ნაწილი მეორე “გატეხილი შუშა(ფანჯარა)”

ჰენრი ჰაზლიტი

“ეკონომიკა ერთ გაკვეთილში”

მივბაძოთ ბასტიას და დავიწყოთ მარტივი მაგალითის ილუსტირებით, გატეხილი შუშით.

წარმოვიდგინოთ, რომ ვიგინდარა ახალგაზრდა ესვრის აგურს ფუნთუშეულობის („ბულანჟერიის“) ვიტრინას. განრისხებული მეპატრონე გამორბის შენობიდან, მაგრამ დამნაშავე უკვე გაიქცა. ირგვლივ ხალხი შეიკრიბა, ჩუმი კმაყოფილი მზერით უყურებენ ვიტრინაში დიდ ნახვრეტსა და ირგვლივ მიმოფანტულ შუშის ნამსხვრევებს, პურსა ტკბილეულობებს. ამასობაში ბრბო არ ჩრდება და ცდილობს ფილოსოფიურად შეხედოს ამ საკითხს. რამოდენიმე მათთაგანი ერთმანეთსა და დაზარალებულს ახსენებს, რომ ყველა უბედურებას თავისი ნათელი მხარეც ახლავს. მაგალითად რომელიღაცა მინის გამყიდველს გამოუჩნდება სამუშო. როგორც კი ეს წარმოსთქვეს დაიწყეს პროცესის განხილვა. რა ეღირება ახალი მინა? ორმოცდაათი დოლარი ? სოლიდური თანხაა. თუ არცერთი მინა არ დაიმტვრევა რა მოუვა მინის ბიზნესს? ასე შეგვიძლია დაუსრულებლად გავაგრძელოთ. მინაზე მომუშავე გადაუხდის ორმოცდაათ დოლარს მომწოდებელს, მომწოდებელი თავის მხრივ სხვა მომწოდებელს გადაუხდის ორმოცდაათ დოლარს, ასე გაგრძელდება უსასრულოდ. ერთი გატეხილი შუშა ბევრ ადამიანს დაასაქმებს. ამ ყველაფრდან ბრბოს გამოაქვს ერთ დასკვნა : ვიგინდარა, რომელმაც შუშა ჩაამტვრია , სულაც არ არის საშიში საზოგადოებისთვის, პირიქით სარგებლის მომტანიცაა.

მოდით სხვა კუთხიდანაც შევხედოთ. ბრბო მეტნაკლებად მართალია, თავის პირველ დასკვნაში, ზემოთხსენებული ვანდალიზმის ფაქტი მეტ სარგებელს მოუტანს შუშის ბიზნესს. ეს ფაქტი იმაზე მეტად არ გაანაწყენებს შუშაზე მომუშავეს, როგორც დამკრძალავი ბიუროს მეპატრონეს ვიღაცის სიკვდილი. მაგრამ დაზარალებულ მეპატრონეს არ აქვს ზედმეტი ორმოცდაათი დოლარი, რითაც ახალი პიჯაკის ყიდვას აპირებდა. რადგან მას ფულის გადახდა ახალი შუშის საყიდლად მოუწია, ამიტომაც პიჯაკის გარეშე დარჩება( ასევე სხვა ექვივალენტური მოთხოვნილების ან ფუფუნების საგნის). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის ნაცვლად, რომ მას ჰქონოდა მრთელი ვინტრინა და ორმოცდაატი დოლარი, მას მხოლოდ განახლებული ვიტრინა აქვს. ან რადგანაც ის იმ დღეს გეგმავდა პიჯაკის ყიდვას, იმის ნაცვლად, რომ მას ჰქონოდა ვიტრინა და პიჯაკი, ახლა ის მხოლოდ განახლებული ვიტრინითა და პიჯაკის არარსებობით უნდა დატკბეს. თუ განვიხილავთ დაზარალებულს , როგორც საზოგადოების წევს, საზოგადოება დარჩა ახალი კოსტიუმის გარეშე, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიკერებოდა , სწორედ ამ ერთეულით გაღარიბდა საზოგადოება.

ერთი სიტყვით შუშაზე მომუშვის მოგება ექვივალენტურია პიჯაკის შემკერის წაგებისა. ახალი დასაქმება არ მოჰყოლია ამ ყველაფერს. ბრბო მხოლოდ ერთ კავშირს ხედავს დაზარალებულსა და შუშაზე მომუშვეს შორის. მათ დაავიწყდათ მესამე პირი, პიჯაკის მკერავი. მათ ის უპრობლემოდ დაივიწყეს, რადგან ის ამ ტრაგედიაში არ ჩანს. ისინი მომავალში დაინახავენ განხლებულ შუშას. ისინი ვერასდროს ვერ ნახავენ დამატებით პიჯაკს, რადგან ის არასდროს დამზადდება. ისინი ხედავენ მხოლოდ იმას, რაც ჩანს აქ და ახლა.

1946 წელი

კუბო და სამი ძირი (მთვარე, კუბო და სამი ძირი)

IMG_1032

-თამაზ! თამაზ! თამაზ! თამაზ! თამაზ! თამაზ! თამაზ! თამაზ! თამაზ! თამაზ! თამაზ! თამაზ!თამაზ! თამაზ! თამაზ! თამაზ! თამაზ! თამაზ! თამაზ! თამაზ!

-ჰო ! რა იყო ?

-არაფერი თამაზ, უბრალოდ მემგონი აქ არ იყავი, როდესაც გესაუბრებოდი.

– ა მესაუბრებოდი.

-რა გჭირს?

თამაზი წამოიწიწია და აივნის კარები შეაღო

-რამდენი კვადრატულია?

– არ ვიცი, რა არის რო ?

თავი გაჰყო აივნის სივრცეში, სასიამოვნო სიო უბერავდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა  ,   ბოლომდე გააღო კარები და უკან შემობრუნდა

-გასაგებია, რო რამე დაეტევა…

-რა თამაზ?

-ჰაჰ. ოოო

ამოიხვნეშა

-რა ოოო?

-შენზე რას მეტყვი აბა?

-თამაზ რა დაეტევა, მე არაფრის ამოტანას არ ვაპირებ მაგ იავანზე, სამი ძირი უნდა დავთესო ასე რომ, მაპატიე დაკავებულია დიადი საქმეებისთვის.

-ვა ძალიან მაგარია, წარმოიდგინე კუბო და მის ირგვლივ ანუ უკან, მიცვალებულის თავის მხარეს ჭირისუფლის ნაცვლად სამი ძირი პლანი , მარიხუანა თუ რაც უნდა მოიყვანო

-რა კუბო? მე სიკვდილს არ ვაპირებ და არც არავის მოკვლას, რა სისულელეა.

თამაზიმ ოთახის ჰაერი მთლიანადშისრუტა და აივნის კარებთან დადგა.

-ო ოთარ, მე ვაპირებ

-რას ღადაობ თამაზ? კაცი მოკალი ?

წამოფრინდა ოთარი, მთლად ასეთ თავზეხელაღებულსაც არ  იცნობდა თავი ძმაკაცს.

-არა ოთო, გადმომცეს დიდიხანია აფუჭებ ჰაერს და უნდა გააჯვა აქედანო

-ვინ?

ოთარ გაეცინა, მაგრამ ეგრევე გაჩერდა, თამაზი დუმდა, აივანზე გავიდა და გადახედა ოთარს.

-რაიყო ოთარ, შეგეშინდა?

-სერიოზულად ამბობ ამას ?

-კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი! კი!

-ო დაიცა რა, ნუ მეხუმრები

-არა სერიოზულად

-და…

-და რამდენი ?

-ჰო რაღაც ეგეთი უნდა მეკითხა

-შეიძლება დღეს, შეიძლება ერთ კვირაში, მოკლედ რომ აგიხსნა გულს დედა აღარ ყავს, მამა ხომ ისედაც აღარ ჰყავდა.

-ვინმემ იცის?

-კი, ექიმმა, შენ და …

თამაზს სიცილი აუტყდა, ლამის გადაბჟირდა, ოთარმა შიგნით შემოყვანა დაუპირა, მაგრამ თამაზი უარზე იყო.

-და ?

-ო ოთარ, რამე მოწიე და ისე მომისმინე. ჩემმა შვილმა.

-ღადაობ? არ თქვა, რომ. აუ მართლა?

-მეც არ ველოდი, არადა იცოდა ჩემი ხასიათი.

-როდის გაიგე?

-შარშან?

-შაშან? ანუუუ ? ლიდიასია ?

– კი, ცამეტი წლისაა, როგორღაც მიხვდა ლიდია და გადავიდნენ კიევში. ფოტოს განახებ. ისე მე მგავს

-აუ ატრაკებ

-არა მართლა ლამაზია

-კაი რა, ძალიან გამიტყდა ერთი წელია იცი და

-და რა?

– და რა? და რა? და რა რა რა რა რა ?! და რა? და რა? და რა რა რა რა რა….

-ხო არ გააგრძელო, უნდა მეთქვა, ყოველ შემთხვევაში ახლა გეუბნები, მე რომ მოვკვდები შენ გაბარებ , ძალიან შორიდან, როცა სრულწლოვანი გახდება, რაღ საბუთები უნდა გადაუფორმო.

-ანუ შენ მართლა არ ღადაობ სიკვდილზე?

-ეგეთი   შავი, პატარა ნიკუშა იუმორიც არ მაქვს.

-აუ რა ყლეობა

-კიი ძაან

-როგორ ხარ მერე?

-რავი ყველაფერზე ერთად ვფიქრობ და საბოლოო ჯამში ვერ ვეწევი იმფაქტს, რომ შენს აივანზე უნდა გავიშოლტო თამაზიმ აივნის ქოთნები ოთახში შეიტანა და გაწვა აივანზე. თუმცა დღეიან მხოლოდ ჩემს  თავზე მეფიქრება, დღეიდან რა აივნის ნახვის შემდეგ.

-გადასარევია, კაი დიდებული აივანი გქონია

-შენ რა მართლა აივანზე უნდა დააგასვენოთ

-რათქმაუნდა ორიგინალურად წავიდე აქედან. ჰო მართლა, კუბოს თავი არ ახადოთ და ერთი ორი დღე მამყოფეთ აქ, მერე ჩამაგდეთ მიწაში

-ო ტეხავს

-კაია თუ ტეხავს. ეს რა არის? კაი რა, არ გინდა.

-რაიყო ცრემლები მეკრძალება?

-კი , ჯერ ადრეა, ახლა გავიდეთ სადმე და კარგად დავლიოთ. ჰო მართლა, ეს სამი ძირი თუ არ გაგეზარდა  მანამდე სანამ მე გარდავიცვლები, მაშ ვიღაცას გამოართვი.

-ანუ ძირებზე არ ღაოდაბდი?

-არა, თავის მხარეს სამი, მაგარია. დონ თამაზის დაკრძალვა, იდეალური უნდა იყოს.

-ვაჰ, დონ თამაზი. ისე გასინჯული გაქვს?

-კი რამოდენიმეჯერ

– ვაჰ უჩემოდაც მოგისწრია.

-სკლეროზი დაგეწყო, ისე ერთხელ შენთან ერთად მოვწიე. მაგრამ არ გემახსოვრება, მაშინ ლიდიას დაქალს ამუშვებდი.

 

***

-აი ეს ტიპი გვერდით , რომ მიზის , ჰო აი ეს აპირებს ჩემს აივანზე გაწვეს კუბოთი

გოგონამ უცნაირად გადახედა ოთარს, შემდეგ თამაზს, თამაზმა ხელი დაუქნია მისალმების ნიშნად და შემდგომ ანიშნა რომ წასულიყო.

-მოიცა მოიცა სად მიდიხარ?

-შეშვი ოთარ, მთლად ნუ გადარევ ამ ხალს

-მე ნუ გადავრევ? ბევრიც არ დამილევია, მაგრამ მაგარი უნდა გავატრაკო

-მესმის, მაგრამ.

-დაიცა დაიცა დაიცა, გესმის?! რა გესმის?

-ის რომ არ გითხარი

-გესმის?

-ჰო რავქნა ადრე უნდა მეთქვა. უნდა მეთქვა რომ დარხეული მაქვს ამ გულზე, უნდა მეთქვა რომ ლიდიას რატომღაც მოუნდა ჩემგან ბავშვი, უნდა მეთქვა რომ ასე დიდიხნით არ უნდა დავკარგულიყავი აქედან, უნდა მეთქვა რომ ძალიან მომენატრე, მაგრამ უაზრო სიამაყის გამო ვერ ვბრუნდებოდი ქალაქში, ეს ყველაფერი უნდა მეთქვა.

-ჰო

ოთარიმ ცრემლები მოიწმინდა და შეხედა თამაზს

-ანდერძი დატოვებული გაქვს? ვინმეს დაავალე ეს ამბები ჩემს გარდა? იმედია კი, რადგან მე არ შემიძლია ეს.

-კი ნუ ღელავ, იურიდიული საქმეები მოვაგვარე, შენ უბრალოდ  გააკონტროლებ.

-მე გავაკონტროლებ, მე გავაკონტროლებ, რომ. აუ წავედით აქედან.

ოთარი გავარდა ბარიდან, თამაზმა ფული დაუტოვაბარმენს, ბოდიში მოუხადა და გაჰყვა.

-დაიცა! გაჩერდი, სად გარბიხარ?!

-გავჩერდე! სად გავჩერდე?! რა გავჩერდე? რატომ ? სამიძირი? კუბო? შენ რა ყლე ხარ?! მოდიხარ და „აქ უნდა დამასვენო“ !  მხდალი, მშიშარა და ზეეგოისტი სირი ხარ, იყავი და მომავალში როცა ჩაგდებთ მიწაში მაინც ინქები. ბოდიში?! გესმის? რა გესმის რა, შენ მოკვდები და ჩვენ? ყლე ხარ!

მხეცივით ყიროდა ოთარი, თამაზი მხრებში წვდა, არ დაყოვნა ოთარის მუშტმა სახეში. თამაზი წაბარბაცდა, ოთარი გაჩერდა და მხეცივით დაიყვირა.

-მორჩი?!

-ყლე ხარ. ახლა შედი მაგ ბარში და ცივი რამ მიიდევი, თორე გაგისივდება

-მორჩი ?

-რა? რას მოვრჩი?  ა შენ გინდა გავაგრძელო? არა შენთის ესეც ზედმეტი იყო. დააწყნარე შენი ეგო, ნუღელავ, მოკვდები და მალე დაგივიწყებთ.

-ბოდიში. არ ჯდება, აშკარად არ ჯდება.

-დაიკიდე, სათქმელი ვთქვი.

-ჰო შენ თქვი, მოკლედ დამახასიათზე, შევალ ყინულზე და მოვალ.

ოთარი გარეთ დარჩა. მთვარეს ეძებდა და ვერ იპოვა, არჩანდა, მაგრამ საიდანღაც მაინც ანათებდა ეს დიდი წრე. ბევრი რამ ამოუტივტივდა, ბევრ რამეზე იფიქრა, ყველას რომ დავუყვეთ, ალბათ მასთან ჩავრჩებით ფიქრებში, ო როგორ ტკიოდა, როგორ ტკიოდა ყველაფერი „დღეს ან ერთ კვირაში“. დღეს ან ერთ კვირაში მორჩებოდა ყველაფერი. დღეს ან ერთ კვირაში. თამაზი რაღაც აგივანებდა. ოთარი შევიდა ბარში, ცივმა ოფლმა დაასხა, უცებ მთელი ალკოჰოლი სადღაც გაქრა და მთელი სხეული თამაზს ეკავა. „სად არის“ „იპოვე“ „დაეწიე“ „იქნებ დღეს“

-შემეშინდა, სად ხარ?!

-მადლობა

დაემშვიდობა ბარმენს და გამოვიდნენ.

-კარგი ფინგალი კი მოგდე ისე,იმედია გულზე არ იმოქმედებს

-ოოო კი

-კაი რა, ახალ საით გავიდეთ?

-არ ვიცი, ცოტათი დავიღალე, აქ ჩამოვჯდეთ

-კაი ნუ ატრაკებ, დღეს არ გინდა, სად ვიშოვო ასეთი გაზრდილი სამი ძირი

-არ გაგიჭირდება, თან ჩემი ბოლო თხოვნაა.

წამოჯდნენ ბარის წინ. ოთარიმ გააბოლა

-ერთი მოწიე

-ვითომ? აიტანს?

-თუ ეგოისტი არაა, აიტანს

-ჰო სადღაც ჩემი გულიც კი ეგოისტია, ასე უცებ უნდა, რომ დამადოს, მაგრამ ვერა, მოიტა ერთი!

თამაზმაც გააბოლა

-კარგია

-იმდენი რამ მიტრიალებს თავში

-მეც

-გეშინია?

-არა შიშით ჯერ არა, უბრალოდ არ მინდა , არ მინდოდა ამაზე ფიქრი, არ არის ამის დრო, ხო ხვდები? შარშან ბავშვის ამბავი გავიგე, სულ სამსახუზე გადავერთე, იქნებ უფრო მეტი ფული ვიშოვოთქო და ჩამოვიყვანო ესენი აქეთ. ახლა ეს შრომა, ეს ფიქრები კუბომ და სამმა ძირმა დაიკავ,ა ახლა ვფიქრობ იამზე თუ როგორი ორიგინალური უნდა იყოს ჩემი გარდაცვლაება, ჩემი გასვენება, ახლა უკვე მთლიანად ჩემზე ვფიქრობ,  ახლა უკვე მხოლოდ მე ვარ, არც შენ არც ბავშვი, მაგრამ საქმე საქმეზე,, რომ მიდგეს ჩემს მერე შენ ხარ. მართლა შენ ხარ.

-ვა, როგორც ყოველთვის მეორე, არა?

-არა, როგორც ყოველთვის, ჩემთვის პირველი.

-ვახ, ეს მთვარე სად იმალება .

-რაო მთვარემ შეგიპყრო ?

-არა მასკს უნდა ვთხოვო, რომ მეც გამაკატავოს მთვარეზე. ვაფშე მაგარი იდეა მაქვს

2023 მდე მოიცადე და იქ დაგასვენებთ, იქნებით მთვარე, კუბო და სამი ძირი

-მანამდე შენი სამი ძირი, ჯუნგლად გადაიქცევა

-მომენატრები

-მე არ ვიცი, მე ისიც არ ვიცი იქნება რამე მოსანატრებელი თუ არაფერი არ იქნება, თუ ჩიტი გავხდები ან მძღნერის ჭია, მაგრამ თუ არსებობს მიზერული შანსი იმის, რომ მომენატრო, კი მეც მომენატრები

-ვინღა გაატრაკებს ?

-მოძებნი ვინმეს. ერთიც მოუკიდე აბა .

-ვა მადა გაგვეხსნა?

-მიდი კაცო, ასე მაინც მოვკვდე

-არა დღეს არ მოკვდები, სამი ძირი არ მაქვს, ყველაზე მაგარი 2023 მდე იცოცხლებ, მერეც რამეს მოვიფიქრებთ და კიდევ დიდხანს გაცოცხლებთ. ისე ჩემი გული, რომ მოგცე, ვერა?

მეორესაც მოუკიდეს. მოვიდა,წავიდა,მოვიდა, წავიდა და მოვიდა.

-კაი იდეაა, ერთი დღე შენ დაისვენე, მეორე დღეს მე დავისვენებ, ასე მორიგეობით ვცვალოთ გულები.

-იცი რა ტეხავს?

-აბა რა?

-ტეხავს. ძალიან ტეხავს. მართლა, მართლა , მართლა, მართლა მართლა. აი მინდა გული მოგცე, ჩემი გული, მაგრამ არ შეიძლება, მართლა მინდა, აი ძალიან მინდა, იცხოვრე რა, რატომ არ შეიძლება?

-გეტყვიან შენ გჭირდება ეგ გულიო

-მარგამ მე არ ვიცი მჭირდება თუ არა? უგულო ოთარი, ოთოოო უგულო ოთოოოოო, ოოოო, ო

-ოოოოთო, უუუუუგულო, ოოოოთოოოო და გუუუულიანი თამაზიკო? არ ჯდება მე გულით და შენ გულის გარეშე?

-აუ  რა დაგარტყი.

-ისე სახეში არავის უხევია, არასდროს, მადლობა, სიკვდილის წინ დამაფინგალე. მესამეც რა.

-ვაჰ, ვატყობ შენ ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძლიან გაგისწორდა.

მესამეც გააბოლეს

-ბარში ვიჯექი, ერთი დამევასა, მივედი ვესაუბრებოდიდა უცებ გაჩერდა ყველაფერი, თავში ცხელმა სითხემ გადამიარა და გულისკენ საშინელი ტკივილი ვიგრძენი, მემგონი გავითიშე. დილით პალატაში გავიღვიძე და ექიმმა ამიხსნა, რა , როგორ , რანაირად, რამდენი ხანი შეიძლება ვმართოთ და ასე შემდეგ. ეს ნახევარი წლის წინ იყო. ნა ხე ვა რი , ნა ხეეეე ვარი.ჰო ისე კარგი ქალი იყო, დილით რომ გავიღვიძე პალატაში დამხვდა, რატომ არ ვიცი, მის მერე ვატრაკებთ ხანდახან, ხან მასთან ხან ჩემთან, ერთი თვვის წინ, როცა მასთან ვიყავი, გათავების შემდგომ იგივე დამემართა, მაგრამ გონება არ წამსვლია, საშინელმა ტკივილმა და შიშმა შემიპყრო, მთელი სხეული ტკივილი იყო. ჰოდა მაშინ, კვირები დამითვალეს, ოპერაციაზე საუბარი ზედმეტია, აქ მითუმეტეს.

-ო ატრაკებ. ახლაც გყავს?

-კი ერთად ვართ. პრინციპში გამომრჩა, რომ მაგანაც იცის, ახლა არ დაიწყო შენზე ადრე რატომ გაიგო. ორი თვის წინ გავფრინდი უკრაინაში, ბავშვი ვინახულე, მანამდეც ჩავფრინდი ერთი ორჯერ, ბავშვს ავუხსენი და წერილი დავუტოვე, ვუთხარი როცა რამე დამემართება მაშინ გახსენითქო, იცი თვალები ვისი აქვს. ფოტო ვერ განახე, მაგრამ იცი ვისი თვალები აქვს?

-აუ აუ აუ მოწეულზე რატომ მგრუზავ? აუ იცი, მოდი ჩაგეხუტები, მოდი და ჩაგეხუტები.მოიწიე, რაღაცას გავიხსენებ მეც, მსგავსს.

თამაზი ახლოს მიუჯდა ოთარს, ჩახუტება არ უნდა, მის  ფეხებზე თავი დადო და ცას ახედა. ოთარის ყბაც მოჩანდა, კისერი, ყბის ზედა მხარეს თმები.ოთარმა  დახედა თამაზს,  ახლა თვალებიც დაინახა.

-რა უნდა მოყვე

-ფეხებზე ჩახუტება, რაიყო არ შეგჭამ, მოკლედ გაატარე. აუ მეტს აღარ მოვწევ და აღარც შენ, გაიგე !

-არც მითხოვია. დამშვიდდი, არაფრის მეშინია, ავხედავ ცას და ჩაგეხუტები თუ ჩამეხუტები, არ მახსოვს როგორ მთხოვე. ნუ მიბრაზდები, რავქნა, ვკვდები ბიჭო ,აზრზე ხარ ყველაფერი ახლა იწყება და მე ვკვდები.

-რატო ახლა,მანამდეც იყო ბევრი რამ? არა?  ახლა თავიდან იწყებდი.

-აუ გთხოვ, ერთი ორი წუთი არაფერი არ თქვა, გულს დაადე ხელი.

ოთარს ეგონა, რომ დაზიანებული გულის ცემა ხელისთვისაც შესამჩნევი იქნებოდა და მართალიც აღმოჩნდა. რითმულობა სადღაც დაიკარგა, სადღაც შორს, ყველაზე რითმული ,ყველაზე მოწესრიგებულიი და საათივით ზუსტი ორგანო, სულს ღაფავდა, მაგრამ თვალისთვის შეუმჩნევლად.

-და შენ ამას გრძნობ ?

-კი, ამ ბოლო დროს ყურები მიგუბდება და გადასროლის სიმძიმეს ვგრძნობ, გულიდან, თითქოს რაღაც გადავარდა და უნდა გადავყვე.

-გტკივა?

-არა უფრო მძაბავს და მახსენებს, რომ „კუ კუ , აქ ვარ“  „შენთვის ცელი ამილესავ, შენკი ზედაც არ მიყურებ?“

-აუ დამბურძგლა, რა ყლე გრძნობა იქნება.

