და არ შევედი შენობაში. გამოსვლისას მოხუცი აღარ დამხვდა. მე მის ადგილზე დავჯექი, მაგრამ ერთი წუთიც ვერ გავძელი, ვიფიქრე იქნებ მისი ადგილი რომ დავიკავე ალბათ მაგიტომთქო და გვერდით მივუჯექი მოხუცის ადგილს, სადაც პირველად დავჯექი. მაგრამ არაფერი შეიცვალა, ვერ დავჯექი ისე როგორც ადრე. ჯდომას გადავეჩვიე თუ რა იყო, ვერ მივხვდი. ვერც მეორე დღეს და ვერც მესამე დღეს. შემდეგ ცუდად გავხდი, არა ფიზიკურად უფრო შინაგანად ალბათ, არც ვიცი როგორ ცუდად, მაგრამ ფქტია რომ მაზე გუშინ წერა დავიწყე. დღეს მინდა რომ უაზროდ ვიწვე საწოლში და არ ვიფიქრო დროზე და მეტრებზე, მაგრამ როგორ? უფროსმა თქვა ,რომ ერთ კვირაში გელითო….

ერთი კვირ გავიდა და გავედი მეც ამ ერთი კვირისა არ იყოს სახლიდან. შენობაში შესვლამდე გავიხედე მარჯვნივ და ქვის დასაჯდომი ვნახე, რა თქმა უნდა ცარიელი. ვიმუშვე და წამოვედი, ზუსტად ვერ დავითვალე რამდენი საათი. ჰო მართლა, საათი ჩემს თანამშრომელს ვაჩუქე, თან გოგოს. მართალია კაცის საათია , სავარაუდოდ , მაგრამ გამიღიმა. მეც გავუღიმე. წამოვედი სამსახურიდან და დაღვრემილმა მარცხნივ გავიხედე. დავინახე მოხუცი კაცი, ახლაც ვერ გეტყვით როგორია ფიზიკურად და მითუმეტეს უფრო ახლა ვერ გეტყვი, რადგან მე უკვე მის გვერდით ვზივარ. ვუყურებთ ხალხს, ვამჩნევთ ან იქნებ მე მარტო ვამჩნევ დეტალებს, რომლებსაც ჩვეულებრივ არც კი ვაკვირდები. ბავშვურად მიხარია ჯდომა და არაფრის კეთება სხვების დასანახად. სინამდვილეში, მე ჩემს სამყაროში ბევრ რამეს ვხედავ, მე მაში ვმუშაობ, ხო ვმუშობ  თუ ვმუშაობდი ეგეც აღარ ვიცი.

ვიღაც მომიახლოვდა და მეკითხება.

-რამით ხომ არ დაგეხმაროთ?

მე ვერ ვინძრევი. ის კითხვას იმეორებს. მე მინდა რომ გავინძრე. ეს ორი წერტილია, ესე იგი უნდა გადაიკვეთონ, ეს ისეა თუ ასე არ ვიცი. ცრემლები მომდის და თვალებს ვახელ.

-სამწუხაროდ ორი წერტილი ჩანს.

არ ვიცი ამ კაცმა ორი წერტილი თქვა თუ არა. არც ესე იგი უთქვამს, უკვე არ მესმის რას ამბობს. მე ვდგავარ გრძელ კორიდორში, ექიმი ჩემს წინ დგას. მისი სახის გამომეტყველებაზე ვხვდები , რომ ცუდი რაღაც მოხდა. მე კვლავ არ მესმის  რას ამბობს, ხალხი ტირის. ან მე მესმის ტირილი.

-ჩვენ ორი წერტილი ვართ ამ ყველაფერში, შენ იქით იყურები მე აქეთ, მაგრამ ორი წერტილი რომ დავადოთ ერთმანეთს, მაინც ერთ წერტილს მივიღებთ. ანუ ჩვენ ერთნი ვართ.

-ვერ გავიგე რა თქვი, მაგრამ ერთნი რო ვართ ეგ მომეწონა.

გამიღიმა, მეც გავუღიმე. საათი მომწონს , მის ხელზე.

-ეს ისე, ხომ ხვდები რას ვგულისხმობდი?

-კი ვხვდები, ბევრს ნუ ლაპარაკობ. უბრალოდ ჩუმად იყავი.

მე მას ცხოვრებაში პირველად დავეთანხმე მაშინ და ეს თანხმობა  ახლა გამახსენდა.

ჩუმად ვარ, ვზივარ, უბრალოდ ვზივარ. ის ალბათ ჩააბეტონეს, მე აქ დაველოდები, ასწლეულებიც დაველოდები…

გაიფიქრა მოხუცმა, ეს ისე.