-კი , ახლა ვგრძნნობ რომ გული მქონია, მაგრამ არეული, ვადაგასული, დაჭმუჭნული, ნახმარი, უვარგისი და და არ ვიცი კიდევ რა.

-იმედია საფლავის ქვაზე  დახატვას არ მომთხოვს ვინმე, შენი სახელით.

-კაი რა, რა დასახატი ვარ, არა რომც ვიყო არა, რამე წვეტიანი  მოვიფიქროთ.

-ო კაცო, მაგარი იდეა მაქვს, ქვაზე დაბადება გარდაცვალება დავაწეროთ მარტო. უკან კი ის სამი ძირი დავრგათ, ქვის უკან.

-შეხედე შენ, ანუ მთვარემდე ვერ გავქაჩავ ?

-წამოდექი სირო, ჩაგეხუტები.

თამაზი წამოიწია, ოთარიმ ძალაინ მაგრად ჩაიკრა მკერდისკენ.

-აი, მესმის გულის ხმაც ასეთი უნდა

-გაჩერდი!

ოთარს (მოწეულ ოთარს) სჯეროდა , რომ მის გულისცემას გადასცემდა თამაზს და ყველაფერი დამთავრდებოდა, ან ისე მაგრად ჩაიკრავდა, რომ გულები ამოხტებოდნენ და გაცვლიდნენ ადგილს.

-არ გამოვიდა ! დარჩი , არ გაინძე მაგრამ არ გამოდის !

-რა? რა უნდა გამოსულიყო.

-ვიფიქრე გულები ამოხტებიან და გაუცვლიან ერთმანეთს ადგილებსთქო.

-და რატომ? მე რომ ვიცხოვრო და შენ არა, რა?

-მე არ მჭირდება გული, ასეთი გული და მარტო არა.

-არა მართლა სერიოზულად.

-ჰო შენ შვილი გყავს, მე რომც მოვკვდე, შენ შვილი გყავს, ის ვიღაც ქალი ვინც ნახევარი წლის წინ გაიცანი და კიდევ სხვა ხალხი. დიდი ამბავი ჩემი წასვლა, იდეაში მაინც შორს ვართ ყოველთვის.

-და შენი სიკვდილით, შენ რა?

ოთარმა მაგრად მოხვია ხელები, ბოლოჯერ კდიევ გაიფიქრა „ე ერთიც და გაცვლიან ადგილებსო“, მაგრამ არა

-წავედით. დღეს ჩემთან დარჩები თუ იმ ქალთან ?

-წამოვალ შენთან, კარგად უნდა გადავხედო აივანს.

-შენსას არ იშლი , წავიდეთ!

-ხელი გამიშვი, ვერ გავცვალეთ გულები.

-ჰო კაი, გიშვებ .

***

 

-აივნის კარებს აგიჭედავ იცოდე!

-კარგი ჰო, გადავივლებ და მოვალ.

ოთარმა იაივანს გახედა. სიცივემ აიტანა, სიცივემ რომელიც აქამდე ალბათ არასდროს შეხებია, ოთახში საერთოდ არ ციოდა, გარეთ ოქტომბრის მიწურული იყო. ხელები გაუთეთრდა, კანკალმა აიტანა. წარმოიდგინა, როგორ ახურავენ კუბოს თავს და იკარგება სახე, სახე რომელსაც სამი წლიდან იცნობს, რომელიც მის ხელში შეიცვალა, სულ პატარა, სულ თოთო ახლა ახალგაზრდა და ცივი ასვენია სადღაც გაურკვეველ საწოლში, რომლიდანაც არ დგებიან. წამოფრინდა და აბაზანის კარებს დაუწყო ბრახუნი

-როგორ ხარ?

-რაიყო მშვიდობაა? მალე გამოვალ!

-კი კი , უბრალოდ როგორ ხართქო.

თამაზი დაბნეული გამოვიდა

-გული ხომ არ გტკივა?

-არა რაიყო

-არაფერი, უცებ ზალაში მჯადრმა, წარმოვიდგინე ყველაფერი და გავიყინე

-გეძინება?

-ვერა, შენ?

-ჩაი დავლიოთ და ცოტა ვისაუბროთ, აშკარად ცუდად იმოქმედა შენზე. სულ თეთრი ხარ.

-არ მოკვდე!

-არა, არ ვკვდები, დღეს არ ვაპირებ სიკვდილს

-გულს გაგიცვლი

თამაზს ჩაეღიმა

-მემგონი უკვე გამიცვალე, ასე კარგად დიდი ხანია არ ვვყოფილვარ, უფრო სწორედ მშვიდად

მიდი წყალი აადუღე და მეც მოვალ.

ოთარს გაეღიმა,. დიდი ხანი არ ჩანდა მის ცხოვრებაში, ეს ცოცხალმკვდარი ადამიანი, მაგრამ სიმძაფრე, ტკივილი და გრძნობები დიდი იყო. ვერ მიხვდა რა ხდებოდა. მას მარტლა უნდოდა გულის გაცვლა, მას მართლა უნდოდა მის მაგივრად სიკვდილი.

-მოდი ჩამოვასხი.

-და მაინც, რატომ გინდა რომ მოკვდე?

-იცი, არ მინდა ის ტკივილი გადავიტანო, მირჩევნია მე ვიყო შენს ადგილზე,  მირჩვენია მართლა გავცვალოთ გულები. ძალიან მირჩევნია, ძალიან მჭირდება, მინდა, ასე უნდა იყოს, მე არ უნდა ვიყო, არ გესმის, ვერ გაიგებ , რას გაიგებ მეც არ მესმის რამ შემიპყრო.

თამაზიმ ჩაი მოსვა

-კარგი ჩაია.

-მე…

ოთარი წაიქცა, შუა სამზარეულოში გაიშხლართა, მივარდა თამაზი, სახეში ურტყა, არ ჰქონდა რეაქცია, პულის გაუსინჯა, ვერფაერს ვერ გრძნობდა, დაიწყო ყვირილი  და თან ხელოვნურ სუნთქვებს უტარებდა. უცებ შეჩერდა, წავიდა მობილურს გამოუძახა სასწრაფო, კვლავ განაგრძო ხელოვნური სუთქვა. 10 წუთი.

-10 წუთი გავიდა? 10? ამდნეი ხანი. ვერა? ვერ უშველით? მას არაფერი არ სჭირს, ის ჯანმრთელია? არა რატო ცოცხალია, არ გესმით, ის ცოცხალია, ჩემზე მეტად. რას შვებით, რატომ აფარებთ სახეზე, ასე ნუ მიგყავთ, ვერ ისუნთქებს, გახსენით ელვა ! გახსენით მეთქი.

დახედა ოთრის გათეთრებულ სახეს. მიმიკები აღეოდა ხელოვნრუი სუნთქვის შემდგომ. უსიცოცხლო სახე, დანგრეული გადათელილი

-რა შენ? რა შენ? რა უდნა გეთქვა,რა ? რატომ ვერ გადაიტანდი, რატომ ?

-დაწყნარდით ბატონო, პოლიციის განყოფილებაში უნდა   გადაგიყვანთ დაკითხვაზე.

-გთხოვთ ელვა არ შეუკრათ, სულ ცოტა გაუხსენით, იქნებ …

 

***

 

-გულის მწვავე უკმარისობა.

-კი მაგრამ მისი გულისცემა, ის ხომ, ის იჯდა ჩვეულებრივად, ის საუბრობდა,უბრალოდ გათეთრდა ცოტახნით და დაეცა გესმით ის ჩემზე ცოცხალი იყო.

-არა ვერ იქნებოდა თქვენზე ცოცხალი ,რადგან გულის სერიოზული მანკი ჰქონდა.

-არა რაღაც გეშლებათ, ის სრულიად ჯანმრთელი იყო, ეს მე უნდა მოვკვდე დღე დღეზე.

-არ ვიცი, დასკვნა ასეთია. დანარჩენი თქვენზეა, თუ არ ენდობით ექპერტიზის დასკვნაას შეგიძლიათ შეიტანოთ სარჩელი.

-არა, მე…

 

-კი სამი ძირი, მისი იდეა იყო, საფლავის ქვაზე მხოლოდ დაბდება გარდაცვალება და უკან სამი ძირი. არა, რაღაც სასწაული მოხდა. ჩემს ექიმს ვესაუბრე,ისიც გაკვირვებულია, თითქოს არც არაფერი ყოფილა ჩემს გულს.

-მართლა?

-ასე მეუბნებიან.

-წახვალ უკრანაში ?

-არ ვიცი, ოთარის დასაფლავებას დაველოდები, მანამდე შენ სამი ძირის ამბავი მომიგვარე.

თამაზმა ტელეფონი გამორთო და საწოლზე მოისროლა. მკერდს ხელით შეეხო, გული ძლიერად  მუშაობდა, ისე როგორც საჭიროა, არ უნდოდა ამაზე ფიქრი, არ უნდოდა გულის ამბებზე ფიქრები, მაგრამ გული სიღრმეში იცოდა, რომ ერთ ღამეს, როცა მას ოთარი ძლიერად ჩაეხუტა, გაცვალეს გულები.ეს ხომ აბსურდია, არა ?!

***

-იცი გუშინ მესიზმრა, ჩაის ვსვამდით უცნაურ ბაღში, რომელიც ბზის ბუჩქებით იყო გარშემორტყმული, იმის იქით ვერაფერს ვარჩევდი, ჩვენს ცენტრში ვიჯექით და ჩაის ვსვამდით. იცი, დაასრულა ის წინადადება.

-რომელი?

-მე თი რომ იწყებოდა?

-და?

-მიყვარხარო მითხრა. გესმის, აქ ხარ?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ეკონომიკა? იჭმევა?! რახილია?! რა ? ლიბერალიზმი და ეკონომიკა? ჰენრი ? პრაქსეოლოგია? რა ? კაი რა !

492723-636119556021256528-16x9  დაგუგლე ახლა ეკონომიკა და მოხვდი აქ, ხო ? დაიცა არ  გაიქცე სხვაგან, არ დამხურო , უბრალოდ ჩამიკითხე, სულ რაღაც 20 წუთის ამბავია. შემდეგ წადი სხვა ნამდვილეკონომისტთან, სიმართლეს გეტყვი, არ ვარ ეკონომისტი და ალბათ ბევ რამეში დაგაბოლებ, მაგრამ იმედი მაქვს,  რომ რაღაცეებს, სხვა თვალით შეხედავ ჩემი მონოლოგის შემდეგ… და აი  ჩვენი ეკონომიკაც მოვიდა :

ეკონომიკა (ბერძ. οίκος – სახლი, და νομος – ვმართავ, ანუ საოჯახო მმართველობა) სოციალური მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის საქონლისა და მომსახურების წარმოებას, განაწილებას, გაცვლასა და მოხმარებას. ეკონომიკა ზოგადად მოიაზრება, როგორც:

  1. საზოგადოების ეკონომიკური ბაზისი, საწარმოო ურთიერთობათა ერთობლიობა.
  2. მოცემული ქვეყნის ან მისი ნაწილის მეურნეობა, წარმოების დარგებისა და სახეობების ჩათვლით.
  3. მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის საწარმოო ურთიერთობებს და მათ სპეციფიურ მხარეებს საზოგადოებრივი წარმოებისა და გაცვლის განსაზღვრულ სფეროში. ( https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90)

 

რა არის ეკონომიკა? თავიდან წარმოვადგინოთ ეკონომიკის რამოდენიმე განსაზღვრებ
ა) ეკონომიკა არის სოციალური მეცნიერება, რომელიც აანალიზებს პროდუქციას
დისტრიბუციას  და მოხმარებას საქონლისა და მომსახურების.
ეკონომიკა სწავლობს თუ როგორ აირჩიონ და გამოიყენონ რესურსები ადამიანებმა
ეკონომიკა შეისწავლის თუ როგორ გამოიყენონ ინდივიდებმა ან ინდივიდთა ჯუფებმა შეზღუდული რესურსები, რომ საუკეთესოდ დაიკმაყოფილონ საკუთარი საჭიროებები და მოთხოვნილებები.
ეს განსაზღვრებები შეიძლება ბუნდოვანი იყოს და ყველამ ვერ გავიგოთ. მოდი გადავაგდოთ “foe-foe” საუბრის მანერა და გასაგებ ენაზე ავხსნათ

(http://clubofliberty.blogspot.com/p/blog-page_03.html)

 

ვაუჰ, მარტივია არა? თუ ეკონომიკა  სოციალური მეცნიერებაა,  რატომ არ შეგვიძლია მარტივად დავითვალოთ რაღაცეები და განვსაზღვროთ წინასწარ, თუ რა მოხდება? (დაიცა სოციალურ მეცნიერებას ეგ შეუძლია ? )

პასუხი ალბათ მარტივია(არა არაფერია მარტივი, მაგრამ დაუშვით რომ “მარტივია”), ეს ჩვენ გვეხება, ადამიანებს… ადამიანის ქცევა დათვლადია? შეგვიძლია ვისაუბროთ თუ რას იზამს ესა თუ ის ადამიანი?

არის ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხს ამ პოსტში ვერც და არც მიიღებთ, მაგრამ ერთს გეტყვით, ეკონიმიკა და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა განსაზღვრავს თუ როგორ მდგომარეობაში შეიძლება იყოს თქვენი ოჯახი, მაგალითად ნებისმიერი უაზრო ან აზრიანი ჩარევა დავუშვათდა სოფლის მეურნეობაში, შეიძლება თქვენთვის უხილავად, ცუდად ან კარგად აისახოს თქვენს დღევანდელ ყოფაზე.

ყოფის განმსაზღვრელი რესურსები და დრო ამოწურვადია. ადამიანის “შრომითი საქმიანობა” ( დავუშვათ ადგილი სადაც აკეთებს საქმეს და ამაში მას ფულს უხდიან)  იქ სადაც არაპროდუქტიული მისთვის და ასევე საზოგადოებისთვის (ეკონომიკური კუთხით) დაშვებულია, ეს მისი არჩევანის უფლებაა, მაგრამ იძულება, განსაზღვრა კანონით მისი საქმიანობისა, ეს უკვე თავისუფლების შეზღუდვაა. თქვენ შეგიძლიათ მთლი დღე არაფერი აკეთოთ და ეს თქვენთვის მავნებელი იქნება, ასევე რაღაც უხილავი ძაფებით ჩემთვისაც. თქვენ შეგიძლიათ მთელი საკონფერენციო დარბაზი უაზროდ დაიკავოთ, ეს თქვენთვის მავნებელი იქნება (ჩემი აზრით, მაგრამ შეიძლება ფსიქოლოგმა გირჩიათ დიდი სივრცის დაქირავება და მანდ გავარჯიშება თქვენი რაღაც უნარების, ეს თქვენთვის სრულიად რაციონალური ქცევაა -“პრაქსეოლოგია”  https://en.wikipedia.org/wiki/Praxeology   –   https://mises.org/sites/default/files/Human%20Action_3.pdf     ) და ჩემთვისაც, რადგან ეს საკონფერენციო ოთახი მე უფრო მჭრიდებოდა, ვიდრე თქვენ, მაგრამ რას ვიზამთ, უბრალოდ დამასწარით მისი დაქირავება. ხვალ რომ გაიღვიძებთ შეიძლება გაანალიზოთ ,რომ ის რაშიც ფული დახარჯეთ შეიძლება არაპროდუქტიული იყო  და ამას მომავალში არ ჩაიდენთ ,ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ საბოლოო ჯაამში ,როცა ეს ფული ამოგეწურებათ, საბოლოოდ დარწმუნდებით რომ რესურსი და დრო სწორად უნდა გამოგეყენებინათ, მაგრამ კიდევ ერთხელ ავღნიშნავ,  თქვენ შეგიძლიათ თქვენი ფული ტვალეტის ქაღალდის მაგივრად გამოიყენოთ, ეს თქვენი არჩევანია .  მოკლედ ბევრი გზა არსებობს, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაცის დეფიციტი შეგექმენბათ დამ იხვდებით, რომ სხვანაირად უნდა მოიქცეთ.  საუკეთესო გაკვეთილი, აღმზრდელი თუ კომპასი ადამიანის ცხოვრებაში არის სტიმულები, დადებითი თუ უარყოფითი სტიმული ადამიანს აძლევს გეგმების შეცვლის შესაძლებლობას, ხოლო ამ შესაძლებლობების შეზღუდვა ართმევს მას არჩევანის თავისუფლებას.

ბევრს რომ არ მივედ მოვედო, თუ ეს ასეთი სოციალური მეცნიერებაა, რატომ ვერ ვაწყობთ რაღაც ფორმულებს ან რატომ ვერ ვართ ყვენალი ერთ აზრზე, როცა მაგლაითად ვიცით, რომ 2+2=4 . პასუხი ისევ ადამიანი, მაგრამ აქვე მეორე პასუხიცაა, ეს “ადამიანები” ამ ადამიანებს სვხადასხვანაირად უყურებენ, ამითომაც ეკონომიკაში არსებობს ეკონომიკური აზროვნების სხვადასხვა სკოლები (სკოლა არა შენობის გაგებით, მაგალითად “ავსტიული ეკონომიკური სკოლა” რომელიც შენობის სახით რ დგას ავსტრიაში, უბრალოდ მისი ცნობილი წარმომადგენელი ავსტრიელი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადასახლდა ამერიკაში, მაგრამ ძირითადი იდეები დაებადა ავსტრიაში   https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%95%E1%83%98%E1%83%92_%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C_%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98  ) უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ  ბმული (1  https://en.wikipedia.org/wiki/Schools_of_economic_thought

) . აქვე გეტყვით, იმდენი არიან რომ თავბრუ დაგეხვევათ, მაგრამ მინიშნებას მოგცემთ, რომლებს შეიძლება ჩაუღმავდეთ, ჩემი აზრით რა თქმა უნდა   , მაშ ასე ესენი არიან  : “ავსტირული სკოლა”(https://www.youtube.com/watch?v=4hIax9gh7fU), “ჩიკაგოს  სკოლა”(https://www.youtube.com/watch?v=0gcx8_tnkDs) და “ანარქისტული ეკონომიკა” ( ანარქიზმთან მიმართებაში გეტყვით, რომ გადახედეთ მათ იდეებს, შეიძლება უტოპიური მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც განიხილეთ. ყველაზე კარგი არჩევანი იქნება  დევიდ ფრიდმანის, მილტონ ფრიდმანის შვილის, წიგნი   http://www.daviddfriedman.com/The_Machinery_of_Freedom_.pdf  , ასევე  დამტებით ვიდეოს მოსმენას გირჩევთ https://www.youtube.com/watch?v=IcxGXcmr4ig&t=4198s . ვფიქრობ ამ საკითხს მეტად არ დავუბრუნდები, რადგან სჯობს ეკონომიკას მივხედოთ, არა შორეულ მომავალს  🙂 )

გამოვკვეთე ამდენი სკოლებიდან ორი სკოლა და რატომ ? მოკლედ რომ გითხრათ  ადამიანის თავისუფლება აერთიანებს მათ . სხვებს რა მონობა უნდათ? არ ვიცი ჯერ, ალბათ საკმარისად არ აღგვივქამენ თავისუფალ არსებებად და ცდილობენ დაგვიცვან უხილავი ძალისგან ,რომელსაც ჩვენს თავს ეძახიან, ოჰ ეს მეორე მესამე მეოთხე მეხუთე მამიკოები :)))

შვილო, მეგობარო და თავისუფალო აარსებავ, სანამ უფრო შორს გამომყვები გაიხსენე რა არის თავისუფლება და ამისთვის მებრძოლი ლიბერალიზმი ( https://www.youtube.com/watch?v=iU-8Uz_nMaQ) . გაიხსენე ხო?  ნუღელავ თავს დიდად  არ შეგაწყენ,  უბრალოდ გკითხავ, რაში გაინტერესებს ეკონომიკა? ა მიხვდი რომ რაღაც ვერ არის აქ შენს თავს რიგზე და პასუხი ეკონომიკაშია? კი ნაწილობრივ სწორად მიხვდი. რა არსის ეკონომიკა?  რაც ზემოთ მოგიყვანე განმარტებების სახით? ალბათ არა მხოლოდ, ეკონომიკა შენი და ჩემი არჩევანების ერთობლიობაა, მაგრამ სამწუხაროდ ამ რეალობაში “ხელისუფლების” არჩევნების ერთობლიობა, ხშირად გადაწონის ჩვენ არჩევნებს, და რატომ? იმიტომ რომ თავისუფლები არ ვართ? როგორ არ ვართ?! აბა მიდი სახლში გამოაცხვე ნამცხვრები და შენს მეზობელ მყვალას მაღაზიაში გაყიდე უპრობლემოდ? ვერ გაბედავ ხო? უეჭველი იცი, გულის სიღმრეში, რომ რაღაც კანონს არღვევ? კი მართალია კანონს არღვევ და რატომ არღვევ? იმიტომ რომ ფული გინდა? რატომ გინდა ფული, იმიტომ რომ შენი და შენთვსი საყვარელიადამიანების მოთხოვნილებები დააკმაყოფილო? დიახ რაღაცის დაკმაყოფილებისთვის, ყველა ნაბიჯი რაც სხვა ადამიანს არ აზიანებს, წესით დაშვებული უნდა იყოს, მაგრამ ნურას უკცრავად. ახლაც თავისუფალი ხარ? წარმოიდგინე  კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობ, შენთან ხშირად იკრიბებიან შენი მეგობრები საღამობით ,სვამთ ალკოჰოლს და ნორმის ფარგებსი ერთობით ( ნორმა, ამ შემთხვევაში, როცა შენს მეზობლებს არ აწუხებ). ბრახ და უცებ გამოგაგდეს სამსახურიდან და ვეღარ შოულობ ახალს. შენმა მეგობრებმა კი კარგი  იდეა შემოგთავაზეს ” იცი ვახტანგ შენი ღვინო და კიდევ ის ჭაჭა ძალიან ასწორებს დაიქნებ გაგეხსნა რაღაც ბარი და გემუშავა ცოტახნით”  “კი  მეგობრებოა გავაკეთებ, მაგრამ სად? ”  “რავი აქ სახლში  არ წავა? ” თქვენი აზრით “წავა”? თქვენი აზრით ვახტანგს არ დასჭირდება ტონასაბუთების მოპოვება, კარგით დავუშვათ ვახტანგმა მოიპოვა საბუთები  და პლუს მეზობლების მოთხოვენბიც გაითვალისწინა, უცებ მოდის პოლიცია დაეუბნება, “იცი ვახტანგ, ნარგიზა შენსსახლში სიგარეტს ეწევა, ამიტომაც უნდადაგაჯარიმოთ” … ხვდებით სად ვართ? ან სად მივდივართ?  ადრე ვერ ვხვდებოდი, როგორც არამწეველი, მაგრამ ახლა ვხვდები.

და რაჯანდაბა ეს ეკონომიკა? ეკონომიკა  ალბათ შენ ხარ და შენი ურთიერთობები სხვებთან. შენი დროის და ენერგიის გაცვლარაღაცის ფასად, იმ რაღაცის ფასად რაც ამ კონკრეტულ მომენტში გიღირს, თუნდაც სიცოცხლისთვის დიდი რისკის შემცველი იყოს, მაგრამ არა შენი მეორე მესამე მეოთხე მეხუთე მამიკო არ მოგცემს ამ უფლებას ,არასდროს ! ის არ გამუშავებს ისეთ გარემოში ,სადაც შენი სამუშაოს ნებისმიერი ეტაპის კონტროლი არ მოხდება ვიღაც  x  მამიკოს მიერ.

ვინ არის  X მამიკო? X მამიკო არის ადამიანი რომელსაც შენ უხდი შენი ხელფასიდან ფულს, რომ შეიმუშავოს მეტი და მეტი დამაბრკოლებელი კანონი შენი თავისუფლებისათვის. ანუ რა ხდება, შენი თავისულფების შეზრუვაში იხდი ფულს?როგორ? რატომ? ამას ძალიან მარტივად გიფუთავენ, დღეს ხომ ოცდამეერთე საუკუნეა, მართლაც  რომ ჯაჭვს ხომ არ გამოგაბამენ კისერზე, უბრალოდ ხელფასიდან რაღაც პროცენტს დაგიქვითავენ და საქართველს ფეხბურთის განვითარებაში ჩაგადებინებენ მის რაღაც პროცენტს,  ან უაზრო პროექტებს დააფინანსებ, რომლის წარმატების შესახებ დიდი ალბათობით ვერ გაიგებ. ნუღელავვ ცოტას ვიღაც ჩაიჯიბას და ავად თუ კარგად, ეკონომიკა რაღაც მატებას “დადებს” (არიიიიიის, გოოოოოოოოოოოოოოოლ!).

მკითხავთ ახლა, რა გაწუწუნებს ადამიანო, როგორც დიდ ინტერნეტ სივრცეში მოვკარი თვლაი ჩვენი ეკონომიკა სულ იზრდებაო. კი ყველაფერი იზრდება, ჩვენი ეკონომიკაც, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სხვების ეკონომიკაც იზრდება, არ დაგავიწყდეთ რომ მარტო ჩვენ არ გვყავს მანქანა, სხვებსაც ჰყავთ მანქანა და მათ ფორა დიდიხანია მივეცით. დავეწევით? ვერა, ბევრს ვერ დავეწევით, მაგრამ ბევრს უკან მოვიტოვებთ? როგორ? თუ სიჩქარესმ მოვუმატებთ (ან სხვებს  გავუფუჭბთ მანქანებს, ეეე ეგ არასამართლიანია ბიჭო!!!), მაგრამ ამ ცუდმანქანას მეტი სიჩქარე არ ემატება :/ ნეტავი რატომ? რამე ხომ არაა ძრავშ შესაცველელი ან განსაახლებელი, ალბათ კი …

მოკლედ რა ჯანდაბააა ეს ეკონომიკა. არის რაიმე ის რაც აზრზე მოგვიყვანს ამ ამბებში. არა, არაფერი არ გვეშველება, თუ არ შევიგნებთ , რომ ჩვენი არჩევანი განსაზღვრავსეკონომიაკს, ჩვენი თავისუფლება განსაზღვრავს იმას თუ როგორ იცხოვრებ შენ და შენი კარგი ცხოვრებით  როგორ იხეირებს სხვა, მათ შორის მეც .

ვახ, ტვინი გავბურღე, რა არის ეკონომიკა. მოდი გეტყვი რა არის კარგი ეკონომიკა ან ეკონომიკური ცვლილება. ჰენრი ჰაზლიტი(henry hazlitt)   ამბობდა  ერთ კარგ რაღაცას ; ცუდი ეკონომისტი ხედავს მხოლოდ იმას, რაც უცებ ხვდება თვალს . კარგი ეკონომისტი მისიქით იყურება(შორსმჭრეტველია).  ცუდი ეკონომისტი მხოლოდ  აღებული კურსის პირდაპირ შედეგებს ხედავს. კარგი ეკონომისი შორსმჭრეტველია და ხედავს არაპირდაპირ შედეგებს. ცუდი ეკონომისტი ხედვას რეფორმების სიკეთეს, რომელიც გარკვეული ჯგუფისთვისაა სასარგებლო. კარგი ეკონომისტი კი მთელს საზოგადოებისთვის განიხილავს შედეგებს  (. The bad economist sees only what im
mediately strikes the eye; the good economist also looks
beyond. The bad economist sees only the direct conse
quences of a proposed course; the good economist looks
also at the longer and indirect consequences. The bad econ
omist sees only what the effect of a given policy has been or
will be on one particular group; the good economist inquires
also what the effect of the policy will be on all groups.) ამიტომაც დაძაბეთ ახალ გონება, დაძებნეთ კარგი ონლაინ ლექსიკონი და ჩაუღმრავდით ჰენრის წიგნს “ეკონომიკა ერთ გაკვეთილში”  მართალია ამ გადმოსახედიდან ,ზოგიერთ მის მოსაზრებას არ ვეთანხმები, მაგრამ ის იმდენ სიმართლეს ამბობს, რომ ამ რეალობაში მას ეს ეპატიება (http://www.hacer.org/pdf/Hazlitt00.pdf    ასევე  მიზეს  უნივერსიტეტის  ვიდეო განხილვა მისი წიგნის  https://www.youtube.com/watch?v=24nVarM20KQ&list=PL6EF300C10AC5999C)  .

მოკლედ  თავისუფალო თუ არათავისუფალო ადამიანობა. გუგლლისა თუ სხვა ძალით აქ მოყვანილო პიროვნებებო, გახსოვდეთ, რომ ყველაფრის ზღვარი თქვენი თავისუფლებაა, იქ სადაც ეს ზღვარი  X მამას ეკუთვნის , სჯობს შეცვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს ყველას  ლოკოკინის სიჩქარით სიარული მომავლისაკენ.

ასევე თუ გინდათ რომ კიდევ დაგაბოლოთ, შემატყობინეთ.

 

P.S  სხვა ბმულები  რომელბიც გამოგადგებათ  1)  https://www.liberalstudies.ca/wp-content/uploads/2014/11/Economics-for-Real-People.pdf
2 )  https://www.youtube.com/channel/UCmT6-ChKpaiIVu2fhEIsNtQ

3) https://mises.org/

4) https://www.youtube.com/channel/UC6o6176a756vk1nZuzAXy5g/search?query=%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90

5) https://www.youtube.com/user/praxgirl

 

წარმატებულ  დღეს გისურვებთ, მეტი თავისუფლება თქვენსკენ !

 

ასევე ბოდიშს ვიხდი თარგმანების არსებობისთვის და არსებული თარგმანების უზუსტობის გამო…

მწვანე სირაქლემა

89804013ec0f4e888b129d8c11cb11e8

Hunger (2008)

 

-გადმოვალ რა

-არა ბატონო, გადაიწიეთ !

-გადმოვალ რა

-არა მეთქი !

-გეხვეწები გადავიწევი(არდა გადმოვიწევი), რა იყო ერთ ცოტას გადავიწევი წინ, ერთი ნაბიჯით

-არა მეთქი!

-რატომ?

-არა მეთქი !

-რა არა მეთქი? რას ამბობ ?

-არა მეთი ესე იგი არა მეთქი !

-გეხვეწები რა, მე აქ ესპერიმენტს ვატარებ

-რა ექსპერიმენტს? არა ესე იგი არა!

-აუ შენვინ ყოფილხარ, მაშინ როდის შევძლებ გადმოსვლას?!

-ვერასდროს!

-ვერას დროს ? ძაღლი მყავს გასასეირნებელი, რაში მინდა მე ვერას მოსვლა !

-ჰო და არასდროს, ძაღლით მაგ ტერიტორიაზე შესვლა არ შეიძლება.

-მაშ რა ვუყო ამ ძაღლს

-არ ვიცი

-არა მართლა, სად წავიყვანო ?

-არ ვიცი მეთქი !

-აბა რა იცი? მეთქის გარდა რამე იცი?

-რა?

-ძაღლი რა ვუყო , ძაღლი

-სახლში წაიყვანე

-სახლში ისედაც მყავდა

-თუ სახლში გყავდა, მაშ აქ რას მოგყავდა

-გასეირნება მინდა ძაღლის

-ჰო და სხვაგან გაასეირნე!

-არა მე აქ მინდა

-მე არ მინდა შენ რომ აქ მისი გასეირნება გინდა

-რას ქვია მე არ მინდა შენ რომ აქ მისი გასეირნება გინდა? შენ ჩემს გინდაზე რატომ დადიხარ?

-არაფერზე არ დავდივარ, აქ არ შეიძლება ძაღლების გასეირნება!

-რატომ? ნახე რა ერთგულია

-ო არა თვალებზე ეტყობა ზედ რა ერთგულიცაა

-ანუ გამიშვებ?

– არა რას გაგიშვებ აქ ძაღლების გასეირნება არ შეიძლება, წრე შემოარტყი ამ ადგილს და ისე გაასეირნე

-არა არა არა ! არ შეიძლება ასე.

-მაშ სახლში ან სხვაგან!

-შენ რა ძაღლი არ გყავს?!

-არ მყავს, რაიყო რო?

-აი როცა გეყოლება, მაშინ ვნახოთ თუ არ შემოხვალ აქ

-აქ რატომ უნდა შემოვიდე

-იმიტომ რომ ძაღლის გასასეირნებლად კარგი ადგილია

-მერე რა, სამაგიეროდ არ შეიძლება

-და რატომ არ შეიძლება ასეთი ერთგული არსების გასეირნება აქ?

-არ ვიცი!

-აბა რა იცი?

-ბევრი რამ

-მაინც?

-კარგი მასაჟის გაკეთება, პურის ცხობა, სახლის შენება, ბურთის გაბერვა, ფეხსაცმლის გაწმენდა, ტელევიზორზე პროგრამების ჩაწერა, წელის მოფხანვა და ათასი საინტერესო რამ.

-ეგ მეც კი ვიცი

-იცოდე, მე რა?!

-არც არაფერი. მისმინე და შენ ვინდოუსის გადასაყენებელი დისკიც გექნება

-რომელი ვინდოუსი გინდა?

-ვინდოუს ათი

-უი არა არ მაქვს ეგ, რვა მაქვს მარტო

-რა დროს რვა არის

-რავი მაქვს და.

-ეხლა ვინც კითხულობს იმას ახსოვს რომელს გვყავს ძაღლი?

-არ ვიცი  მგონი ამის დამწერსაც აერია

-შენ გახსოვს?

-კაი რა, რასაჭიროა ძაღლის ერთგულების განხილვა და ძაღლის ყოლის დამახსოვრება.

-არა როგორ არა

-აბა?

-ანუ ძაღლები…

-კაი რა

-არა დამაცადე

-არა კაი რა

-მაცადე მეთქი!

-კაი კაი მიდი მიდი

-ძაღლები კარგა ხანია გვიცნობენ , ლამის ჩვენთან ერთად იბადებიან

-ეგ რა სისულელეა

-დაიცა რა, არ ჩამეკვეხო

-ჰო მერე

-ვაიმე აზრი გამიწყდა, მიშველეთ, ფიქრები კატისა მოდის!

-ო არა! კატები !

-ვაიმე თავს ვუშველოთ!

-არა! მე ვიცი გამოსავალი !

-როგორ აბა?

-უძაღლო ქვეყანაში კატები ვაყეფოთ, არა?

-ეგ როგორ?

-შენ მოინდომე და ძაღლსაც აყეფებ, კატასაც და მერხსაც!

-მერხსაც?

-მაშ , მერხსაც!

-კატის ერთგულება არ გაიშვა

-რატო? გავუშვათ რა?

-გავუშვათ რა თუ რატომ არ გაიშვა?

-მეორე

-ეხლა რა ხდება, კატა გიზის სახლში, სულ ყველაფერ დასაკიდებელ ადგილზე კიდიხარ, მაგრამ მაინც შენს სახლშია, ხო შეუძლია სხვაგან დაიძინოს ,სხვაგან ჭამოს, სხვაგან აფუჭოს ჰაერი, მაგრამ არა მაინც შენთანა!

-ანუ ერთგულია

-ეგ როგორ

-სხვაგან როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ქნას თუ რატომაა ერთგული

-ვაიმე ძაღლები!

-სად სად სად?

-ძაღლებზე ფიქრები!

-ო არა ძაღლები ძაღლები ძაღლები!

-დაიცა რა ,ასე თუ ყველაფერზე ვიფიქრეთ, კი დაგავვიწყდა რატომ შეგქვმნა ამან

-ვინ ამან?

-ვინ აი ამან?

-ე რა ვერმიხვდი

-კაი რა, ნუ მძაბავ არ შემიძლია ამდენი ფიქრი

-მაშინ კი კარგად ფიქრობდი?!

-კი მაშინ კარგი იყო ფიქრი, ფიქრიც ფასდებოდა, ამდენი უმუშევარი და უჭმელი აზრი კი არ დადიოდა გარეთ, ყველას თავისი ტვინი ჰქონდა, ყველა ტავის ადგილზე მიდოდა? ახლა რა ხდბეა? ახლა ხომ სრული ქაოსია, რაც ეს უხსენებელი შემოვიდა, მას მერე აირია ყველაფერი

-არ თქვა  რა ამასწინათ ვუყურებდი და გული მისკდებოდა, ეს რას დაემსგავსა ყველაფერითქო გავიფიქრე და მერე ისევ უცებ გადავიფიქრე, მეთქი რა იცი რა ხდება, ვინ რას ფიქრობს ჩემს ფიქრებზე.

-არა მართალი ხარ, რა იცი რა ხდება, ფიქრი რომ გაგექცეს

-დედა მტრისას არ თქვა, რას ამბობ, ეგ როგორ გაიფიქრე, კარგი რა, არა გრცხვენია? ნუ კარგი რა!

-არა არა ამასწინათაც მაგარი იყო

-აბა როდის?

-იმ დღეს ყველა რომ მიყვარდა!

-ყველა?

-ყველ ყველა

-აი სუყველა

-კი სუყველა სუყველა

-ბიჭო დამაგვიანდა!

-სად?

-სად?

-ხო სად დაგაგვიანდა

-არა უფრო როდის

-მაშ როდის დამაგვიანდა

-ამასწინათ იმისწინებზე რო მივდიოდი იქით

-უი მართლა, რაღაც ძალიან უაზროდ ვსაუბრობთ

-უი ამათ კიდევ არ შეწყვიტეს კითხვა?

-არ ვიცი ვერ გეტყვი ამათ რა მოიფიქრეს, მაგრამ დამაგვიანდა მეც ამასწინებზე, თან ისე დამაგვიანდა რომ ვერ მივუსწარი ჩხუბს

-ვაიმე!!! რას ლაპარაკობ?! ნამდვილ ჩხუბს?სად როდის რა ვითარებაში?

-ვითარების გარემოებიდან გამომდიანრე და შესაძლო შედეგების თავიდან აცილების მიზნით თუ გამო , ამ ინფორმაციაზე წვდომა უვკე აღარ გამაჩნია

-რა უცებ დაუბლოკიხართ

-მაშ არ თქვა, არაფრის დამახსოვრებას არ გაცდიან წესივრად, ჯერ ერთი კადრი ,მერემ მეორე კადრი, მერე მესამე, მერე მეოთხე და უკვე ოცდამეცამეტეზე ვითიშები, ჩემდა უნებურად.

-როგრო ზუსტად ოცდამეცამეტეზე?

-კაი რა, ნუ გამთიშავ ახლა შენც

-კაი კაი მე არ გაგთიშავ, მაგრამ ესენი გაგვთიშვენ

-უი რატო?!

-არ ვიც, მგონი ეს ყველაფერი არასახელმწიფოებრივი არადა არააქმვეყნიურია

-რას ლაპარაკობ, რომელი ?

-შეცდომა!

-რა შეცდომა

– შეცდომა

-რა შეცდომა?!

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომ

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-შეცდომა

-პეპელა პეპელა პეპელა

-უი აგაშენა შემქმნელმა! რამე ახალია?

-არა ამასწინათ აღმოვაჩინე

-დავაბოლოთ მერე

-არ შეიძლება

-რატომ?

-ლეგალურია

-ა ჰო დაბოლება ლეგალურია, მაშინ არა

-შენ ვაფშე სად ბანაობ

-ძირითადად აბაზანაში, ხანდახან მტკვარზე

-მე აქ ვბანაობ

-მართლა?

-ჰო სამწუხაროა, სხვაგან არ შემიძლია განვიწმინდო

-განწმენდა რა შუაშია

-ყოველთვის, შენთვის, თავისთვის, მისთვის და მერე სხვისთვის

-აბა რა დაიჭირე?

-11211

-მართალია, ჯობდა ათას ას ოცდაერთი წლის თორმეტ აგვისტოს დაბადებულიყავი, მაგრამ არ გამოგივიდა

 

-რეზონანსული საკითხი რომელიც განიხილება დღეს, გადაწყდება ხვალდა მერე ჩაწყდება სამუდამოდ ან ზეგ

-არა, დაიცა რა, შეაგროვეთ ყველაზე მდარე, იაფიანი, წამლიანი, ჩანთიანი, ფაშისტიანი.

-ფაშიზმი?

-არ იცოდი?

-ფაშიზმი იშოვება?

-ყველგან და ყოველთვის, სვასტიკის გარეშე, სულ ახალი, სიფთა იქნები და უფრო იაფად გაგატანენ

-ყველა ვარიანტში?

-აუ ამან რამდენჯერ უნდა წაგვშალოს?

-არ თქვა არ თქვა, იცი მასზე რას ამბობენ?

-რას?

-ჩემი პასუხია არ ვიცი, მაგრამ უკვე ვიცი მგონი მასზე რას ლაპარაკობენ

-რას აბა?

-ყველაფერი იმის ბრალია?

-რას ლაპარაკობ, სულ იმისი?

-ჰო ასე შორს ზისო და იქიდან მბრძანებლობსო

-უი არ თქვა, ამასწინათ ამ ქვეცნობიერს იმდენი ვაგინე, რომ მაინც ვერ გამოვაღწიე

-გინებაც არ შველის?

-არამგონია, ჩვენ სამუდამოდ აქ დავრჩებით. არ გაგვტარებენ, როგორც ის თავხედი არ გვატარებს ძაღლის სასეირნოდ.

-დაიცა ეგ შენ იყავ თუ მე?

-არ ვიცი მაგაზე არ გვინდა რა, მთავარია ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაირა და სისხლის ღვრა ავიცილეთ, რას ამბობ ასეთი რამ იშვიათად ხდება.

-კი ეს ნამდვილად მონაპოვარია ჩვენი შეგენბის, ჩვენი განვითარებულობის, ჩვენი ყველაფრის ერთად, ვაიმე იმდენი ჩვენი რამის რომ სიტყვებიც კი არ მყოფნის..

-კაი არ იტირო, არ გინდა, შეიძლება სულაც პირდაპირ ეთერში ვართ.რისი გადაყლაპვაც არ შეგიძლია, არ დაღეჭო შვილო და რისი გადაყლაპვაც შეგიძლია, მაინც და მაინც არაა სასურველი დაღეჭო. გაიგე?

-არა ,წასაკითხად საშიში, მოსასმენად უფრო ცუდი, რა არის ?

-არვიცი

-ჩემი ფიქრები

-უი საქმე გამოგელვია. ნეტავი ახლა იქ ვიყო და აქ არა, ნეტავი ის მქონდეს და ეს არა, ნეტავი ეს ვიცოდე და ის არა, ნეტავი ეს ეს იყოს და ის ის არა.

-არა მართლა უნდა გავჩრდეთ, თორემ არ წაგვიკითხავენ, არ გადაგვხედავენ, მიგვაგდებენ ,ამოგვალპობენ, არ მოგვისმენე, ჩაგვვრეცხავენ, ამოგვრეცხავენ, დაგავრწყევენ, უიმე კიდევ იმდენ რამეს გვიზამენ

-ნეტა რატო?

-დეიდა ნატო

-ოტან?

-ტანო ტატანო, თქვენს სად იყავით, ჩვენ რომ ვტატანობდიტ, ტანო ტატანოს, უტანოდ თუ უკანოდო.

-უკანონოდ?

-უკანონო?

-კანონი?

-ნონი?

-ნი?

-ნიუ იორკი

-ტომ იორკი

-არა რაგეშველება!

-ვიცი არ გვეშველება, მაგრამ იქნებ ვიშველოთ რამე, ხომ ხვდები, ის კითხვა რომ არ დავსვათ კიდევ, „რამე“თი რომ მთავრდება, უკვე დავღალეთ ეს სიტყვა გვეშველება, აზრზე ხარ? მოითხოვს ახლა ეგეც დამოუკიდებლობას და დავრჩები რამეზე, რამის ამარად, დამერე „რამეც“ მოითხოვს რამე დამოუკიდებლობას და მერე რაღა კითხვა დავსვათ

-არა ეს რაც გუშინ მოხდა, ყოვლად დაუშვებელია,ეს იყო რაც იყო და თან რაც არ იყო, ეს ჩვენ გაგვიბედეს და თან არ გაგვიბედეს, ხვდები შენ, საფრთხე გველის? ჩვენი კოდი მოიტაცეს, მოიტაცეს და სადღაც ისროლეს შორს, გამმოფხიზლდით თუარა დავრჩით სხვაგვარად დაკოდილები, არა იმგვარად როგორც ჩაიფიქრეს

-იცი არ მახსოვს გუშინ წამალი დავლიე თუ სოდიანი წყალი

-რა?

-რაიყო რა გჭირს არ მახსოვსთქო სამკურნალწამლო საშუალება მივიღე თუ ნატრიუმის ბიაკრბონატიანი წყალი.

აი სწორედ აქ მივხვდი რომ „ნატრიუმის ბიაკრბონატიანი წყალი“ სწორი წინადადებაა და არა „წყლიანი ნატრიუმის ბიკარბონატი“

-ამოვიდა ეს ყველაფერი ყელში, აი იცი დავიღალე, განტვირთვა მინდა.

-გავაშლაშინეთ შენი დასვენება, აი ასე მარტივად, მზადაა, მხოლოდ შენ უნდა მოიცალო დასასვენებლად. უი დღესაც არ გცალია დასასვენებლად?კი მაგრამ დასვენება გაგიმზაზდეთ და რა? უმადურები ხართ! გასხვენებთ და არ ისვენებ!

-უმადური ვარ, მეტის ღირსი ვარ უფროსო, უფრო მეტი უნდა ვიმუშვო, უფრო თავდადებით, ტვინგაუნძრევლად, უფრო მექანიკურად, ზედმეტ ფიქრზე არ უნდა დავხარჯო დრო, თორემ დროს ვკარგავ, არის უფროსო, დიახ უფროსო, მე გისმენთ თქვენ ,თქვენ ახალი ხართ, ახალი ღმერთი, თქვენ ხართ ჩემი მამა მარჩენალი, თქვენ რომ არა შიმშილით მოკვდებოდა ამდენი ადამიანი.

-მტყუანს?

-უკაცრავად უცენზურობისათვის !

-არცერთი დამუხტული ნაწილაკი არ უნდა დაიკარგოს. არცერთი მონოლოგიარ უნდა გაწყდეს, არცერთი ეპილოგი არ უნდა დასრულდეს ამ სივრცეში, არ დაკარგოთ მუხტი, იბრძოლეთ  უკანასკნელი ელექტრონისთვის , ეს ბრძოლა გადამწყვეტია, ჩვენ დავამარცხებთ ანტიმატერიას, ჩვენ არ მოვხვდებით შავ ხვრელუკაში.

-არა აღარ გვკითხულობენ და სავარაუდოდ ამას ცუდად უყურებენ

-რას ალაპარაკობ, წერტილს ნუ დამისვამ, გთხოვ გევედრები, გეხვეწები, ზეგევედრები და ზეგემუდარები!

-ბინძური სიტყვებია

-მე , მე ხომ სრულიად აპოლიტიკური არსება გახლავართ, ეს მისი ბრალია, მან წამათრია ძალით, მან მაყვიებინა „კმარა“ ,მერე მან მაგინებინა და ბოლოს მანვე მცემა

-მან თქვენზე იძალადა?

-დიახ

-და რა რაკურსით?

-ამის ახნსა რთულია ,ეს  შიგნიდან მოხდა გარეთ, აი როგორ გითხრათ, ამოხეთქა და მერე წამოვიდა უშვერი  სიტყვები

-ფრთხილად აქეთ არ მოუშვათ, ჩვენ ვემიჯნებით  ყოველგვარ უშვერობას და ვგმობთ უშვერ განცხადებებს.

-რომელი საათია?

-სად?

-რომელი საათია, რა სად?

-სად რომელი საათია

-მაშ რა მნიშვნელობა აქვს საატის ცოდნას, თუ თუ თუ ყველგან თუ ყველგან სხვადასვხაა

-ყოჩაღ მაგ დასკვნამდე თუ მიხვედით

-ჩემით სულ ჩემით ავაშენე ეს ყველაფერი, მინდა დავანგრევ მინდა შალახოს ვიცეკვებ და მინდა ვიყვირებ, გასაგებია?

-არა მანდ არ ახვიდეთ, ჩამოვარდებით!

-ძუკნა!

-ჩამოდი მეთქი

-არ ჩამოვალ

-ჩამოდი მეთქი!

-ვერა, მე და მამა ვმუშაობთ

-რაზე შვილო

-შვილო?!

-მამა?

არა სადღაც სხვაგან ჯობს თუ ?

-პაპსა ხარ შენს ძმობას ვფიცავარ

-არა ძმაო ღადაობ?

-რა ბიჭო?

-როგორ?

-პაპსა ხარ!

-კაი

-მთავარია ის არ ვარ

-კიდევ არ გვკითხულობენ, აი ეს ერთიღა შემორჩა

-არალიტერატურული ხარ,ეპატაჟი ხარ, რაღაც ჩამოუყალიბებელი  ხარ , არასრულფასოვანი ხარ , ტლუ, სალანძღი ხარ ყველაფერი

-ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ლანძღვას პირდაპირ ეთერში

-რატო ერთი, ტვალეტში კი კარგად ილანძღებით? ერთი  კაი ჩარეცხვა კი არ გაწყენდათ !

-კავშირს ვერ ვხედავ თქვენს შორის და ამიტომ უნდა დაგშალოთ.

-მართლა? ჩვენ ერთად ყოფნა გვსურს

-არ შიძლება

-ოი ბედკრულო გარემოებავ, სად მიგყავარ, რას მიპირებ ,რატომ გვშლი და გვიშლი. თავს ნუ ტკენთ ამ ხალხს, ან მორჩით ლაყბობას ან დაგავშორეთ ერთმანეთს

-სიყვარულია პასუხი!

-და კითხვა რა იყო ?

-დაიცა ის 400 გრამია ეს 450 გრამი, ის უფრო ძვირი ღირს , დასკვნა?

-წამო ფული არ გაქვს, კი არ არის დასკვნა მაგრამ რეალობაა

-არა მართალი ხარ, როცა არ გაქვს არც უნდა იკითხო

-რატომ?

-მეორე ნაწილი გამოვიდა დღეს

-მერე როგორია?

-რავი მეასმეს აჯობებს.

-კაი რა სერიოზულად გკითხე

-მეც გიპასუხე, უაზროდ

-რაღაც მოვითენთე

-ხომ გითხარი ჭამე მეთქი. არ იკვებებისწორად და მაგის ბრალია.

-რამე ახალი მითხარი

-მეც არ ვიკვებები

-უი რას ლაპარაკობ.მაგის გამო იჭერენ?!

-რას ლაპარაკობ, მართლა?

-კი სროკავენ

-რამდენით

-სამუდამოა თუ სწორად არ იკვებები.

-მუცლის მონა ხარ

-შენ რისი?

-მე ტავისუფალი ვარ

-ვითომ?

-მაშ, სისხლით ხორცამდე თავისუფალი, თავის თავის, ჩემი თავის, ჩემი სკალპის, ჩემი ჩემი, ჩემი სკალპის

-არა შვილო რას სჩადი, ეს გზა გამოცდილიადა რა ველოსიპედის გამოგონებას აპირებ შენ?

-არა ბატონო, რას ბრძაებთ

-არა შვილო რას კადრულობ, აგერ ფიქრს ანვითარებდი და ველოსიპედის გამოგონეაბს აპირები, დაკავეთ, დაიჭირეთ! არ გაუშვათ!

-ვერ გამაქცევთ, ეს სივრცე ჩემიცაა

-აი მაგასაც ვნახავთ

-კარგი, გამაქციეთ, ოღონდ დღეს არა

-როდის აბა?

-ხვალ ასე სადღაც დილის საათებში, ან ზეგ ან მაზეგ

-კაი ხვალ მოვილაპარაკოთ ,ახლა დავიშლოთ

-ხო რა

-მეძინება

-მეგოან უკვე გეძინა და ისე მელაპარაკებოდი

-უი ეგეცა, მგონი მიძინებული არსება ვარ

-არ წაგვიკითხავენ

-შენ რა ამათი აზრი გაინტერესებს?

-მაშ

-ვაიმე!

-რაიყო

-დაღუპულხარ!

-რატომ?

-სიზმარი ვნახე ცუდი შენზე!

-წყალს მოუყევი?

-არა ჩვენთან წყალი კარგა ხანია არ მოდის

-არა იცი რა არ მესმის? მთავარია ორივემ შევწყვიტოთ და რამნიშვნელობა აქვს რომელი შევწყვეტთ?

-ეს ძან პრადვინუტობას აწვება

-გითხარი არასალიტერატურო ლექსიკა არ გამაგონოთ, წადით მოუსვით , თორე აგაფეთქეთ ყველანი ერთად.

-ხალხს შია ხალხს წყურია და შენ?

-არაბატონო გაზაფხულის საღამოა მშვიდი

-მერე?

-რაიყო არ შეიძლება გაზაფხულსი საღამო იყოს მშვიდი ასე უბრალოდ?

-არა, რაღაც უნდა გადმოფრინდ გადაფრინდეს, მაგალითად ბაზუკა, რომელიც მხოლოდ გარკვეული ტიპის ადამიანების ლიკვიდაციას ახდენს, ჩუპაცუპსიანი ხალხის მაგალითად

-ბოლოს როდის ჭამე ჩუპაჩუპსი

-არ მახსოვს, შენ?

-ჩუპაჩუპს ჭამენ, ლოღნიან თუ წუწნიან?

-ეს ის შემთხვევაა როცა, პრიდაპირ უნდა თქვა „ყველა“

 

 

-ნუ მიდიხარ ვაბანკზე.

-ახლა ეს ისე გადააკეთებს თავის ნაჩმახს, რომ ბოლოს რაღცას შეფუთავს და მოგყიდის. არა ყველამ მინდა გაიგოს ეს, აი ეს წინადადება, ფრთხილად იყავით როცასამძიმრისთვის ყიდულობთ ყვავილებს, დახედეთ იქნებ გულის მაგივრა შიგნით თუალეტის ქაღალდი შეგრჩეთ

-შვილო პურიც წამოიღე

-კარგი დე!

-ვაიმე არ მატიროთ რა ! არ მინდა ეს საჭმელი და ნუ მაჭმევთ რა ! დედა არ გინდა ნუ მაჭმევ, დედა ვიტირებ დე !

-წკაპ

-წკუპ?

-არა წკაპ მხოლოდ

-აი მარჯვენა ღილაკს რომ დააკლიკებთ (კლიკ კლიკ, წკაპ წკაპ, კლიკ კლიკ, წკაპ წკაპ)

-წკაპ წკუპი იქნება?

-არა უმჯობესია მარცხენა ღილაკს დააკლიკოთ

-წკაპ წკუპი იქნება?

-არა უბრალდო გაითიშებით

-განა ყველას ეგ არ გვინდა?

-მაშ გავითისოთ ყველანი?

-ჩვენთვის გავითიშოთ თუ სხხვებისთვის?

-არა ყველანი თუ გავიტიშებით ვერავინ ვერ გვნახავს როგორ ვითიშებით, მის გარდა

-უი ხო ის

-ის არსებობს

-ის ნამდვილია

-მე მჯერა

-მალდერს?

-სპირალი

-მაინც არ ათბობს

-ნეტავი რა ეტაკა

-არ ვიცი, სპირალის  გამომგონებელი დაილოცოს!

-ამაოდ მეტყველება

-ეს ყველაფერი ფარსია

-ბილწსიტყვაობა

-არ განაგრძოთ!

-ოცენბა

-გაჩერდით!

-ფიქრი

-არ გინდათ!

-მართალია, ფიქრი არ გვინდა.

-„ნამდვილი დეტექტივის“ მესამე სეზონი არ გამოდის?!

-ნუ ეწევით „ნამდვილი დეტექტივის“ პოპულარიზაციას ძალიან გთხოვთ, მას ეს არ სჭირდება, თქვენგან !

-სოციალური ცხოველი!

-ეს მართლასომეხი სოლისტი ყოფილა!

-ბიჯოს ვამბობდი

-ყოჩაღ მაგას

-აი ერთით ნოლია

-ნეტა ვინ გაიმარჯვებს

-ძმობა, ერთობა და ყველაფერი კარგი

-კრისტალს ბაზრობ

-არასალიტერატურო მეთქი!

-უი

-პოზიტივი დამანხე მხოლოდ და სხვა არაფერი !

-ეგეც რომ არ მაქვს

-კარგია, არაფერს დამანახებ, მაგრამ სად წაიღე პოზიტივ, ხომ გქონდა?

-გავფლანგე

-ვერ ხარ ხოიცი, ერთი რამ გქონდა და ისიც გაფლანგე

-არა ერთი რამ არ მქონდა

-აბა რამდენი მქონდა

-იცი რა ხდება , რაც მქონდა იამს არ ვითვლი, ადრე ვიცოდი რა მქონდა და რა არა, ახლა არ. ახლანდელი დრით ვცხოვრობ

-საქართველოს დროშა გაქვს სახლში?

-არა

-მაშ რუსეთის?

-არა

-მას ნატოსი?

-არა

-მაშ ამერიკის?

-არა

-მაშ რისი?

-სვაზილენდის

-ოქრო კაცი ხარ, ბაჯაღლო

-მდუმარება ვარ?

-არა ოქრო ხარ, ბაჯაღლო

-არ დამალობარდოთ, არ გაცვიტოთ, არ გადამაგდოთ, არ გამაჩუქოთ, დამიტოვეთ, მე ხომ ერთი საწყალი ბეჭედი ვარ, თქვენი შეუღლების დროს ნაჩუქარი.

-ვინ  თქვა რომ ბეჭედი ხარ?

-ანუ მე ლამარას ნაჩუქარი ბრილიანტის თვლიანი ოქროს ბეჭედი არ ვარ?

-არა საიდან მოიტანე

-მეს რამ ითხარი, ცივლმა ოფლმა დამასხა, მაშ მე ვინ ვარ?

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მმ

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-მე

-შენს ძმობას გეფიცები

-და „ჩვენს“რომ თქვა არა?

-ქართული, ქართულმა, ქართულს, ქართულის, ქართულით , ქართულად,  ქართულო

-მორჩი?

-სანამ ბრუნებას არ ისწავლი კლასიდან ვერ გახვალ

-მე ვერ გავდივარ

-ვერ სწავლობ

-ვერ

-ვერ თუ არ

-არა , ვერ

-ვერა?

-ა?

-ვერა?

-ააა, ვერა, ვერამ, ვერას , ვერას, ვერათ, ვერად, ვერავ

-რა „ვერას“ იყავი ის „ვერას“ დარჩი

-სულ ახალია

-პანდა?

-არა გრიზლი ვარ, ჩრდილოეტიდან, ანდა დათუნია დრუნჩა…

-არ სრულდება

-არც ტკივილი

-არ ნელდება

-არც ოცნება

-არ უფერულდება

-არც აპირებს

-არ გინდა, ვერ გადამიწყვეტია რა ვქნა

-არც მე ვიცი, ასეთ სიტუაციაში რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა.

-გეხვეწები რამ ნიშვენლობა აქვს მე ამ სირაქლემას აქ გავასეირნებ თუ არა

-არა რას ამბობ, მწვანე სირაქლემას აქ  მე შენ არ გაგასეირნებინებ

-რატომ

-მწვანეა და მაგიტომ, მაგას რა კითხვა უნდა?

-კარგი რა

-სხვა თემაზე გადავიდეთ მეთქი ან სახლში წაიყვანე ეს შენი სირაქლემა ანდა წრე შემოარტყით

-აქ უხეშდ ირღვევა ჩვენი გადაადგილების უფლება

-რას ვიზამთ წერია, „არ შეიძლება მწვანე სირაქლემების სეირნობა“ო

-როდინდელი აბრაა?

-გუშინდელი

-დღევანდელი სადაა?

-დაიცა კაცო ჯერ ამან თავისი აკეთოს და მერე იქნება დღევანდელიც

-მერე? ანუ ვერ გავასეირნებ აქ ჩემს სირაქლემას?

-ა ეგ სირაქლემა თქვენია?

-დიახ ჩემია

-არა, ვერა, როგორ აგიხსნათ თქვენი რომაა კი შეიძლება, მაგრამ მწვანეა

-დარმწუნებული ხართ?

-დიახ სავსებით

-კარგით მადლობა რომ ასე ნათლად ამიხსნეით, არ მესმოდა, ახლა კი ვხედავ

-არ თქვათ რომ მე „დიდი ძმა“ გავხდი

-საიდან მიხვდით?

-თქვენმა ცრემლებმა მიმახვედრეს !

 

ვერ გამიგია რამ დამალევინა ეს სოდიანიწყალი, დამელია წყალი და შემდეგ სოდა მიმეყოლებინა.უი პირდაპირ ეთერში ვართ?

– ახლა გისმენთ !

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“მკვლელის ჰიგიენა” (წიგნი სიყვარულის იზოლირებაზე , ასევე მარადიულობის მოკვდინებაზე)

80/83 11053906_759714817479110_6465866102100860084_n

წიგნის კითხვისას რამოდენიმეჯრე გადავხედე სათაურს, ვიფიქრე ყდა ხომ არ აერიათთქო, მაგრამ არა დასასრულში ხვდები , რომ სწორი მისამართზე მოხვედი. თავიდან  დავიწყე ისეთი წინადადებების მონიშვნა , როგორებიცაა “ვწუხვარ,  ძვირფასო ერნსტ, ჯერ არ მოვმკვდარვარ ”  ” -რომ ვიცოდე , რაზე ვფიქრობ, მგონი, მწერალიც არ გავხდებოდი”  ასევე მეღიმებოდა  პრეტექსტატ ტაშ ზე, ამდენი “ტ” ერთად და მიყოლებით არსად წამიკითხავს, მაგრამ დაახლოებით წიგნის ნახევრიდან  მივხვდი , რომ აქ იწყებოდა ის, რასაც ასე უმოწყალოდ გაჰყვიროდა სათაური.

წიგნი 83 წლის მომაკვდავ მწერალზეა, რომელიც გადაწყვეტს რომ მისი ცხოვრების ბოლო დღეებში გადაწყვეტს  ჟურნალისტებს აჩუქოს ინტერვიუ . ის  არწმუნებს(თავგზას უბნევს)  მათ იმ ჭეშმარიტებებში რაც  მისი ოთახის მიღმა არარეალურია და ამით ცდილობს დაამციროს, აარიდოს ისინი თავის(თავიანთ) შინაგან სამყაროს, მაგრამ ერთ ერთი მამაცი  მადმუაზელი შეძლებს უხამს მწერალს გახადოს ტონიანი ჯავშანი და იხსნას  17 წლის ბიჭუნა, 67 წლიანი ტყვეობისაგან .

მარტოობის 67 წელი? სიბნელე? ბევრი საკვები ? ბევრი ფული ? კი ეს ყელაფერი პრეტექსტატ ტაშს ბლომად აქვს.  მისი აღწერა და მისი გარემო იმდენად შემზარავია, რომ შეიძლება ერთ ერთი პერსონაჟივით თქვენც გული აგერიოთ, ასევე ვეგეტარიანელებს არ გირჩევთ იმ მომენტების გულისყურით წაკითხვას, თორე წიგნს უსათუოდ მოსვრით.

ვისაც გიყვართ  ენამახვილი ხალხი ეს წიგნი მათთვისა , დამიჯერეთ ბევრჯერ გაგეღიმებათ, მაგრამ ბოლოსკენ ეს ღიმილი სახეზე შეგახმებათ და იკითხავთ ” რატომ?” “რატომაა ყველაფერი ასე აბსურდულად მოწყობილი?” წიგნის მთავარი გმირი ბევრ ჭეშმარიტებას ამბობს, მაგრამ მისი სამყარო ილუზიურია, არარეალური  და კარგახნისწინ წყალში დამხრჩვალი. მისი ყოველი მეორე წინადადება მიუღებელია ყურებისთვის და თუ  არ გაქვთ ყვერები, მაშინ ძალიან ცუდად გექნებათ საქმე.

ბევრი სიმბოლო არის დამალული მის ასაკში, მისი მწერლობის ქრონოლოგიაში, მისი წიგნების რაოდენობაში, ვიზიტების თარიღსა(17) და ქალების რაოდენობაში.  პირადად ასეთ ქალთმოძულეს(კაცთმოძულეს) არასდროს შევხვედრივარ, არცერთ ნაწარმოებში და იმედია აღარც გადავაწყდები.
და ბოლოს, რატომ უნდა წაიკითხოთ ? უნდა წაიკითხოთ იმიტომ რომ მოისმინოთ ის აზრები რაც ერთხელ მაინც, ქვეცნობიერის დონეზეც კი გაჟღერებულა თქვენში და  გიუარიათ იმ სიმძაფრით, რა სიმძაფრითაც ყვირის ხოლმე პრეტექსტატ ტაში . გისურვებთ სასიამოვნო კითხვას და გთხოვთ, ბავშვები არასდროს არ დატოვოთ მარტო !

რა თქმა უნdა დიდი მადლობა მანანა ბოსტოღანაშვილს ასეთი საინტერესო თარგმანისათვის, თავისი სენიშვნებით  და  “ოჩოპინტრეს” გამომცემლობას დახმარებისათვის.

9782253111184

მარგერიტ იურსენარის “ადრიანეს მოგონებები” ( ლიტერატურულად დამუხტვისა და ლიტერატურული ორგაზმის განცდის საუკეთესო საშუალება)

Memórias-de-Adriano-21

 

„ო, სულო ჩემო, ნაზო ყარიბო, ჩემი სხეულის მგზავრო და მდგმურო, მიეხეტები სამარადისოდ პირქუშ, ცივსა და უდაბურ მხარეს, სად ვეღარავის მოჰგვრი სიხარულს“
Animula, vagula, blandula

Hospes comesque corporis

Quae nunc abibis in loca

Pallidula, rigida, nudula,

Nec, ut soles, dabis iocos…

P. Aelius Hadrianus Imp.

„ძვირფასო მარკუს…“  ასე იწყება  მომაკვდავი ადრიანეს წერილი და წიგნი მისი ცხოვრების შესახებ. თხრობას სივკდილის სუნი ასდის, თავიდან თითქოს ვერ ამჩნევ, მაგრამ  მოგონებები,  მიმქრალი გრძნობების გაცოცხლების მცდელობები ყველაფერი ერთად  ხაზს უსვამს  იმას რომ ის ერთადერთი კაცობრიობის  სიცოცხლის ძალის მტერი აქ არის !

„ ძნელია, აღმოჩნდე ექიმთან და დარჩე იმპერატორად; კიდევ უფრო ძნელია, ამ დროს თავი ადამიანად იგრძნო და ადამიანური თვისებები შეინარჩუნო“ მაგრამ მიუხედავად ამისა ადრიანეს  არ უჭირს  სიმართის ეკლებთან გამკლავება „მე მივაღწიე ასაკს, როცა ადამიანისათვის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა აღიარებული მარცხი“ სიტყვა მარცხს კითხვისას  ჩერდები, ბევრჯერ ამეორებ გონებაში და ხვდები რომ უნდა მოისმინო ადამიანის ისტორია, რომელსაც თავის დროზე, ალბათ ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ დღეს მისი „საყვარელი“ სხეული, მხოლოდ გონების ფანტაზმებისთვის ინახავს რესურსებს და კიდევ ცოტაოდენი სუნთქვისათვის.

ეს ისტორია ადამიანზეა, რომლესაც  „კენტავრობა“ სურს  და თავის თავს ძალიან ბევრ კითხვას უსვამს ; „რა არსებითი განსხვავებაა მოცელილ ბალახსა და ყელგამოღადრულ ცხვარს შორის?“ ადამიანზე რომელიც სიყვარულს მკაცრ კრიტერიუმებს უყენებს ; „სიყვარულის წმინდა წყლის ფიზიკურ სიამოვნებასთან ( თუ მსგავსი რამ საერთოდ არსებობს )  გაიგივების კანონიერებას მხოლოდ იმ დღეს ვიწამებ, როცა საკუთარი თვალით ვნახავ ამოჩემებული კერძის წინ მოკალათებულ და აღფრთოვანებისგან ცრემლებად დაღვრილ გურმანს, როგორცნორჩ მკერდს დაწაფებულ მგზნებარე საყვარელს“ იმეპრატორზე, რომლის ადამიანური ნაწილი ფიქრობს, რომ „სიტყვებს არ დაეჯერებათ, სიტყვები გვატყუებენ“ მიტოვებულ ადამიანზე „ყოველ შემთხვევისთვის მე უფრო ხშირად მტოვებდნენ, ვიდრე პირიქით“? მართალია კონტექსტიდან ამოგლეჯილია, მაგრამ „საკუთარ თავს მარტოობის ფუფუნება ვაჩუქე“ , მარტოობა რომელიც მას  ვერ ეკადრება. მისთვის დროც კი ფარდობითი ხდება ცხოვრების მიწურულს  „ჩემი დრო ამჟამად გაცილებით მცირე  ერთეულებით იზომება“ და თქვენი ? „მე ვიწყებ სიკვდილის შეცნობას“ . შემდეგი თხრობა მთლიანედ ეძღვნება მარკუსის „განათლებასა“ და „შეგრძნებას“  ცხოვრების შესახებ, რა თქმა უნდა მისი არცთუისე მცირე და ღარიბი გამოცდილებებით.

რატომ უნდა წაიკითხო რაღაც ისტორიული რომანი? რაში მაინტერესებს ვიღაც ადრიანეს ისტორია, რომელიც კარგა ხნის წინ მოკვდა და რომლის რასებობა არც არავის ახსოვს? ისტორიული რომანების კითხვა ხომ ტანჯვაა! ადრე დაგეთანხმებოდით,  ერთადერთი ისტორიული რომანი, რომელიც წაკითხული მაქვს  ცვაიგის „მარიამ სტუარდია“ და არცთუისე ცუდი იყო, უფრო კარგი თუ არა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, წლების წინ მომხდარი ისტორიები იმ კედლებში გაგრძნობინებს თავს, სადაც არ გინდა იყო, მაგრამ ამ წიგნში ყველაფერი სხვაგვარდააა. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი საუკუნეების წინ მოკვდა თუ რამოდენიმე საუკუნის შემდეგ მოკვდება, სიკვდილის შეცნობის პროცესი, ცხოვრების გადაფასებისა და ცალი თვალით გადახედვის მდგომარეობა, ყველა ადამიანისთვის ნაცნობია.  ეს წიგნი ნაკლებადაა ისტორიული რომა,  ის უფრო  ქარბუქებ გამოვლილი სული ისტორიას მოგვითრობს, საიდანღაც მისი ღრმა კუნჭულებიდან ამოსულ , რომლებიც ყველაზე ეგზისტენციურ თუ არა სულისშემძვრელ მდგომარეობებზე გაფიქრებთ.

კიდევ ფიქრობთ წაკითხვა არ წაკითხვაზე? აქვე ერთ პატარა საიდუმლოს გაგანდობთ, რომელსაც ბევრი  მკითხველი არც არასდროს არ აკვირდება ვინ თარგმნა წიგნი? საყვარელი წიგნის მთარგმნელზე იცით რამე? ცუდ მთარგმნელს რომ ეთრგმნა, ისევე მოგეწონებოდათ ეს წიგნი? ზოგი „ღრუზინულად ნათარგმნ პროზას ვერ ვკითხულობ, რუსულად/ინგლისურად ნათარგმნი მირჩევნია“  და რომ კითხოთ რატომ? დიდი ალბათობით ვერ დაგისაბუთებენ. მოკლედ ეს წიგნი თარგმნა ადამიანმა, რომელმაც  თანამედროვე და ერთ ერთი ძლიერი მწერალის  ერიკ-ემანუელ შმიტის ნაწარმოებები აჩუქა ქართულ საზოგადოებას. ბუნებრივია მას სხვა წიგნებიც აქვს ნათარგმნი და არა ერთი, მაგრამ ჩემი  მისი ნაშნომებთან ურთიერთობა იწყება  შმიტით. ძალიან დიდი მადლობა მერაბ ფიფიას, ძალიან ალბათ აქ  სუსტად ჟღერს, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ ეს ახალი წიგნი რა ზღვა შეგრძნებებს აღზრავს, აბზაციდან აბზაცამდე  თითქოს მთელი მოთხრობა გეჩხირება და ვერ ხვდები როგორ შეიძლება ერთი წიგნის ერთ გვერდზე დაეტიოს ამდენი გრძნობა, ისტორია თუ  პოეზია. ამ ყველაფერს სჭირდება გაანალიზება, შესისხლხორცება(მონელება არ მინდა გამოვიყენო) , სულის სიღრმეებიდან ამოტანა  და  მკითხველის სივრცეში გადმოქართულება. ეს მარტივი არაა და ყველანაირი რესურსების მაქსიმალურ დონეზე გამოყენებას მოითხოვს, რისთვისაც მადლობა მერაბს ! რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ასეთივე მუხტებით და ემოციებით მიმართულია მარგერიტ იურსენარის მისამართითაც.რომლის შესახებ პირველად, წიგნის პრეზენტაწიისას შევიტყვე. მადლობა ქარჩხაძის გამომცემლობას, იმედია დააფასებთ ასეთ მთარგმნელებს .

 

და ბოლოს „ვაღიარებ, რომ გონება იმღვრევა და ირევა სწორედ სიყვარულის სასწაულის სიახლოვისას“

ვითომცარაფერიმომხდარა ქუჩა

უნდოდა,  რომ რომ მისი არსებობოა შეგვეგრძნო, ჩვენ კი …

 

შენ ალბათ ჩემი მეგობრის მეგობარი ხარ.. მგონი არასწორია ჩვენი ასეთ გარემოებაში შეხვედრა, მაგრამ რა გაეწყობა. ვერ წარმოიდგენ რამდენი რამ დამავიწყდა და ეგ რამდენის ოდენობაც კი არ ვიცი. ბევრ „არას“ მოისმენ ჩემგან, მართალია მინდა ვიციანი წინადადებები ვისროლო ჰაერში, მაგრამ არ შემიძლია, ხვდები ?

-ეს კაცი მკვდრისთვის გადასაფარებელი თეთრი რაღაცის ფერია, არა ?

-კი, რატომ მეკითხები ?

-მეგონა მომეჩვენა

ამასწინათ შავი ღვინო დავლიე საფლავის ქვასთან მდგარმა, იმდენად კარგი იყო ახლაც შემომრჩა მისი მეხსიერებაში ჩარჩენის და ამოგლეჯის უნარი. ირგვლივ ვერავის გხედავთ, ნაცნობებსაც კი. შენ? ვიცი , არ თქვა ! შენც ჩემსავით ნაცნობ სივრცეში იმყოფები, მაგრამ ხალხია უცნობი. მთავარია კედელმა არ გაატაროს ხმაური და თუ ეს მაინც მოხდა, მერე მხრიდან ყურს გამოიზრდის და გაიგებს შენი საცოდავად ამოხვნეშილი გინების ხმას. გაჩერდი ! გაჩერდი! მე რას მიმალავ ?! ზეპირად ვიცი თქვენი ოთახებსმიღმა ამბები. წვიმდეს მანდ აქ არ დამანახოთ ეგ ამბავი. არ მითხრა სად ვარ, უნდა ვიფიქრო. ეი შენ ბიჭი ჯემალს უთხარი და ჩაგწერს სიაში. შეენ კიდევ კარგი ბიჭი ხარ ფიქრს რომ მაცდი. აი ! შეხედე ! ბიჭი გიწოდე. არა ჩემს თავხედობას საზღვარი არ აქვს იქნებ საერთოდაც გოგო ხარ ანდა სიზმრებიდან გამოპარული დედის ძუძუს დვრილს გამობმული ბავშვი ?!  მაშ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ტყუილად გესაუბრები დორბლს ან ცრემლს დამიღვრი ამ სიცივეში ანდაც ჩაიფსამ მაგ სამზომა პამპერსში. ხვალ წამომყვები ჰო ? არა თუმცა არ გინდა, იმ ბიჭს უთხარი ჯემალას დაელაპარაკოს და ჩაწერენ სიაში. ეგ ცრემლები შეიმშრალე, მეტისმეტად მემლაშება.

-შენ ის ხარ?

-კი, რა იყო ?

-ჰო და ვერ გიტან!

-ჰო და მე გიტან !

შენ ფანდურზე არ უკრავ? მე არ ვუკრავ , შესაძლოა ვუკრავ და მაინც არ გეტყვი, ხომ ხვდები რა მარტივია ? წყარო ანკარა ? რამ აგამათრახა ?აი ვჩერდები. აი უკვე ვჩერდები… ამათ გონიათ მე ის ვარ ? მე ხომ ის არ ვარ, მე ხომ მე ვარ რომელიც ლაპარაკობს იმაზე რომ მე მე მე.არა, მე არ ვლაპარაკობ ! მე გაჩერებული ვიყავი, უბრალოდ შენ ვერ აღიქვი . შენთვის ეს სამი წერტილი უბრალოდ უსუსური სასვენი ნიშანია, ჩემთვის კი საუკუნის ოცდამეცამეტედი, იცოდი ? ყველას აუხსენი თუ კიდევ ვინმემ არ იცის, მე არ ამახსნევინო არ მაქვს მაგის თავი. ციკლოპს თავზე ცეროზი დაემართა , გაყვითლდა და ტანს მოძვრა სიყვითლე რომელიც ყვითელ პატარა არსებებად დაგვიგატეს. უეჭველი ციკლოპის შემქმნელს დაესიზმრა და დილით როცა ზეთისხილის კურკას აგდებდა წამოახსენდა სიზმარი, ეგრევე სიყვითლეც შექმნა. რასაკვირველია სიზმარი საკუთრებად მიიჩნია და თქვენთან გადმოიტანა. ოჰ ეგ სიზმრების პერსონაჟების ქურდი , ვუჩივლებ ! უთავო მოქალაქის დაკარგული თავიც სიზმრების სამფლობელოს ეკუთვნის ! გულგრილად წარმოთქმული უარის სუნია ირგვლივ, გავიდეთ აქედან, თუმცა…

-ხელები მითრთოდა, ეს როგორ გამიბედა, მან ხომ იცოდა ? გეუბნები მან იცოდა !

-დამშვიდდი და გააგრძელე მოყოლა

-არა წარმოგიდგენია?! როგორ გამიბედა

იცი როდის არ გეშლება მისამართი( ან ძალიან იშვიათად ეშლებათ ისიც შენს მაგივრად) როცა მეექვსე  (არა ოთხი) ფიცრის ზედა კიდეს  თვალდახუჭული უყურებ, აი მაშინ იცი რომ ადგილი ზუსტია და დრო კი, უბრალოდ “კი”. ეს ქუჩა “ვითომაცარაფერიმომხდარა” ქუჩის პარალელურად მდებარეობს, დიხაც მის პარალელურად არმისული “მოუსვენრების” სკვერამდე, პრინციპში ყველაფერი ვითომაც არ მომხდარა. კითხე ერთი იმას ჯემას დაელაპარაკა თუ არა. გამოღვიძებამდე დაკარგული მომენტების სასმისი შევსვი გუშინ, სადღაც აქვე ასოებს მიღმა. წამომცდა . არა. წამომცდა? არა. ისე მართლა მიფრინავე თბილ ქვეყნებში? მეც წამიყვანენ თუ ძალიან ვთხოვ ! იცი, უკან არ დავბრუნდები, მთავარია წამოყვანონ, იქაურ მოქალაქეობას ავიღებ და დავახვევ სამუდამოდ ამ უმაქნისი ადგილიდან . იცი გუშინ ის გარდაიცვალა, ოღონ ძილის წინ . კი მსოფლიოც ავადაა, ქრონიკული ბრონქიტი აწუხებს. მას სურდა შემოდგომას დახვედროდა, სხვაგან, დარაჯად.

-ბატონო სოსო, თქვენი სირისტიანი სული სულ რაღაც წამებში გაირეცხება.

-მადლობა ვაჟა იქნებ  როგორც ყოველთვის გამჭვირვალე ქილაში ჩამიდოთ

-როგორც თქვენ იტყვით

ალბათ კარგად იცი ორის სამყაროს მართვა, მითხარი ხვალ რომ გავიღვიძებ საწოლში ისევ შენ დამხვდები? სიცივეს ასხივებ რაც მგონია რომ ფიზიკურად წარმოუდგენელია ამათთვის. იცი ეს სეროტონინი ის სეროტონინი არ არის რაც ჩვენს ახალგაზრდობაში იყო. გგონია დაწყობილად ვსაუბრობ ან მკითხულობ. წამომცდა.არა.წამომცდა!.არა. განა დამხვდები იქ სადაც ვიჯექით? მგონია რომ არა, ოდნავ სხვანაირად მაინც დაჯდები. მას ხომ შეუძლია გარდაიცვალოს, ჩვენ კი ყოველ სიტყვაში ვკლავთ. ისე  სულიც ჰალითოზის შესაბამისი აქვს მაგ შენ ჯემალს ,ორივე უხილავია და  თანასწორად ყარს. მოჩვენებითი თანადგომების ერთობლიობა ხარ და მეტი არაფერი !

-სიყვარული დამეზარა და ვნება აღმოვაჩინე ?

-არ გაგიჭირდებოდა

-არა ამას მართლა მეუბნები ?

უაზროდ მიღებული არჩევანების მონა ვარ,ეს ვიცი , მაგრამ სად ვარ ის არ ვიცი. შენი ბინძური თავისუფლება ჩარჩოს კუთხეებში მიაწებე გადმოგდებული კევივით, მშვენივრად ვიცი როგორ ლოღნი ამ ჩარჩოს! მინახავს შენნაირი “ჩემნაირების” ტალახში ამოსვრა დაა შემდეგ გადახალისება, შემშრალი თუ დამატებული,  გარეცხილი თუ უბრალოდ გადაფერთხილი ტანსაცმლით.მერ არ ვგავარ კინოთეატრის მოჩვენებას, არ ვიპარავ კადრებს, არ ვუყურებ კადრებს, არ ვტკბები კადრრებით, არ ვისმენ კადრების მიღმა ხამურს, არ ვუყურებ ოპერატორს რომელიც ამ კადრს იღებს, არ ვიხედები ტვალეტში წაქცეული კაცისკენ. ამოვიდა  და წავიდა. გამასწრო. გგონია აბსურდი ან უაზრობა ვარ? უბრალოდ გაქცეულ სიტყვებს ვგავარ? გითხარი წვიმას ნუ უშვებთქო!

 

გამახსენდა, მე მესამე თავი ვარ და მალე გაცოცხლებას ვაპირებ.

და შენ ?

დასინეთ და იბატონეთ ჯონიზე

img_20160915_014121

ადრიანად  მორჩა ჯონი ნამდვილი დეტექტივის მეორე სეზონის ყურებას, ოდნავ წაზლუქუნების შემდგომი ცრემლის კვალი მოიშორა სახიდან და შევარდა ფეისბუქზე. სტატუსმაც არ დააყოვნა ლამის მთელი მიმოხილვა მიუძღვნა  სერიალს, ბეჭდვისას თითები სასჯელის გამოტანის მაგვარი პათოსით აკაკუნებდნენ  კლავიატურაზე, ომის ფრონტი უკიდეგანო ჩანდა. მან მეტი შეიცნო ვიდრე დეტექტივი, ეს იყო მისი პირველი გაქანება იქითკენ. კომენტარებმაც არ დააყოვნეს და გაიმართა ხელჩართული ბრძოლა. ერთმანეთს დაუპირისპირდა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია, ზოგიერთი მის გაერთიანებას მოითხოვდა საბოლოოდ რა თქმა უნდა საღმა აზრმა გაიმარჯვა და სერიალის ორივე სეზონი ერთ სხეულად წარმოჩინდა ხალხში. ეს დიდებული ომი მშვიდობით დამთავრდა.

მობილურს დახედა გენადი ურეკავდა.

-სად ხარ? არ მოდიხარ?

-არა მეზარება.

-ეე ატრაკებ ახლა ჩამო დროზე.

-არა რაღაც ვერ ვარ კარგად.

-გაცივდი?

-არა ბიჭო ვერ ვარ ხასითზე, მერე დაგირეკავ ან თუ გინდა ჩემთან ამოდი.

-კარგი ამოვალ.

კარებზე ზარის ხმა გაისმა.

-დედა კარგი გააღე.

კარს აღებენ

-გამარჯობა ლამზირა დეიდა ჯონი სახლშია?

-კი შვილო შემოდი თავის ოთახშია. დედაშენი როგორაა? მამა მუშაობს?

-კარგადაა ლამზირა დეიდა, მადლობა. კი მამა ახალ სამსახურსი მუშაობს.

-უი მართლა, ძალიან გამიხარდა შვილო მომიკითხე შენები.

-აუცილებლად.

გენადი ოთახში შევიდა. ჯონის მიესალმა და სავარძელზე ჩამოჯა.

-ბიჭო რატომ არ ჩამოდიხარ რა ხდება?

-ნამდვილი დეტექტივი ნანახი გაქვს?

-არა, ყალბი ვნახე ამას წინათ.

-ეგრე ძანაც ნუ ღადაობ. გაგიგია მაინც?

-კი ეხლა ვნახე ნიუსფიდში  ტვინი რომ გაბურღე . ნახე მაიასაც უნახავს პოსტი დაგილაიქა(„სასტიკად ვერ ვიტან ამ სიტყვას, მაგრამ ერში და ბერში ასეა ცნობილი“).

-ეგ ყველაფერს მილაიქებს დაიკიდე, არა მართლა უნდა ნახო რა… ეს რა იყო ბიჭო!

-კაი გეხვეწები ტვინს ნუ წამიჭამ მაგით ახლა. შენ ის მითხარი რატომ არ ჩამოდიხარ ქვევით?

-ბიჭო რავი ცოტა დამგრუზა ამან და ცუდად ვარ.

-კარგი რაა არ დამიწყო ახლა დრამები აქ. რა მოხდა მანდ ასეთი?

ჯონიმ გენადი ზომიერ ფარგლებში დაასპოილერა და დაიმაინტრიგებლად  წარუმართა საუბარი. გენადი ნელი ცურვით მიუახლოვდა მეთევზის ბადეს და თავისდაუნებურად გაიხლართა.

-ეე ეგ კარგია ხო იცი შენ მერე ვნახავ ალბათ. ერთი შეხედე ამას რა უნდა?

„ლივ ტაილერის მამამ“ კომენტარი დატოვ პოსტზე. ორივემ პირი დააღო

-ნახეე რაა ეს ვინ ჩემი ფეხებია ბიჭო?

-ერთია არ იცნობ.

-რა ერთია ნახე რა დებილობებს წერს ვინაა მეთქი?

-არავინაა გენადი დაიკიდე რაა

-რა დავიკიდო ვერ არიან ეს ჩემისები სხვის აზრს თუ არ დააფსეს, დააჯვეს ან გადაურიეს სხვაგვარად თავიანთი… ბიჭო დამავიწყდა

-ეგრე არა, „სხვის აზრს თუ არ დააფსი,დააჯვი ან გადაუარე სხვაგვარად შენი აზრის სისუფთავეს კი ვერ შენიშნავენ“  ავტორი ჯონი შემსრულებელი ე.წ ისპალნიწელი.

-გენიოსი გვყავხარ რაა, ბიჭო ჩაუტარე ამას რამე მოშნი რომ ჩაიჯვას.

-მეზარება რაა.

-კაი მე ვნახავ და მერე ჩავუტარებ. ისევ წერ ?

-იშვიათად.

-ხშირად უნდა მიწერო! ეგრე არ შეიძლება

-ა მე სხვა მეგონა. არა ხშირად ვწერ, თითქმის ყოველ დღე.

-რა სხვა გეგონა?

-არაფერი დაიკიდე.

-კაი, ახლა მაინც არ ჩამოხვალ ქვევით?

-კარგი წავიდეთ.

ქვევით ჩავიდნენ. ჯონი თორმეტისკენ დაბრუნდა სახლში. ფეხის შემობიჯება და ჩხუბი ერთი იყო. მამას მიესალმა დედის ლექცია მოისმინა და ოთახში შევიდა.

ბეჭდვა დაიწყო ვორდის ფაილში

„ ქალებმა მოიფიქრეს, რომ მეგობრობა არ შეგვიძლია. რატომ? სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ქალებმა მგონი ისიც მოიფიქრეს რომ კაცებს გინება გვიხდება . სისულელეა, აბა წარმოიდგინეთ  სამოთხიდან გამოგდებული ევა რომელიც ცოფებს ყრის ადამთან „როგორ გაბედა? რატომ არ დამიცავი? მე შენზე მეტად რატომ დავისაჯე?“ მართალია აქ შეგინების ერთ სიტყვასაც ვერ ხედავთ, მაგრამ დამიჯერეთ ის ისე იტყოდა ამ ყველაფერს,  რომ  მანდ გაიჟღერებდა მეორე ტონი უკმაყოფილებისა და დაიწერებოდა პროლოგი წიგნისთვის „პირველი ტომი გინების საწყისებისა“ ავტორი ევა- შთაგონების წყარო ღმერთი და ადამი, „ვუძღვნი ადამზე მეტად დაჩაგრულებს“.  იმასც ნუ დაიჯერებ მეგობარო, რომ ყველა ქალი ერთნაირი ეგ არ დაიჯერო, ყველა სხვადასხვანაირი ტექნიკით სინავს შენს მონაწერს, მაგრამ პათოსი ერთი აქვს ამ არცთუისე კარგ აქტს“ დასინე და იბატონე“ იბატონე რა მის ნერვებზე, ხასიათზე ნუ მოკლედ ყველაფერზე და შემდგომ ის იბატონებს შენს ყველაფერზე ასჯერ და ათასჯერ უფრო ძლიერად.

ერთნაირია სევდის ნაკვთები, მაგრამ მაშტაბებია მეგობარო სხვადასხვა. ერთნაირია ყველა ტრაგედიის პათოსი, მაგრამ ეპილოგი და პროლოგი განსხვავებული. ნუ გეგონება ცხოვრება მხოლოდ ნარუტოსეული „პეინის“ მოძღვრება ის უფრო დიდია და ამოუწურავი, ის ისეთი ღრმა როგორც ევას და ადამის მიერ მინიჭებული ტკივილი მისთვის, ვინც რაღაც ღირებული შექმნა. ასეა მეგობარო ვინც გიყვარს მას სტკენ გულს, აბა ვინც არ გიყვარს ან ვისაც კიდიხარ მაგას ძლიერად  გული როგორ უნდა ატკინო?  არ ვიცი ასეთი საუბრის მერე კიდევ მეგობრებ დავრჩებით თუ არა, მაგრამ მეგობარო მგონი ჩვენ დღეიდან დიდი ტკივილის მინიჭების უნარის მქონე მეგობრები გავხდით“

წერა შეწყვიტა და კარგად გადაიკითხა ნაწერი. ამოიხვნეშა, ვერ გადაეწყვიტა დღეს მეორე პოსტი დაედო თუ არა კედელზე. მაია რას იფიქრებდა? ვითომ მიხვდებოდა? კი მიხვდებოდა მაგრამ მერე? ვაი და იქნებ მოეწერა? ამ ფიქრებში უცებ შუქი ჩაქრა და ისევ მოვიდა. ვორდის ფაილში არაფერი ეწერა თითებi აუკანკალდა, გიჟივით დაიწყო იმის წერა რაც ახლახან დაწერა ამჯერად  ფურცელზე. თითქმის მთლიანად აღიდგინა ტექსტი. აშუბლიდან ოფლი მოიწმინდა კარადა გამოაღო და სხვა ფურცლებს ამოუდო წნაწერი. ოთახიდან გავიდა, მშობლებს  ძილინებისა უთხრა და დაბრუნდა. დაწვა ლოგინში და ჩაძინებამდე იმას ფიქრობდა ხვალ რომელზე დაედო ეს პოსტი რვამდე თუ რვის მერე.

        გისმენ გულის ყბით

 

Безымянный

1.010869565217391

პარკში  ხე დგას, ხის გვერდით გრძელი სკამი(სკამეიკა) და ისევ ხე. პირველი მამაკაცი  ამ სკამზე  ზის , ტელეფონის ეკრანს თვალს არ წყვეტს. მეორე კი მარცხენა ხის მხრიდან მოდის.

მეორე-დაკავებულია?

პირველი-არა  დაბრძანდით.

მეორე-მადლობა

მეორე ჯდება, პირველი კვლავ ტელეფონის ეკრანს უყურებს და მომენტებში იღიმის. მეორე ხელისგულებით  შუბლიდან ოფლს იწმენს. ზერელედ სუნთქავს. კეპს იხდის თავიდან. შიგნით ფურცელი უდევს, მას ჯიბეში იდებს და პირველს ეკითხება.

მეორე-ნამდვილად არაა დაკავებული?

პირველი-არა, როგორც ვიცი

მეორე-გასაგებია.

 

პირველი-რამით დაგეხმაროთ?

მეორე-არა, რაც მთავარია  გავიგე, რომ იმ ადგილზე სადაც მე ვზივარ, წესით არავინ არ უნდა დაჯდეს, ჩემს გარდა. ყოველ შემთხვევაში თქვენ სანამ ზიხართ.

პირველი-სავარაუდოდ ეგრეა, რადგან თქვენ ამბობთ

მეორე-კიდევ გკითხავთ რაღცას.

პირველი მობილურის შარვლის ჯიბეში ინახავს და მეორეს ჩაფიქრებული უყურებს.

პირველი-გისმენთ.

მეორე- არა წარმოგიდგენიათ?!

პირველი-რა ბატონო?

მეორე-დღეს აბაზანაში შევედი, ვიფიქრე კარგა ხანია არ დამიბანია და იქნებ დეღეს მაინც დავიბანოთქო

პირველი-აბა რა საჭიროა ეგეც, მერე ?

მეორე-მერე დავიწყე დაბანვა და შუქი ჩაქრა.5 წამით სიბნელეში ვიჯექი და მერე უცებ მოვიდა. წარმოიდგენია რა დღეში ჩავვარდებოდი?

პირველი-ვერა, ეგეთი რაღაც არ მომსვლია არასდროს.

მეორე-არც მე არ მომსვლია, უცებ გავიფიქრე ვიღაცამ ხომ არ იხუმრათქო, მაგრამ გამახსენდა რომ მარტო ვიყავი სახლში.

პირველი-ბოლოს რა გაირკვა?

მეორე-არ ვიცი შუქი ჩაქრა და მოვიდა  აბა მე საიდან ვიცი რატომ მოხდა ეგრე.

პირველი-მეც არ ვიცი. ცხელი წყლით ბანაობდი?

მეორე-არა ცივით

პირველი-ჰოო თავისთავად

მეორე-საიდან ეგეთი დასკვნა?

პირველი-ცხელა გარეთ და..

მეორე-მიხვედრილი ადამიანი ჩანხარ , მაგრამ ვერასდროს გამოიცნობ აქ რატომ მოვედი.

პირველი-სიმართლე გითხრა არც ვაპირებ. იცი მე დღეს სახლის გასაღები დავკარგე

მეორე-სად?

პირველი-ეგ რომ ვიცოდე დაკარგული აღარ იქნება

მეორე-ცუდი ამბავი დაგმართნია

პირველი-ვიცი

მეორე-უფრო ცუდ ამბავს გეტყვი და გასაღების ამბავი სულაც არ შეედრება .

პირველი-ვინ გეძახდა, რას მოდიოდი ხომ ვიჯექი მშვიდად.

 

მეორე-ჰო მართლა რაღაც უნდა განახო

 

მეორე ჯიბიდან ქაღალდს იღებს.

მეორე- მერაბ მიმღებაძე ხარ?

პირველი- დიახ.

მეორე-დარწმუნებული ხარ?

მეორემ შუბლიდან ოფლს ფურცლით იწმენდს.

პირველი-დიახ. რა ხდება?  ვინ ხარ?

მეორე- დარწმუნებული ხარ , რომ მერაბ მიმღებაძე ხარ?

მეორეს ხმაში  ვერდრების ტონი ისმის.

პირველ(აწ უკვე მერაბ მიმღებაძის სახელით ცნობილი)-დიხა და რა ხდება?

მეორე-ცუდი ამბავი მაქვს შენთვის. როგორც წესი ცუდ ამბავს პირდაპირ არ ვამბობ, მაგრამ ახლა მიწევს ამის თქმა.

მერაბი- ბინიდან მასახლებ?

მეორე-არა

მერაბი-მანქანას მართმევ ?

მეორე-არა

მერაბი-სამსახურიდან მიშვებ?

მეორე-არა

მერაბი-ვინმე გარდამეცვალა?

მეორე-არა

მერაბი-ბანკის კრედიტოფიცერი ხარ?

მეორე-არა

მერაბი-ძველი „მევალე“ ხარ?

მეორე-არა

მერაბი-ჩემი ახალი უფროსი ხარ?

მეორე-არა

მეარბი-ჩემი ყოფილის ახლანდელი ხარ?

მეორე-არა

მერაბი- ნისიად , რომ არაყი ავიღე იმ მაღაზიის უფროსი ხარ?

მეორე-არა

მერაბი-ააა მივხვდი არა ის ტიპები მე არ მიცემია, ნუ მარტო მე არა.

მეორე-არ ვიცი ვინ ცემე და ვინ არა, მაგრამ მე აქ სხვა საქმისთვის მოვედი.

მერაბი-რა საქმისთვის?

მეორე დასველებულ ფურცელში იხედება.

მეორე-მერაბ.

მერაბი-ააა ჩემი დის ახალი მეგობარი?

მეორე-არა

მერაბი-დის მევახშის ქმარი?

მეორე-მოკეტე ! რა ტვინი წაიღე, მავიწყდება რისთვის ვარ მოსული.

მერაბი-ოო რა იყო, თქვი ვინ ხარ და რა გინდა. მალე მოვრჩეთ  საუბარს, სახლში მინდა ასვლა.

მეორე-ვერსად ვერ წახვალ.

მერაბი-ხო გითხარი ის ტიპები მე არ მიცემია!

მეორე-მე შენ უნდა მოგკლა.

მერაბი-ანუ?

მეორე-რა ანუ? მე შენ უნდა მოგკლა.

მერაბი-ანუ მოკვლაში რას გულისხმობ?

მეორე-მოკვლაში მოკვლას ვგულისხმობ.

მერაბი-ხო მაგრამ ალეგორიულად არ მესაუბრები?

მეორე-ალეგორიულად? ეგ როგორ?

მერაბი-შენ რა არ იცი რა არის ალეგორია?

მეორე-არა

მერაბი-ტეხავს.

მეორე-ალეგორია?

მერაბი-არა ალეგორიის არცოდნა ტეხავს.

მეორე-არ ვიცოდი. რა არის ალეგორია?

მერაბი-რთული ასახსნელია, მაგას დიდი დრო უნდა. მერე აგიხსნი. მართლა უნდა მომკლა?

მეორე-კი.

მერაბი- საიდან მოიტანე?

მეორე სველ ქაღალდს აწვდის

მერაბი-აქ რა წერია?

მეორე-შენი სახელი და გვარი.

ბერაბი კითხვას იწყებს.

მერაბი-შეხედე შენ ! მე მიმღებაძე ვარ, აქ ამღებაძე წერია

მეორე-არა, მანდ მერაბ მიმღებაძე წერია.

მერაბი-შენ მართლა შარზე ხარ, ბიჭო კარგად წაიკითხე.

მეორე-წავიკითხე და მერაბ მიმღებაძე წერია.

მერაბი- ამ სველ ქაღალდს რა მნიშვნელობა აქვს ხომ ამჩნევ, რომ ვერ შევთანხმდით იმაზე თუ რა წერია მანდ.

მეორე-მე რაც წავიკითხე ეგ წერია.

მერაბი-ვინ მოგცა ეგ ქაღალდი?

მეორე- არ მახსოვს

მერაბი-სასაცილოა

მეორე-არამგონია

მერაბი -მეცინება

მეორე-რაზე?

მერაბი-რაზე და შენ, რომ არ გეცინება მაგაზე

მეორე ჯიბიდან  ნივთს იღებს

მეორე-ახლაც?

მერაბი-ახლა არა!

მეორე-კარგია, ერთ განწყობაზე  ვართ

მერაბი-ბასრი დანა ჩანს. რისთვის გჭირდება?

მეორე-არ ვიცი, ჯიბეში ეგდო და უცებ ამოვიღე, ინსტიქტურად. ამას როცა ვშვები, ხალხს სახეზე ღიმილი უქრება.

მერაბი-მართლა მაგარი რაღაცაა, მეც გამიქრა გაღიმების სურვილი. ფრთხილად იყავი მაგ დანასთან.

მეორე-რატომ?

მერაბი-იმიტომ რომ მაგით შეიძლება მომკლა.

მეორე- მერე მეც ეგ არ უნდა გავაკეთო?

მერაბი- ერთი ამას უყურეთ! შენ კიდევ მაგ განწყობით ხარ? რას ნიშნავს უნდა მომკლა

მეორე-კი

მერაბი- დავუშვათ და იმ ქაღალდზე ჩემი სახელი და გვარი წერია, რა იცი რომ მე ის ვარ ვინც უნდა მოკლა?

მეორე-ვიცი

მერაბი-საიდან იცი?

მეორე-მითხრა

მერაბი-ვინ?

მეორე-არ მახსოვს

მერაბი-კაცი უნდა მომკლა და არ იცი რატომ კლავ ან ვინ დაგავალა?!

მეორე- არ ვიცი არა, უბრალოდ არ მახსოვს.

მერაბი-იქნებ გადაიფიქრა იმან ვინც გითხრა? დარწმუნებული ხარ , რომ უნდა მომკლა?

მეორე-დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვიცი.

მერაბი-აი როგორ იცი?

მეორე-    მაგალითად  როგორც ვიცი, როცა მოფსმა მინდება საპირფარეშოში რომ  უნდა შევიდე, აი ვგრძნობ ამას , რომ მანდ უნდა შევიდე და არა სამზარეულოში. ხო ხვდები, ესეთი რაღაც იცი, მაგრამ არ იცი საიდან იცი უფრო სწორედ არ გახსოვს როგორ გასწვლეს ბავშვობაში.

მერაბი-დამაჯერებლად საუბრობ, საკმაოდაც თან, მაგრამ მე არ უნდა მომკლა შენ.

მეორე-ეგ საიდან მოიტანე.

მერაბი-მგონი შენ საკუთარი თავი უნდა მოიკლა.

მეორე-რა?

მერაბი-მაცადე.

მერაბი ჯიბეში ხელს იყოფს და ფურცელი ამოაქვს.

მეორე-მანდ რა წერია?

მერაბი-რა გქვია?

მეროე- რა შენი საქმეა?!

მერაბი- აქ წერია სახელი და გვარი

მეორე- მერე?

მერაბი-შენი სახელი და გვარი

მეორე- საიდან იცი რომ ჩემი სახელი და გვარია?

მერაბი-  შენ რომ „იცი“ აი ის იცი გრძნობაა რა.

მეორე-რომელი იცი?

მერაბი-შენ რომ თქვი ეგეთი.

მეორე-რა წერია?

მერაბი- გია

მეორე-კი გია მქვია

მერაბი-გამცემაძე?

მეორე(აწ უკვე გიად ცნობილი)-ვახ !  მანახე აბა.

მერაბი ქაღალდს აწვდის, გია ართმევს და ნაწერს კითხულობს .

გია(აწ უკვე გია გამცემაძედ ცნობილი)-ვინ მოგცა?

მერაბი- რა შენი საქმეა?! შენც უნდა მოკვდე თუ კარგია.

გია-არა ვხვდები რომ უნდა მოვკვდე, მაგრამ შენ ვინ მოგკლავს?

მერაბი-მე ჩემს თავს მოვიკლავ.

გია-დაიცადე, ჯერ მე შენ მოგკლავ და მერე მე მოვიკლავ ჩემს თავს.

მერაბი-ასე რატომ გადაწყვიტე?

გია-იმიტომ რომ პირველი მე მოვედი.

მერაბი-რა იცი, იქნებ ჯერ მე მომცეს ეს ფურცელი და შემდეგ შენ ?  მოსვლას რა მნიშვნელობა აქვს?

გია-გრძელ წინადადებს ნუ ამბობ ვიბნევი

მერაბი-კარგი, მიდი თავი მოიკალი.

გია-არ მოვიკლავ.

მერაბი-მოიკალი!

გია-არ მოვიკლავ მეთქი!

მერაბი-ეს რა ცუდი ვიღაც ყოფილხარ. სხვისი მოკვლა კი გეჩქარება და საკუთარი თავისთვის ვერ იმეტებ სიკვდილს.

გია-ხო ასეთი გულკეთილი ვარ.

მერაბი-ხუმრობ?

გია-არა მართლა

მერაბი-არადა სულელი ჩემი თავი მეგონა. რას არ გაიგებს კაცი.

გია-არ გვინდა ბევრი საუბარი, უცებ მოგკლავ.

მერაბი-დაიცადე და იმან ვინც ეს ფურცელი მოგვცა, რომ გადაგვაგდოს.

გია-სად გადაგვაგდებს?

მერაბი-მტკვარში

გია-მე ცურვა არ ვიცი

მერაბი-არც მე

გია-რა ვქნათ?

მერაბი-თავი მოიკალი, მერე მე მოვიკლავ და არ მოგვიწევს ასე ცურვის უცოდინრობის გამომჟღავნება.

გია- ჩემით რატომ ვიწყებთ?

მერაბი-აბა რავი , ჩემით ხომ არ დავიწყებთ?! შენგან განსხვავებით მე საზოგადოებისთვის სასარგებლო ვარ

გია- რითი ხარ სარგებლის მომტანი ? ან მე რას მერჩი?

მერაბი-ოოო ვერც კი წარმოიდგენ. გინახავს დედამიწაზე ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში მაინც ტილი არ ჰყოლია?

გია-აბა მე რავიცი , მე მგონი ახლაც მყავს .

მერაბი-მოკლედ მე ტილების საწიინაღმდეგო აცრას  ვქმნი.

გია-ანუ?

მერაბი-ანუ როცა ბავშვი დაიბადება აცრას გაუკეთებენ და მას ცხოვრებაში ტილი აღარ ეყოლება .

გია-არ მჯერა!

მერაბი-რატომ არ გჯერა?

გია-ეგ შესაძლებელი რომ იყოს მაგას აქამდეც გამოიგონებდნენ.

მერაბი-ვინ გამოიგონებდა ?

გია-ისინი.

მერაბი-ვინ ისინი?

გია-აი ისინი

მერაბი-ვინ აი ისინი?

გია-აი ის ისინი.

მერაბ-ვინ აი ის ისინი?

გია-მოკლედ ისინი რა

მერაბი-ვერ გავიგე

გია-ვინც ეს ფურცლები მოგვცა

მერაბი-შენ რა გაგახსენდა ვინ მოგვცა ფურცლები?

გია-არა, მაგრამ ალბათ მაგათ ყველაფერი შეუძლიათ.

მერაბი-მოდი ეს ფურცლები ჯიბეში ჩავიდოთ. შენ ჩემი ჩაიდე, მე შენსას ჩავიდებ. არ აგერიოს.

გია-კარგი.

ფურცლები ჩაიდეს ჯიბეში. გია კეპს იხურავს. ერთმანეთს უყურებენ.

მერაბი-შენი სახე მეცნობა. სანამ ფურცელი მომცეს, ალბათ შენი ფოტოც მანახეს.

გია- მეც მეცნობა, მაგრამ არა ისე როგორც შენ.

მერაბი-საიდან იცი მე როგორ მეცნობა შენი სახე?!

გია-ჩემი სახე იმ დონემდე გეცნობა, რომ ამაზე საუბრის წამოწყებასაც არ ერიდები. ვიცი რომ ჩემზე ჭკვიანი ხარ და ამბობ კიდეც , მაგრამ ათას სამას ოცდაოთხი ათას სამას ოცდასამზე ერთით მეტია სულ რაღაც ერთით.

მერაბი-კარგი, აბა მაშინ შენ მითხარი რას აკეთებ საზოგადოებისთვის კარგს?

გია-ცუდს არაფერს ვაკეთებ

მერაბი-და?

გია- და ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერს არ ვაფუჭებ. ვაკეთბ თუ არა რამეს, არ ვიცი, შეიძლება ვიცი კიდეც მაგრამ მაინც არ მახსენდება ამ კონკრეტულ მომენტში. რომელი საათია?

მერაბი-არ ვიცი

გია-მობილურს დახედე.

მერაბი-დაჯდა ელემენტი და გამეთიშა.

გია-მაშინ გადააგდე.

მერაბი-რატომ გადავაგდო? სახლში წავალ და დავტენი.

გია-შენ დაგავიწყდა რომ ჩვენ უნდა მოვკვდეთ?

მერაბი-კი ეგ მახსოვს,  მაგრამ არსად არ წერია ფურცელზე, რომ დღეს ან ხვალ უნდა გავაკეთოთ ეს, ან ზეგ  ან თუნდაც მაზეგ ანდა მაზეგის მერე დღე რომ მოვა და მაზეგისთვის ზეგ რომ იქნება არც იმ დღეს არ უნდა გავაკეთოთ ეს. გასაგებია?

გია-შენ ამბობ საზოგადოებისთვის კარგ საქმეს ვაკეთებო? და ასეთი სერიოზული საქმე როგორ გადაგაქვს მაზეგისთვის ზეგ , რომ იქნება ისეთი დღისთვის?

მერაბი-დღეს არ გვინდა სიკვდილი. არ მეთანხმები?

გია- ისე სიმართლე გითხრა, მეც მეზარება დღეს სიკვდილი. მაგრამ რაღაც მღრღნის შიგნიდან.

მერაბი-რა გღრღნის?

გია- ვინ დაგვავალა ეს?

მერაბი-არ ვიცი. მოდი გავარკვიოთ.

გია-როგორ გავარკვიოთ.

მერაბი-ჯერ წავიდეთ აქედან

გია-წავიდეთ

მერაბი-ხელი მომკიდე.

გია დგება, მერაბიც დგება და ხელს კიდებენ ერთმანეთს. მერაბი წინ მიიწევს, გია უკან მიჰყვება. მეორე სკამთან მიდიან, რომელიც სამიოდე მეტრში დგას .

მერაბი-ფეხები მეტკინა დავისვენოთ.

გია- მეც ცოტა არ იყოს დავიღალე დავსხდეთ.

სხდებიან

გია-ახლა რა ვქნათ?

მერაბი-დავუძახოთ ვინმეს და მოვლენ იმედია.

გია- ვინმე ! ვინმე ! ვინმე !

მერაბს გიას აჩერებს, ამ დროს ვიღაც მოდის.

მესამე-რა ხმაურია? რა ხდება?

გია-მე ვყვიროდი. ვინმე გვჭირდება დასახმარებლად.

მესამე-რით დაგეხმაროთ?

მერაბი-დაგვეხმარები?

მესამე-ყოველ შემთხვევაში შევეცდები.

გია-რატომ დაგვეხმარები?

მესამე გიასა და მერაბს შუა ჯდება

მესამე-განა თქვენ არ დამიძახეთ დასახმარებლად?

გია-თქვენ ყველას ეხმარებით?

მესამე- არა

მერაბი-დაიცადე გია. შემთხვევით თქვენ ხომ არ მოგვეცით ფურცლები?

მესამე- რა ფურცლები?

გია-არ ესმის დაანებე თავი.

მერაბი- შენ ხომ არ იცი ვინ მოგვცა ფურცლები?

მესამე-რა ფურცლები?

გია- ვანახოთ?

მერაბი-არა

გია-მოკლედ ფურცლები რა

მესამე- არა არ ვიცი

მერაბი-მე და გიას არ გვახსოვს ვინ დაგვიტოვა და როგორ გავარკვიოთ ?

მესამე-და როგორ არ იცით? სახეზეც ვერ ცნობთ?

მერაბი-ფესვი ასიდან იცი რა არის?

მესამე-  ათია

მერაბი-ფესვი ცხრაასიდან

მესამე- ოცდაათია

მერაბი-ოთხიათას ცრაასიდა?

მესამე-სამოცდაათი

მერაბი-ასათი ათას რვაას ოთხმოცდაცხრიდან

მესამე-სამას ოცდაცამეტი

მერაბი-აბა ამ ფურცლების მომცემის ვინაობა რატომ არ იცი?

მესამე-რავი, არ ვიცი.

გია-მაინც დაგვეხმარები?

მესამე-კი დაგეხმარებით

გია-როგორ?

მესამე-მითხარით რაში დაგეხმაროთ

მერაბი-ფურცლების პატრონი მოგვაძებნინე

მესამე-ეგ არ ვიცი

გია-მაშინ წადი, სხვა ვინმეს დავუძახებ

მესამე-არ წავალ!

მერაბი-რატომ?

მესამე-უნდა დაგეხმაროთ

მერაბი-რაში ?

მესამე-არ ვიცი, მე თქვენ დამიძახეთ და უნდა დაგეხმაროთ

მერაბი-კარგი მაშინ მოგვაძებნინე ვინმე ვინც იცის თუ ვინ მოგვცა ჩვენ ეს ფურცლები

მესამე-მაგრამ ჯერ ხომ უნდა ვიცოდეთ ვინ მოგცათ ეს ფურცლები, მერე კიდევ გავარკვევთ ვინ იცნობს იმ კაცს, ასევე  შეესწრო თუ არა ის ფურცლების გადაცემის პროცესს

გია-ლოგიკურია

მერაბი-მგონი ეს ჩემზე ჭკვიანია

მესამე-კარგით, მითხარით აბა ვინ მოგცათ ფუცლები?

მერაბი-და მერე აუცილებლად გავიგებთ თუ ვინ იცნობს ამ ფურცლების დამრიგებელ კაცს

მესამე-ცოტა კი გაჭირდება, მაგრამ თუ რამეა იმას ვიპოვით ვინც იცნობს იმ კაცს, რომელიც იცნობს კაცს, რომელმაც ნახა თუ როგორც მოგცათ ფურცლების დამრიგებელმა ფურცლები.

გია-აშკარად ჭკვიანია, ის ათას სამას ოცდაშვიდია!

მერაბი-მე უფრო მეტი მგონია.

გია ადგა.  სკამს წრეს არტყამს

გია-ამდენი ადამიანის პოვნა, ძალაინ რთულია.თუ გინდა ნუ დაგვეხმარები

მესამე-არა ,მე უნდა დაგეხმაროთ

მერაბი-კარგი გია, გაანებე თავი უნდა ამ კაცს დახმარება.მაგრამ რა გავაკეთოთ ?

მესამე-არ ვიცი, ამაზე ჯერ ვფიქრობ. წრეზე რომ დადის მაგას გია ქვია?

მერაბი-კი გია ქვია

მესამე-შენ?

მერაბი-მე მერაბი მქვია

გია-კიდევ ფიქრობ?

მესამე-კი მე სულ ვფიქრობ

გია-სულ?!

გიამ სიარული შეწყვიტა და უკნიდან მოუდგა მერაბს

მესამე-ხო სულ ვფიქრობ, განა თქვენ ეგრე არ ხართ?

გია-მე ხანდახან ვფიქრობ, ძირითადად, აი მაშინ, როცა. არ მახსოვს, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ.ყოველ შემთხვევაში ახლა ასე მახსოვს

მერაბი-მეც თითქმის სულ ვფიქრობ. გია, ჯიბიდან ის ამოიღე. ნეტავ მაშინაც იფიქრებს?

გიამ დანა ამოიღო, მესამე წამოხდა და იარაღი ამოიღო

მესამე-რას აკეთებ?! დააგდე დროზე დანა

გია-რა იყო, ვიხუმრე

მესამე-დააგდე მეთქი

გია-არა, არ დავაგდებ. თუ კარგია შენ დააგდე

მესამემ იარაღი ჩაიდო ჯიბეში და დაჯდა ისევ

მესამე- ზოგჯერ ასე ვიცი, ალბათ ადრე მიყვარდა ასე გაკეთება.რეფლექსივითაა რა .

გია-მეც მიყვარს ასე ამოღება და ხალხის შეშინებული  სახეების ნახვა. ერთხელ ამის გამო ციხეში ვიჯექი.

მერაბი-მერე როგორ გამოგიშვეს?

გია-კითხვებს მისვამდნენ.ეცინებოდათ, დანა დამატოვებინეს,  ერთი ორჯერ დამარტყეს და მერე გამიშვეს .

მესამე-ეს საიდან?

გია-თურმე მეორე ჯიბეშიც დანა მედო. გამოდის ორი დანა მქონდა და მე ეს არ ვიცოდი.წარმოიდგინეთ ორი დანის დანახვისას რა რეაქცია ექნებოდათ. წარმოიდგინეთ?

მერაბი-კი

მეასმე-კი

გია- მე ვერა. მეც წარმომადგენინეთ რა!

მესამე-ეგ როგორ?

მერაბ-მართლა, ეგ როგორ უნდა ვქნათ?

გია-არ ვიცი.

გია დაჯდა

მესამე-დავრეკოთ!

მერაბი-ვისთან?

მესამე-მე ვიცი ვისთან, მთავარია დავრეკო

გია-მობილური გაქვს?

მესამე-კი

მერაბი-დარეკავ?

მესამე-ვრეკავ.

ტელეფონი ამოიღო მესამემ. დარეკა ერთ ნომერზე.

მესამე- აქ ასეთი სიტუაციაა. სკვერში ორი მამაკაცის ზის ჩემთან ერთად კი არადა ჩემს გვერდით  და აინტერესებთ გუშინ ვინ მისცა ფურცელი. კი ორივეს თითო თითო ფურცელი მისცეს, ეწერა რაღაც მაგ ფურცლებზე კი, სულ ასე რატომ გეხუმრები?! პირველად გირეკავ, რადმენი ხანია არ დამირეკავს. კარგი გამირკვიე. არა რა დალევა, მერე ამოვალ.

მერაბი-რაო?

მესამე-მოაგვარებს, მალე გვეტყვის პასუხს.

ათი წუთია რაც იცდიან. ტელეფონის ზარს ელოდებიან. გია ისევ სკამს არტყამს წრეს  საათის ისრის მიმართულებით,  მერაბი დგება და ის საათის ისრის საწინააღმდეგოდ დადის. როცა ერთმანეთს ხვდებიან, მიმართულებას იცვლიან, მაგრამ საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა, მაინც გიას ეკუთვნის. მესამე ზის და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებს. გიას ტელეფონი რეკავს

გია- რეზო ხარ? რა გინდა რეზო? თემურიმ დაგირეკა? თემურის სოსომ დაურეკა? სოსოს ჯემალიმ? ჯემალის ლევანმა? ლევანს ბუთხუზიმ? ბუთხუზის ნიკამ? ნიკას  გიორგიმ? გიორგის ლაშამ? ლაშას სანდრომ? სანდროს თენგზიმა? თენგიზს ჟორამ? ჟორას დათომ? დათოს დიმიტრიმ? დიმიტრის ვინ დაურეკა? არ იცი რა ქვია? კარგი არაუშავს. იმან ვინც არიცი რა ქვია, მაგან თქვა? რაო? ფურცლების დამრიგებელს ეძებს, გუშინ ვიღაცას რომ დაურგიაო?არა არ ვიცი ვინაა ეგ ფურცლების დამრიგებელი. თუ რამეა დაგირეკავ.

გიამ მობილური ჯიბეში ჩაიდო და გახარებულმა გადახედა ორივეს

გია-მემგონი ჩვენსავით ვიღაც ეძებს ფურცლების დამრიგებელს.

მესამე-ეგ ვინ გითხრა?

გია-თემურიმ დამირეკა, მას სოსომ დაურეკა, სოსოს ჯემალიმ, ჯემალს ლევანმა, ლევანს ბუთხუზიმ, ბუთხუზის ნიკამ, ნიკას გიორგიმ, გიორგის ლაშამ, ლაშას სანდრომ, სანდროს თენგიზიმ, თენგიზს ჟორამ, ჟორას დათომ , დატოს დიმიტრიმ, დიმიტრის არ ვიცით ვინ დაურეკა, მაგრამ ვიცნ დაურეკა უთხრა რომ ორი ადამიანი ეძებს ფურცლების დამრიგებელს, გუშინ მიუცია მათთვისაც ეს ფურცლები. ნახე რა დამთხვევაა !

მერაბი-ეს ფურცლების დამრიგებელი, მგონი მთელს ქალაქს მოედო, რა უნდა ვქნათ? ასე ხომ ყველანი დავიხოცებით?!

მესეამე-დაიხოცებით?

გია-წვიმს

მერაბი-წვიმს

მესამე-სად?

მერაბი-აქ

მესამე-უი, მართლა წვიმს

გია-რა ვქნათ?

მერაბი-რატომ გგონია, რომ სულ რაღაც უნდა ქნა ?

გია-სულ არ მგონია

მერაბი-ახლა ხომ გგონია?!

გია-ახლა ოდნავ მგონია, ისიც იდეის დონეზე

მერაბი-ანუ გგონია

გია-ოდნავთქო

მეარბი-ოდნავ და დიდად არ ითვლება. ცოტა ფული და ბევრი ფული ფულია, ორივეთი იყიდი რამეს

მესამე-ერთ თეთრიანითაც?

მერაბი-კი ერთ თეთრიანითაც

მესამე-რას იყიდი ერთ თეთრიანით?

მერაბი-ორიცალი ერთეთრიანით იყიდი ორთეთრიანს

გია-ხომ ვამბობ რომ ჭკვიანიათქო!

მერაბი-ოდნავ არ ითვლება, ანუ გგონია

გია-კაი შემეშვი, აღარ მგონია!

მერაბი-ახლა მე მგონია, რომ უნდა გავექცეთ წვიმას. ეს „მგონია“ რა გადამდები რამ ყოფილა. შენც ხომ არ გგონია რამე?

მესამე-მე სულ მგონია , რომ

მერაბი-კარგი არ გააგრძელო, მე წამომყევით

მერაბი წამოდგა, გიამ ხელი მოკიდა მესამეც წამოდგა და გიას ხელი მოკიდა. მეორე სკამისკენ წავიდნენ

მესამე-აქაც წვიმს

მერაბი-მემგონი გადაიღო

მესამე-ხო აღარ წვიმს

გია-ოდნავ კი დავსველდით

მერაბი-ეგ არაფერია, სამაგიეროდ სახლში აღარ დაიბან

გია-შენ რა იბან?

მერაბი-კი რა იყო?

გია-მეგონა არ იბანდი

მერაბი-ეგ როგორ?

გია-აი ჩვეულებრივად. მიდიოდი სახლში და არ იბანდი

მერაბი-შენ შვები ეგრე?

გია-ზოგჯერ ვბრაზდები და კვირობით არ ვიბან. დღევანდელი შიშნარევი ბანაობა არ ითვლება

მერაბი-ვისზე ბრაზდები?

გია-ყველაზე

მესამე-არდაბანვა შველის მაგ ამბავს?

გია-მერე არავინ მეკარება, ახლოსაც ვერ დგებიან და შესაბამისად ნერვებსაც არ მიშლიან

მესამე-ჭკვიანურია!

მერაბი-მართლაც რომ ჭკვიანურია, არამგონია შენით მოგეფიქრებინა

გია-ჩემით მოვიფიქრე

მერაბი-კარგი დაგიჯერებ, მაგრამ ბოლომდე არა

გია-გეუბნები თავიდან ბოლომდე ჩემი მოფიქრებულიათქო

მერაბი-მერე ეს იდეა დააპატენტე და გაყიდე

მესამე-ეგეთი რაღაცეები იყიდება?

მერაბი-შენ ფასი დაადე და ნახმარ ნიფხავსაც იყიდიან

მესამე-მაგრამ ეს რომ ნივთი არაა

მერაბი-მერე რა, ათას დებილობებს საუბრობენ თეატრებში, კინოებში, ტელევიზორსა და ქუჩაში. ამაში ხომ ვიხვდით ფულს? დიდი ამბავი ჩვენი გიას იდეაში ფულის გადაყრა.

მესამე-ისე მართალი ხარ, ვქნათ მერე რამე.

გია-მე არ ვარ თანახმა, მერე ყველა ჩემსავით მოიქცევა და არ მინდა

მერაბი-აი გაიღვიძა მასში სიდებილის წუთებმა!

მესამე-არ უნდა და არ დააძალო, იძულებით რაიმეს გაკეთება დანაშაულია მგონი

მერაბი-შენ საიდნ იცი?

მესამე-გამიგია, შორიდან მოვკარი ყური ვიღაცის საუბარს

მერაბი-რას არ გაიგებს კაცი! თან როცა ყურმოკრულ ამბავთან გაქვს სამქმე.კარგად გაიხსენე, იქნებ ის ფურცლების დამრიგებელი გაიძვერის  საუბარს მოკარი ყური

მესამე-არამგონია, თუ გაიძვერაა ვერ მოვკრავდი

მერაბი-რატომ?

მესამე-გაიძვერების საუბარზე ყურ არ მეკვრევინება

გია-სად ვიპოვოთ ახლა ეგ კაცი ან როდის გავარკვიოთ სიკვდილის თარიღი?

მესამე-სიკვდილის?

მერაბი-არაფერი, ნუ მიაქცევ ყურადღებას

მესამე-ხშირად მემის ეს სიტყვები თქვენგან. ფრთხილად იყავით, იარაღი მაქვს!

მერაბი-შენი იარაღი ჩვენ რას გვერჩის?

მესამე-იარაღი რის იარაღია, ვინმეს შუბლი თუ არ გაუხვრიტა? რა იცით ყველაფერი ხდება.

გია-მართალია, ეგრე შენც შეიძლება გაგიხვრიტოს

მესამე-მაგაზეც მიფიქრია, მაგრამ რას ვიზამთ იარაღი იმისაა რომ უნდა ატარო და მერე სადმე ისროლო

მერაბი-მერედა შენც ატარე, ისე რომ შუბლი არ გახვრიტოს

მესამე-არა, იარაღი იმისაა რომ უნდა ატარო და ოდესმე შუბლიც  გახვრიტო

გია-აუ რა მტკივნეული იქნება

მესამე-მართალი ხარ იარაღის ტარება მტკივნეულია

მერაბი-იარაღს შევეშვათ, ჩვენც გვაქვს დანა, მაგრამ ხშირად არ ვსაუბრობთ მასზე ხასიათს აფუჭებს. იარაღიც ეგრეა და  თემა იხურება !

გია-მშვიდობა გვიყვარს მგონი ჩვენ

მესამე-გყვარებიათ კარგი რაღაც

მერაბი-შენ დაგვეხმარე?

მესამე-მემგონი კი

მერაბი-აბა როგორ?

მესამე-არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობ რომ დაგეხმარეთ

გია-ჩვენ ვერაფერს ვერ ვგრძნობთ, ისევ არ ვიცით ვინ მოგვცა ფურცლები

მესამე-არაუშავს, მთავარია დაგეხმარეთ

მერაბი-რაში?

მესამე-არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობ ამას.

მერაბი-მემგონი შენც ჩაიხვიე უკვე

მესამე-ანუ?

გია-აღარ გვჭირდება შენი დახმარება

მერაბი-ნამდვილად

მესამე დგება  ხელები უთრთის, ხმას არ იღებს და მიდის

გია-წავიდა?

მერაბი-ალბათ, აბა აქ ხომ არ იდგება?

გია-ხო ალბათ არა

მერაბი-რატომ მოვიდა?

გია-დამიძახეთო

მერაბი-მერედა ვინ დაუძახა?

გია-მე მბრალდება მგონი ყველაფერი

მერაბი-შენ განა ვინმეს არ ეძახოდი?

გია- ჰო ვინმეს

მერაბი-მერე ამას ვინმე ერქვა?!

გია-ალბათ

მერაბი-წამოდექი

გია-რატომ?

მერაბი-წამოწოლა მინდა

გია-ეგრე მეც მინდა

მერაბი-ორივე ვერ დავეტევით

გია- მაშინ რა ვქნათ?

მერაბი-ჯერ მე წამოვწვები და მერე შენ

გია-მერე რამდენი ხანს გაგრძელდება ეს შენი წამოწოლა

მერაბი-სანამდეც არ მომბეზრდება

გია-უსამართლოა ეგეთი რაღაცის გაკეთება

მერაბი-ჰო მგონი ეგრეა, მაშინ შენ მოიფიქრე უკეთესი გამოსავალი

გია-ორივე დავწვეთ

მერაბი-და როგორ?!

გია-მართი კუთხეები გავაკეთოთ და ისე

მერაბი-ანუ?

გია- ანუ ამ გრძელი სკამის დასაყრდნობ ადგილზე შემოვჯდეთ, ფეხები მაღლა ავწიოთ  , ტანის მდგომარეობაზე, ხოლო ტანი კი ფეხების მდგომარეობაზე. მოკლედ ფეხებით ზემოთ დავჯდეთ

მერაბი-მანახე, ვერაფერს მივხვდი

გია აჩვენებს როგორ უნდა დაჯდნენ. მერაბი უყურებს და იგივეს იმეორებს. ფეხზემოთაწეულები ზიან და ერთმანეთს უყურებენ. სახე ნელ ნელა უწითლდებათ

მერაბი-საუბარი მიჭირს

გია-ეგ არაფერი, მთავარია ორივენი ვწევართ

მერაბი-დაწოლას არ გავს ეს

გია-დაჯდომას უფრო არ გავს, გამოდის რომ დაწოლაა !

მერაბი-თავი მტკივა, მოვრჩი მე დაწოლას

მერაბი დგება, გიაც არ აყოვნებს

გია-გამახსენდა !

მერაბი-ფურცლის ამბავი?

გია-არა!

მერაბი-მაშინ რა მნიშვნელობა აქვს სხვა უაზრობის გახსენებას?!

გია-როგორ არა, მე ხომ გამახსენდა !

მერაბი-ფურცლის ამბავზე უკეთესი რა უნდა იყოს?

გია-უკეთესია, აბა როგორ ?!

მერაბი- რა არის?

გია-ვიცი მე ვინც ვარ

მერაბი-ეგ აქამდე არ იცოდი?

გია-არა, უკეთ გავიხსენე ვინ ვარ

მერაბი-ვინ ხარ?

გია-ვერ წარმოიდგენ!

მერაბი-რაა ასეთი წარმოუდგენელი?!

გია-მე მწერალი ვარ !

მერაბი-მწერალი?

გია-ჰო, მე მწერალი ვარ

მერაბი-რაღაც არ მჯერა

გია-უნდა დაიჯერო

მერაბი-დამიმტკიცე

გია ფეხზე დგება და იწყებს საუბარს,  ხელებსაც იშველიებს

გია-ასე იწყება ეს ამბავი

მერაბი-რომელი?

გია-ნუ მაწყვეტინებ, ჩემ გმირს დაგიხასიათებ

მერაბი-უკაცრავად, გისმენ

გია- „ ჯემალი  გამორჩეულად უსაქმური მამრი იყო, იმ მამრთა შორის რომელთაც ორი ფეხი და ორი ხელი ჰქონდათ, ჰო კიდევ ცოტაოდენი ჭკუაც. . მისი ჭკუის ქონა  გამოიხატებოდა შემდეგში:  სამოცდათხუთმეტი წელი ისე იცხოვრა, რომ არცერთხელ არ უმუშავია.წარმოგიდგენიათ? არა ამას რა დიდი წარმოდგენა უნდა, მაგრამ მაინც უკეთ წარმოიდგინეთ სამოცდათხუთმეტი წელი ჰაერის კმაყოფაზე. ჰო და ის უცებ მოკვდა. არ გარდაცვლილა მეგობრებო, უბრალოდ მოკვდა!“

მერაბი-გააგრძელე

გია-რა გავაგრძელო?

მერაბი-თხრობა

გია-მორჩა

მერაბი-რა მორჩა?

გია- რა და ჩემი ნაწარმოები, გთხოვ დღესვე ნუ მომთხოვ მეორე ნაწილის დაწერას, ძალიან მეზარება

მერაბი-ასე უცებ მორჩა?

გია-არ გესმის შენ მწერლობის

მერაბი-ალბათ არ მესმის, მაგრამ კარგია რომ მწერალი ხარ

გია-რატომ?

მერაბი-შენი სიკვდილით, ცოტა რამ დააკლდება ხალხს

გია-ასე ფიქრობ?

მერაბი-სად ეს ნაწარმოები და სად ტილები?

გია-რა გინდა შენ ტილზე დიდი კია!

მერაბი-არ გვინდა ამაზე კამათი, უბრალოდ ფაქტია რომ შენი სიკვდილით არაფერი შეიცველბა

გია-რადგან შენ ამბობ, მაშინ არაფერი შეიცვლება

მერაბი-ასეა

გია-ჰო ასეა

მერაბი-მცივა

გია-მე არ მცივა

მერაბი-მერე რა? სამაგიეროდ მე მცივა

გია-გციოდეს

მერაბი-როგორ გავთბე?

გია-არ ვიცი

მერაბი-როგორ თბები როცა გცივა?

გია-არ მცვია მე არასდროს

მერბი-და რატომ?

გია-იმიტომ რომ არ ვიცი როგორ გავთბე

მერაბი-ეგ მეც კი ვიცი

გია-და როგორ?

მერაბი-არ გცივა და როგორ აგიხსნა?

გია-ჰო მართალი ხარ

მერაბი-მეც ეგრე მგონია

გია-ის რატომ წავიდა?

მერაბი-ვინ?

გია-აი ის

მერაბი-ვინ ის?

გია-აი ის , რომ დაგვეხმარა

მერაბი-აა ის ვიღაცა, რავი მგონი ჩენ გავუშვით

გია-რაღც მოვიწყინე და დავუძახოთ

მერაბი-ვიღაც ! ვიღაც!  ვიღაც !

მორბის მამაკაცი, ჯოხით ხელში. ჯოხს არ ეყრდნობა, მხარზე უდევს თოხივით და ისე მორბის

ვიღაც-აქ ვარ

გია-ვინმე უნდა გეთქვა მერაბ, სულელი ხარ!

მერაბი-მართალი ხარ, ეს ვინაა?

ვიღაც-მე ვიღაც ვარ

გია- აე პირდაპირ ვიღაც გქვია?

ვიღაც-კი ვიღაც მქვია

მერაბი-ამას გია ქვია, მე მერაბი. იმას ვინც გაიქცა, სავარაუდოდ ვინმე ერქვა

ვიღაც-ვინმე გვაინტერესებს?

მერაბი-ის ვინმე ვინც მე ახლა ვთქვი თუ ზოგადად ვინმე, ვინც არ უნდა იყოს?

ვიღაც-უფრო ის ვინმე ვინც შენ ახლა თქვი

გია-სიმართლე გითხრათ ვინმეს ვეძახდით, მაგრამ ამან რატომღაც „ვიღაცო“ დაიძახა

ვიღაც-მერე რა ?! ვიღაცეები ვინმეებზე ნაკლებები არ ვართ. ჩვენც ადამიანები ვართ!

მერაბი-მაგაში ეჭვიც არ გვეპარება

ვიღაც-აქ რას აკეთებთ?

მერაბი-ველოდებით ვიღაცას

ვიღაც-მე ხომ აქ ვარ!

მერაბი-არა სხვა ვიღაცას, ვინც ფურცლები დაგვირიგა

ვიღაც-და რატომ?

გია- გვაინტერესებს დამატებითი საკითხები ამ ფურცელთან დაკავშირებით

ვიღაც-დავჯდები თუ შეიძლება

მერაბი-ოღონდ ჯოხის გარეშე

ვიღაც-და რატომ?

მერაბი-ჩვენ ჯოხების გარეშე ვზივართ

ვიღაც-მაშინ ფეხზე ვიდგები

გია-რატომ?

ვიღაც-ჯოხის გარეშე არ შემიძლია ყოფნა

გია-და რატომ?

ვიღაც-სუნთქვა მეზარება მის გარეშე

მერაბი-ეგ როგორ?

ვიღაც-ვერ ვხვდები როგორ ხდება, მაგრამ არ შემიძლია მის გარეშე ნორმალურად სუნთქვა

მერაბი-დიდი ხანია რაც ასე ხარ?

ვიღაც-საკამოდ

მერაბი-მაინც?

ვიღაც-როგორც მითხრეს დაბადებიდან

მერაბი-შეუძლებელია!

ვიღაც-მაშინ სკოლის დაწყების დღიდან

მერაბი-შესაძლებელია!

გია-მეცოდები

მერაბი-მეც მეცოდება

ვიღაც-სხვებს არ ესმით ჩემი.ბევრს გიჟიც კი ვგონივარ

მერაბი-სულელები!

გია-მართლაც რომ სულელები

ვიღაც-მე რომ მკითხო თვითონ არიან გიჟები

გია-რატომ გგონაი ეგრე?

ვიღაც-თქვენ რა არ გგონიათ?!

მერაბი-არა

გია-არც მე

ვიღაც-მემგონი თქვენც გიჟები ხართ!

მერაბი-ეგ საიდან მოიტანე?

ვიღაც-აგიხსნით ყველაფერს. ცოცხალი არსებები ვსუნთქავთ?

მერაბი-კი

გია-რა თქმა უნდა

ვიღაცა-ცოცხალი არსებები ვიკვებებით?

მერაბი-კი

გია-რა თქმა უნდა

ვიღაც-ხშირ შემთხვევაში საკვებზე მცირე ოდენ ინფორმაციას მაინც ვფლობთ, ასეა ხომ?

მერბაი-კი

გია-რა თქმა უნდა

ვიღაც-ჰაერზე იცით რამე? იცით რითი სუნთქავთ?

მერაბი-ჰაერით

გია-მგონი ჰაერით

ვიღაც-კი ჰაერით, მაგრამ ამ სიტყვა ჰაერის მიღმა რა იმალება ვიცით? გვაინტერესებს ის რასაც ყოველწამიერად ვიღებთ?გამოდის არა! რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება

მერაბი-გამოდის არა

გია-არ გვაინტერესებ

ვიღაც-მაშინ გიჟები ვართ

მერაბი-ეგ სიგიჟესთან რა კავშირშია?

ვიღაც-არ ვიცი, მაგრამ აბა რასთანაა კავშირში?

მერაბი-უფრო ჰაერის  ქიმიური შემადგენლობის უცოდინრობასთან

ვიღაც-კარგი, მაშინ გიჟები არ ყოფილახრთ

მერაბი-ეგ ისედაც ვიცოდი

გია-მეც

ვიღაც-ო რა სიცრუეში მიცხოვრია! ამდენი ხალხი სულ ტყუილუბრალოდ გიჟი მეგონა!

მერაბი-არაუშავს, დაჯდომას იმსახურებ. ავდგეთ გია და დავსვათ ვიღაც

გია და მერაბი დგებიან. ვიღაც ჯდება და თან ტირის

გია-ნუ ტირი ეგ არაფერია  ყველანი ვცდებით

სკამის ქვევიდან ძაღლი გამორბის და მერაბს უყეფს

მერაბი-გადი ძაღლო იქით

ძაღლი ყეფს და ნელ ნელა მისკენ იწევს

გია-რამე დაარტყი

მერაბი-რა დავარტყა?

მერაბი ვიღაცის ჯოხს იღებს და ძაღლს იგერიებს. ვიღაც ნელ ნელა თეთრდება. ძაღლი არ ჩრდება. გია მერაბის ჯოხს ართმევს და შორს ისვრის. ძაღლი ჯოხს მიყვება

მერაბი-ძლივს არ მოვიშორეთ?!გენიოსი ყოფილხარ გია გენიოსი !

გია-ვიღაცას შეხედე

ვიღაც არ სუნთქავს, არ ინძრევა და თვალებსაც არ ახამხამებს, თითქოს ვიღაცამ გამორთო

გია-გაიქეცი, ჯოხი დააბრუნე

მერაბი მირბის.გია კეპს იხდის თავიდან და აწვდის ვიღაცას. ვიღაც კვლავ ირთვება

გია-ცოცხალი ხარ?

ვიღაც-კი. ჯოხი სადაა?!

გია-გავაქციეთ, სამაგიეროდ ჩემი კეპი გიჭირავს. ისე მართლა ჩემთვის უქუდობა არ შეიძლება, მზის გამო. ეს კეპი კეპის წინა ნაწილით დაიჭირე, მე ქვევით დავჯდები და დავიფარებ, თან შენ ხელს არ გაუშვებ. თითქოს პარკი ვარ.

გია სკამის წინ ჩამოჯდა. ვიღაც აზრზე ვერ მოდის

ვიღაც-ჯოხის გარეშე ვსუნთქავ?

გია-გამოდის!

ვიღაც ქვითინებს

გია-წვიმს?

ვიღაც-არა

გია-აბა რა ხდება?

ვიღაც -გეჩვენება

გია-ჰო, აღარ წვიმს.

ვიღაც-გამოდის ჯოხის გარეშეც ვსუნთქავ?

გია-ეგრეა. მგონი ხელში რაღაც უნდა გეჭიროს. რამე არ გაქვს თან?

ვიღაც-ჯოხი… აუ ჯოხი

ვიღაც აგრძელებს ტირილს

გია-ვახ ბიჭო აშკარად წვიმს

ვიღაც-არა გეჩვენება

გია-იმედია

ვიღაც-რატომ?

გია-აბა ისე დავსველდებით

ვიღაც-ჰოო

გია-მგონი მალე მზეც ჩავა

ვიღაც-მერე?

გია-მერე მთვარე ამოვა და დაღამდება ანდა ჯერ დაღამდება და მერე მთვარე ამოვა

ვიღაც-მთვარე?!

ვიღაც სწრაფად დგება კეპით ხელში

ვიღაც-მთვარე?

გია-ჰო მთვარე. კეპი დამიბრუნე.

ვიღაც კეპიან ხელს შლის, თითქოს  ცეკვას იწყებს. გია ვიღაცაზე მაღალია და მოხრილი მიდის მისკენ, რათა თავი კეპში გაუყაროს

გია-რა იყო მთვარის გეშინია?

ვიღაც იღიმის

ვიღაც-არა რა მეშინია, შენ მართლა არ იცი?

გია-არა

ვიღაც-რისი უნდა მეშინოდეს მე მთვარიდან ვარ ჩამოფრენილი. მეტსაც გეტყვი მთვარე ჩემია !

გია- ეგ როგორ ?

ვიღაც- როგორ და, ერთ მშვენიერ დღეს მე და ჩემს ჯოხს მთვარეზე გაგვეღვიძა.  თავიდან სიზმარი მეგონა. მაგრამ როცა რამოდენიმე თვე უაზროდ დავხეტიალობდით , შემდეგ მივხვდი რომ მარტონი ვიყავით და თანაც ეს ყველაფერი მე მეკუთვნოდა.

გია-როგორ ჩამოფრინდი მთვარიდან?

ვიღაც-ერთ დღესაც ჩემი ჯოხით მთვარეზე საკუთარი სახელი დავწერე. შემდეგ დავიძინე და დედამიწაზე აღმოვჩნდი

გია-და რა იცი რომ არ გეძინა?

ვიღაც-ვიცი, თურმე სამი თვე მეძებდნენ.

გია-ანუ შენ ამბობ რომ მთვარე შენია

ვიღაც-ეგრე არ გამოდის?

გია-არ ვიცი, ეგ იურისტებს უნდა ვკითხოთ

ვიღაც-და მოიცა ანუ მთვარე ჩემი არ გამოდის?!

გია- აბა მე რა ვიცი, უნდა ვკითხოთ სხვებს. თუ გაინტერესებს კითხე ვინმეს.

ვიღაც-არა მეზარება

ერთი კაცი მარცხენა მხრის ხიდან მოდის, მეორე მარჯვენა ხის მხრიდან. ვიღაც და გია სხდებიან.

მარცხნიდან მოსული-გამარჯობათ

მარჯვნიდან მოსული-თქვენ რა გამარჯობა არ იცით?

ხმას არ იღებენ

მარცხნიდან მოსული-ალბათ არ ესმით

მარჯვნიადნ მოსული-დროზე მოვჭრათ, კიდევ ბევრია მოსაჭრელი

მარჯვნიდან მოსულს ხის საჭრელი ხელსაწყო მოაქვს.  მარცხნიდან მოსული ხეს ათვალიერებს.

მარცხნიდან მოსული-ეს ხე ამათ არ დაეცემათ?

მარჯვნიდან მოსული-ისე მოვჭრი რომ არ დაეცემათ

ისინი კვლლავ დუმან. მოსულებმა ხეები მოჭრეს. მარცხიდან მოსულს, მარჯვენა მხრიდან  დაცემული ხე მიაქვს ხოლო მარჯვნიდან მოსულს , მარცხენა მხრიდან  დაცემული.

ვიღაც-რა უნდოდათ ვითომ?

გია-ხეები მოჭრეს

ვიღაც-ცუდია ეგ მზე მხვდება სახეში

გია-ვინ გითხრა რომ ეგ ცუდია?

ვიღაც-აბა როგორ ვინ მითხრა, ჩრდილში ჯდომას რა ჯობს?

გია დგება

გია-გამაგიჟებთ რა! .ეგ კეპი დაიტოვე საერთოდ. მაშ ეს ამხელა მზე იმისთვის ანათებს, რომ ჩვენ ჩრდილებში ვიჯდეთ?! ერთხელაც ამოუვა ყელში და არ გაანათებს. ეგ გინდათ ხო?

ვიღაც-ვითომ ესმის ახლა მაგას, ჩვენ რას ვაკეთებთ აქ?

გია-იქნებდა ესმის, მერე რაღა ვქნათ?!

ვიღაც-შენ ისეთ აღმოჩენებს მაკეთებინებ, თვალები ცრემლით მევსება

გია-ო არა ტირილი არ დაიწყო ახლა

ვიღაც-კარგი გავჩერდები.

გია სახეგასხივოსნებული უყურებს  მზეს

გია-ო არა !

ვიღაც-რა არა?

გია-ხეები დარჩათ

ვიღაც- ხო წაიღეს, რა დარჩათ?

გია-ვერ ხვდები? ხეები ფესვებიანად არ წაიღეს. უნდა დავეწიოთ და მოვაბრუნოთ!

ვიღაც-არა რას ამბობ მაგათ რა დაეწევა, ვერ ხედავ როგორ სწრაფად მიდიოდნენ?

გია- მაშ რა ვქნათ?

ვიღაც-მოიფიქრე რამე

გია სკამს წრეს არტყამს.სკამის უკან ჩერდება.ხელებს მაღლა სწევს

გია-ფესვებიანად ამოვთხაროთ ხეები და საქმე გაკეთებული დავახვედროთ.

ვიღაც-და ეს ახმელა ხე როგორ ამოვთხაროთ ფესვებიანად?

გია კვავ დაქრის სკამის გარშემო. ვიღაც ფიქრობს. გია კვავ ხელებს მაღლა სწევს

გია-ჯოხი რომ გვქონოდა, მაგით დავიწყებდით ამოთხრას, მაგრამ რა გაეწყოვა კეპით უნდა ვქნათ ეგ ამბავი!

ვიღაც-კეპით როგორ? მე ხომ შევწყვეტ სუნთქვას

გია-მერე რა პრობლემაა, სხვა რამ დაიჭირე ხელში

ვიღაც-მაგალითად?

გია  ახლა ხეს ურტამს წრეს. ფეხზე იხდის და  წინდას იძრობს .

ვიღაც-რისი სუნია?

გია-წინდის

ვიღაც-ეგ რაში გინდა?

გია-მე არა, შენ უნდა დაიჭირო

ვიღაც-არ ვარ მე თანახმა

გია-მაშინ შენ თხარე კეპით ორმო

ვიღაც-არც მაგაზე ვარ თანახმა

გია-ხვდები, რომ უთანხმოების წინაშე ვგადვართ ახლა ჩვენ?!

ვიღაც- ჰო და ან წახვალ აქედან ანდა მაგ ქუდს მომცემ!

ვიღაც ქუდს სკამზე დებს. გია წინდას აძლევს. ვიღაცას სახის გამომეტყველება ეცვლება. გია ხის  ქვეშ ორმოს თხრას იწყებს

ვიღაც-მოგწონს რასაც აკეთებ?

გია-არა

ვიღაც- ნუ აკეთებ მაშინ

გია დასჯილი ბავშვის გამომეტყველებით  უყურებს ვიღაცას

გია-მათ ხე დარჩათ

ვიღაც სხკამზე დგება  ნასკით ხელში. გია უყურებს

ვიღაც-შენ მგლის ისტორია იცი?

გია- არა

ვიღაც-ჰო მართალი ხარ, საიდან გეცოდინება. შენ ისიც არ იცოდი , რომ მთვარე ჩემი იყო. სხვათაშორის ეგ ისტორია მანდ დამესიზმრა.

გია-გისმენ, თუ ხეს ეხება გისმენ

ვიღაც-ხალხნო! (თუ მოქმედება თეატრში ხდება, მართლა ხალხი. ტექსტის დონეზე კი მოპირდაპირე სკამეიკას მიმართავს ვიღაც)

ადრე  დედამიწაზე ძალიან ბევრი ხე იყო, იმდენად ბევრი ხე, რომ მთვარიდან დედამიწა მწვანე  ბურთად მოჩანდა. ერთი ხე განსაკუთრებულად დიდი იყო და შესაბამისად ბევრიც ერჩოდა მას. ხე შეწუხდა და მცველის დაქირავება გადაწყვიტა. ცხოველებს ხის არ ესმოდათ, ამიტომაც ხემ შექმნა ცხოველი, მხოლოდ გული ჰქონდა მას არაჩვეულებრივი. ეს ცხოველი მგელი იყო, ხის გულით. მხოლოდ მას ესმოდა ხის და მეტი არავის. მგელი საუკუნეების მანძილზე იგერიებდა სხვადასხვა ცხოველების თავდასხმას, მაგრამ ხისგან განსხვავებით ის ბერდებოდა. ერთხელაც შეწუხებული მგელი მივიდა ხესთან და შესჩივლა.

-შენ საერთოდ არ დაბერებულხარ, მე კიდევ სადაცაა  მოვკვდები

ხემ არაფერი უპასუხა

-ხმა ამოიღე, თორემ მე დაგამარცხებ !

ხე ხმას ვერ იღებდა. მგელმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და დაამხო ხე

ის  მაინც არ იღებდა ხმას. მგელი ხის დაცემის შემდგომ გაახალგაზრდავდა.

-მადლობა, რომ აღარ ვარ ბებერი!

ხე ხმას არ იღებდა

გავიდა ხანი და სადაც ხე იყო დარგული, იქ ხალხი დასახლდა. მგელს წასვლა მოუწია იმ ადგილიდან, რადგან ადამიანებს ახალი საბრძოლო იარაღები გამოეგონებინათ. გაიქცა მგელი შუაგულ ტყეში, სადაც ძალიან ბევრი ხე იყო. დაერია მათ და ყველა დასცა ძირს. ძალის მოზღვავება იგრძნო მგელმა. დაბრუნდა იმ ადგილზე საიდანაც ხალხმა გააძევა და ისინიც ძირს დასცა. ბოლოს მგელს აქაურობა მობეზრდა და მთვარე გადავიდა საცხოვრებლად, იქ ვეღარ სუნთქავდა და საბოლოო ჯამში მოკვდა. მერე მონადირე მოვიდა და მუცელი გაუჭრა, ამოიყვანა ხეები და დედამიწაზე გადარგა ყველა

გია-გაჩერდი რა, რეებს ყვები. გავაგრზელებ მე ჩემს საქმეს წყნარად კარგი ?!

ვიღაც-კი მაგრამ

გია-არავითარი მაგრამ! გააწყალეთ ყველამ გული, მაგ უსაქმურობას ჯობია მომეხმარო ხის ამოთხრაში სირცხვილია,  რას იფიქრებს ხალხი !

ვიღაც-რაში დაგეხმარო? ხის  ამოთხრაში? ეს ვინააა?

მესამე მორბის სისხლიანი დანითა და იარაღით

მესამე-ტყუილი უძლიერესი იარაღია ჩვენი ცხოვრების არსენალში! ტყუილი უძლიერესი იარაღია ჩვენი ცხოვრების არსენალში! ტყუილი უძლიერესი იარაღია ჩვენი ცხოვრების არსენალში!

გია ფეხზე დგება მას უკან ვიღაც ეფარება

გია-ეს რა არის? სად დაისვარე ამდენი სისხლით?

მესამე-მზის ამოსვლაზე არაზუსტი მოვლენა გინახავთ სადმე? ხან როგორ ამოდის ხან როგორ, რასაც უნდა მიას შვება და შვება!

ვიღაც-ეს ვინააა?

გია- ვინმეს ვეძახდით და ეს შეგვრჩა ხელში …

მესამე-არჩევანის თავისუფლება ყოველთვის გვაქვს მეგობრებო! გირლიოტინაზე სიკვდილს შეგვიძლია თვალებგახელილები ან თვალდახუჭულები შევეგებოთ! არჩევანი ხომ ჩვენზეა !

გია-გაჩერდი ეს ხომ ჩემი დანაა!

ვიღაც-არ მიუახლოვდე სისხლით დაგსვრის

მესამე- ანდა ხვალ, ანდა ზეგ, ანდა მაზეგ, ანდა ოდესმე , მხოლოდ  არა დღეს!

გია-დანა მომეცი მეთქი

მესამე-აჰა დაგიბრუნე მე შენ მეორე დანა !

მესამე ქოშინებს

გია-ღრმად ისუნთქე ! დაწყნარდი, ვის არ ჭერია დანა ხელში

ვიღაც-მომშორდით, შორს გადით, გამეცალეთ, ეს რა ხდება რა უბედურებაა?! მე ისევ მთვარეზე მინდა!

მესამე-ჩემი წასვლის დროა სხვებსაც სჭირდებათ დახმარება ! ეს დანა შეინახე, რა იცი რაში გამოგადგება. ის სად წავიდა?

გია-ვინ ის ?

მესამე-გია არადა მეორე

გია- სხვა ვინმეს ეძებ

მესამე-ჰო გიას არადა მეორეს ვეძებ

ვიღაც-გია ხომ ესაა

გია-გია ხომ მე ვარ

მესამე-გია ხომ შენ ხარ!

ვიღაც ხალხისკენ იხედება და ყვირის

ვიღაც- გია ხომ გია არის!

მერაბი მოდის ხის მხრიდან

მერაბი-ოჰ ეს სულელი ძაღლი ჩემი ყოფილა

მესამე-აი ის მოვიდა გია რომ არ არის და რაღაც სხვა რომ ქვია ! მოხვედი ?!

მერაბი-ესენი კიდევ აქ არიან? განა თქვენი ძილის დრო არ არის?

გია-რას ეკითხები მაგათ თუ ძმა ხარ, მოდი აქ მომეხმარე

მერაბი- შენ წესიერად ილაპარაკე ! მე არავის ძმა არ ვარ !  მხოლოდ ჩემი დის ძმა ვარ ნუ ეგ ძმობად არ ითვლება, ხო ხვდები?

ვიღაც-ძაღლი რა უყავი ჯოხი აჭამე?

მერაბი-რა ჯოხი ვაჭამე ძაღლს ჯოხს როგორ ვაჭმევდი?

ვიღაც-რავი მთვარეზე ძაღლები ჯოხებსაც ჭამდნენ

მერაბი-მომაშორეთ ეს !

მერაბი ვიღაცას ჯოხს ესვრის. ის ქვითინს იწყებს.

მერაბი- ძარლს ვურტყი ეს ჯოხი და ვერ წარმოიდგენ რა გადმოაგდო პირიდან მაგ საძაგელმა!

გია-სახლის გასაღები?

მერაბი-კი

გია-ვა გამოვიცანი

მესამე-გვიკვირს შენგან!

მერაბი-ეს კიდევ აქაა?

გია-დაბრუნდი მერე სახლში?

მერაბი-არა ისევ დავკარგე გასაღები

გია-სად ?

მერაბი-ეგ რომ ვიცოდე არ დავკარგავდი მეორეჯერ.

გია-შენ ისეთი ხარ მესამეჯერაც დაკარგავ

მესამე- მესამე აქ მხოლოდ მე ვარ და თუ ვინმე მესამეჯერ რამის გაკეთებას აპირებს მაშინ მე წავედი! იარაღს არავის არ გიტოვებთ! წინ მომავლისკენ!  შეშფოთება, მიშფოთება, ამოშფოთება, გადმოშფოთება ! ასო ბგერა  „ჰერი“ !

მერაბი-ეს ხე უნდა ამოვთხაროთ?

გია-რაღა ხეა ფესვებიღა დარჩა მარტო

მერაბი-მაშინ რატომ თხრი?

გია-ეგ რა კითხვაა ახლა, ვერ ხვდები რატომ ვთხრი?

მერაბი-ვერა მიმახვედრე

გია-სირცხვილია. შენ აჯობებს მომაფიქრებინო როგორ დავძრათ ეს ხე ადგილიდან

მერაბი-ხე არა, ხის ფესვები

გია ფიქრობს, მერაბიც ფიქრობს, მაგრამ მერაბი მგონი უფრო ფიქრობს. გია თუ გააგრძელებს ასე ფიქრს მგონი კუჭში გავა. არა ვხუმრობთ, ვერ გავა ის ხომ სცენაზე დგას! რომელ სცენაზე? აბა რა ვიცით ყველაფერი სცენაა არაა სხვისთვის?! უფროსწორედ სხვისი თვალებისთვის. არ გვინდა ჩვენ სხვისი თვალები ჩვენიც წარბებამდე გვეყოფა.

მერაბი მორჩა ფიქრს, უი გიაც თან მიჰყვა. ვიღაც ჩუმად ქვითინებს.

მერაბი-მოვიფიქრე ! მამა ვარ გენიოსობის!

გია-აბა გისმენ გულის ყბით!

მერაბი-ეს მტირალა ვიღაც მივიტანოთ ხესთან ახლოს და მისი ცრემლებით წყალი დაგუბდება. სველი ადგილიდან უფრო ადვილად დავძრავთ ფესვებს .

გია- ვითომ ეს მაგდენს იტირებს?

მერაბი-აბა მე რავი, მივაგდოთ მანდ და ვნახოთ რა მოხდება?

გია-და გვაქვს ჩვენ ბევრი დრო?

მერაბი-კი რატომ კითხულობ?

გია-ჩვენ როდის უნდა მოვკვდეთ?

მერაბი-ხომ შევთანხმდით რომ გვეზარება

გია-რავი შენ როცა გხედავ სიკვდილი მინდება, ჩემდა უნებურად. პრინციპში ვისი ნებაა ეგ ჩემდაუნებურობის განცდა არ ვიცი, მაგრამ  ნება რომ მქონდეს  არ მექნებოდა ეგ განცდა.

მერაბი-სიკვდილის?

გია-უფრო ჩემდაუნებურობის . განა პირველად მემართება ეგრე? ჩემდაუნებურად მოვედი აქ, ჩემდაუნებურად ავიღე ეგ ფურცელი  ვიღაცისგან,  ჩემდაუნებურად გავჩნდი ამ ქვეყანაზე

მერაბი-ეგ ჩვენდაუნებურად ხდება გია

გია- ხო ნუ რაღა ეგ ვთქვი მეც მაინცდა მაინც, რა სულელი ვარ ზოგჯერ !

მერაბი-ამას ხელი მოკიდე ფეხებში და მივაჩოჩოთ ხის ფესვებთან

ვერ წევენ, ეგ ვიღაც მაგარი მძიმეა !

მერაბი-ხის ფესვები რომ ამასთან მოვწიოთ?

გია-მომეჩვენა თუ ახლა მაგარი სისულელე თქვი?

მერაბი-მგონი სისულელეების საუბარი  გადამდებია არ შევეხოთ და არც შენ შემეხო !

გია-წადი ვიღაც აქედან ! მთვარეზე წადი ! შორს წადი ! წადი აქედან ვიღაც, წადი !

 

ვიღაც დგება ჯოხით ხელში, წინდას ძირს აგდებს და მიდის, სავარაუდოდ მთვარისკენ წავა, მაგას ვერც მე ვნახავ და მითუმეტეს ვერც თქვენ

მერაბი-მემგონი მარტონი დავრჩით

გია-უი ხოოო, აჯობებს დავიშლოთ

მერაბი-არა მოიცა !

გია-რატომ ?

მერაბი-რაღაც წარმოვიდგინე ახლა ჩემს გონებაში , მგონი ვიცი საიდან გაქვს ეგ ფურცელი.

გია-საიდან?

მერაბი- ორი ვარიანტია, ვითომ მაგარი დებილები ვართ და ჩვენ დავწერეთ ეგ სახელები სინამდვილეში და ჩავიდეთ ჯიბეში, შემდეგ მთელი დღეები ამ ადგილზე დავბოდიალობთ იმ იმედით რომ ვიღაც გამოჩნდება  და ვცდილობთ გავარკვიოთ თუ ვინ ჩაგვიდო ეს ფურცლები ჯიბეში! ფურცლის უცხოს ველოდებით ვითომ , ფურცლის გუცხოს !

გია-მეორე ვარიანტი?

მერაბი-მეორე ვარიანტი უფრო ლოგიკურად მეჩვენება . შენ როცა აბაზანაში იბანდი და 5 წამით შუქი ჩაქრა მაშინ შემოვიდა მოჩვენება ან ვიღაც არ აქვს მნიშვნელობა ვინ და ჯიბეში ჩაგიდო ეგ ფურცელი.

გია-და შენ როგორ აღმოგაჩნდა მეორე ფურცელი?

მერაბი- მაგაზე არ მიფიქრა ისე. წამოდი სახლში წავიდეთ, ჩემთან და გავარკვიოთ მე საიდან მაქვს ეგ ფურცელი.

გია- არ მინდა

მერაბი-რატომ?

გია- შენ ხომ სახლის გასაღები დაკარგე

მერაბი-სამაგიეროდ მხრებზე კისერი მაბია და მაგ კისერზე კიდევ ზემოდან შაურმის არადა მარწყვის პლომბირივით დიდი თავი მადგას .

გია-რა  დიარეის მანკიერი  წრესავით საუბრობ, რა ხდება?

 

მეგობრებო „დიარეის მანკიერ წრე“  (აქ მთხრობელი აჩერებს სცენას და აგრძელებს თხრობას, თუ თეატრში ვართ რა თქმა უნდა) :
დიარეა (ფაღარათი) – ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რაც გამოიხატება ხშირ დეფეკაციაში და თხელი ფეკალური მასის გამოყოფაში. დიარეა ჩნდება როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში. მაშ ასე წარმოიდგინეთ,  რომ თქვენ საწყალ ბავშვს ან მოზრდილ პიროვნებას სჭირს დაირეა, თქვენ მიდიხარ შესაბამის დაწესებულებაში , ყიდულობთ წამალს და გერიცხებათ დამატებითი ქულები  ვირტუალურ ბარათზე. შემდეგ მიდიხართ სახლში და ასმევთ ამ წამალს  პაციენტს, თუ გაგიმართლათ მაშინ ოდნავ ანელებთ სიარულს „დიარეის მანკიერ წრეზე“ და თქვენი  ბავშვი ან მოზრდილი პიროვნება გამოჯანმრთელების გზას ადგება, თუ მირიხინებთ მანკიერ წრეზე მაშინ ხვდებით,  რომ რა წამალიც იყიდეთ არაფერში გადგებათ, კვლავ მიდიხართ იმავე ან სხვა დაწესებულებაში და ყიდულობთ სხვა წამალს, ჰოი საოცრებავ! აქაც  ქულა გერიცხებათ! საბოლოო ჯამში თქვენი პაციენტი დიდი წვალების შემდგომ ან თავისით იკურნება ან მართლა წამალი შველის, სამაგიეროდ გაიღიმეთ ნუ ხართ მოწყენილები, თქვენ ხომ დააგროეთ ბევრი ქულა რითაც შეგიძლით კვლავ იყიდოთ ის რაც სავარაუდოდ გიშველით ან არ გიშველით ანდაც სულაც ისეთი ლამაზი ვიზუალის ნაგავი რომელიც გჭირდებათ ან არ გჭირდებათ. ესაა მეგობრებო „დიარეის მანკიერი წრე“ და ჩვენ ამ წრეში მორბენალი გასითხოვნებული ,ვიტამინგამოცლილი გზააბნეული  მასები ვართ !
(მთხრობელი ქრება )

 

მერაბი-მერე ვიპოვოთ ერთად  სახლის გასაღები!

გია-კარგი რა ! ჩვენ ამ ფურცლების პატრონები არ გვიპოვია და გასაღებს როგორღა ვიპოვით?

მერაბ-მარტივად შევხედოთ ცხოვრებას , ერთხელ ვიპოვე, მეორეჯერაც ვიპოვი, მესამედ იმედია ვერ დავკარგავ.

გია-ჰო დაკარგვაზე ჯერ არ ვისაუბროთ რა. იქნებ ვიღაცისთვის დაგვეძახა და ისე მოგვეძებნა

მერაბ-არ გვინა, მოდი სახლში ავიდეთ ჩემთან შეიძლება გასაღები კარებშია გაჩრილი

გია-ეგ როგორ?

მერაბ-ეჰ გია სულ არ იცი ცხოვრება როგორი რაღაცაა, ვერ წარმოიდგენ ხოლმე ისეა ჩათხრილი გასაღებები კარებში და მიხურული, გაგიჟდები კაცი პირდაპირ!

 

მიდიან მერაბის ვილაში,სახშლი ან ბინაში ზუსტად არ ვიცი.

ერთი საათის შემდეგ. ამ ერთი საათი მანძილზე ბევრი რამ მოხდა დედამიწაზე,ბევრი ადამიანი გარდაიცვალა , ბევრიც მოკვდა და ცოტა მეტიც დაიბადა. მერე სადღაც ვიღაც ვიღაცასთან და მერე იმის ვიღაცის ვიღაცასთან წავიდა სადღაც და მერე ყველანი ერთად გადავიდნენ სხვაგან ან უკან წავიდნენ საიდანაც მოვიდნენ, ამას რა დიდი მნიშვნელობა აქვს? მთავარია ხომ მოხდა რაღაც მოქმედება? რა მნიშვნელობა აქვს დღევანდელი დღისთვის როდის მორჩა მეორე მსოფლიო ომი? მთავარია ხომ მორჩა და არ არისახლა, ამწამს აქ  ჩვენთან . აი ჩემი შესვენებაც მორჩა.

მერაბი კოჭლობით მოდის, გიას ორივე დანა სისხლიანია .

მერაბი-უშნოდ აქნევ მაგ დანას, გადი სისხლით არ დამასველო.

გია-ეს რა იყო, კი მაგრამ ეს როგორ გაგიბედეს? ვინ იყო? რა უნდოდა ?

მერაბი- ვაი! მგონი ვიცი ვინც იყო !

გია-აბა გისმენ

მერაბი-ჩემი ბინის ყოფილი მეპატრონის მანქანის ხელოსნის სამსახურის უფროსის  აწ გარდაცვლილი მევალის მაღაზიის ახლანდელი უფროსის დის მევახშის ქმარი.

გია-ვერ გავიგე ვინ იყო !

მერაბი-ეგ ხომ იყო ჩემი ბინა, მაგ ბინის ყოფილ მეპატრონეს ყავდა მანქანა რომლის ხელოსანსაც ჰყავს სამსახურსი უფროსი, ამ უფროსს კი გარდაეცვალა  მევალე კაცი წარმოიდგინე რა ტუზი დაეცა! ამ მევალს ჰქონდა მაღაზია და ამ მაღაზიას ახლა ჰყავს სხვა უფროსი, ხოლო ის ტიპი რომელმაც მცემა იყო ამ მაღაზიის ახლანდელი უფროსის  დის მევახშის ქმარი .

გია-მაცა ის მევახშეა და ეს მევალე?ერთი და იგივე  არ არის?

მერაბი-არა ასე ამიხსნეს მეც, რო გკითხავენ ვინ გცემა ესე თქვიო.

გია-არა მაინც ვინ იყო ეგ კაცი რა, ან საიდან იცი

მერაბი-გია რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო, მთავარია  რომ გამძუყნა მაგ ადამიანმა. რა საიდან ვიცი დედამიწა მრგვალია და საქართველო კიდევ უფრო მრგვალი, რის გამო არ ვიცი ეგეც არ მკითხო ახლა !

გია-არ უნდა გეგინებინა

მერაბი-აბა როგორ არ უნდა მეგინებანია, ვერ ხედავდი რას აკეთებდა ჩემს სახლში?

გია-რას?

მერაბი-რავი ბოლომდე მეც ვერ დავინახე, მაგრამ ფაქტი იყო რომ ნერვებს მიშლიდა და ავდექი და შევაგინე ცხელ გულზე, მეც ხომ ადამიანი ვარ არა ?! მეც ხომ მაქვს ჩემი წვლილი გინების უფლება? განა ძაფით მაქვს ამოკერილი ეს პირი?

გია-ეგ არ გამახსენო!

მერაბი-ძაფით პირის ამოკერვა?

გია-ხოო ერთხელ მომიწია

მერაბი-კაი ნუ გააგრძელებ. ვაიმე ფეხი!

გიამ დანა ჯიბეებში ჩაიდო და მერაბთან მივიდა.

მერაბი-ვინმე ამიხსნის ეგ დანა რატომაა წითელი ფერის? რა იყო ჰოთდოგი, რომ არ დაგექუცმაცებინა ისე ვერ შეჭამდი?

გია-მაგით ჰოთდოგი არ დამიჭრია

მერაბი-აბა რა ქენი? მოიცა სისხლი იყო გამახსენდა !

გია- ვისი სისხლია?

მერაბი-ფეხები მტკივა!

მერაბიის სისხლი მოსდის.

გია-დავურეკოთ ვინმეს !

მერაბი-ვინმეს არა სასწრაფოს!

გია-მობილურის ნომერი არ ვიცი.

მერაბი-არაუშავს, თვითონ მოვლენ , ჩვენ მთავარია დაველოდოთ. მოთმინება მეგობარო !

გია- ეგ როგორ ?

მერაბი-მარტივად რაა, მე ახლა სისხლისგან დავიცლები და ეს სისხლი იმ ხის ფესვებამდე ჩააღწევს, შემდეგ ეს ხე ნელ ნელა გადაინაცვლებს და გადაკეტავს გზას. როცა  საცობი შეიქმენბა  გზაზე ხალხი აქ მოვარდება და ირგვლივ შემოგვეხვევა, თავიდან ყვირილს დაიწყებენ ჰაერის სასუნთქი სივრცე არ იქნება, შემდეგ ვინმე მოპროფესორო ტიპი იყვირებს “სასწრაფოში დარეკეთ“, მერე ვიღაც იტყვის „მე ანგარიშზე არ მაქვს, დარეკეთ ხალხი არა ხართ?!“ ნუ მოკლედ ვინმე ფულს ამოგვაცლის და  საბოლოოდ ჩარიცხავენ მობილურის ანგარიშზე, მაგრამ  როცა  დარეკვას დააპირებენ აღმოჩნდება რომ თურმე ვიღაც ჭკვიანს შეეშალა ნომრის ანგარიშის შევსება  ან მტშს(მოკლე ტექსტური შეტყობინების)  ანგარიშზე ჩარიცხა. ბევრი რა გაწვალო გია და  როცა საბოლოოდ დავიცლები სისხლისგან მაშინ მოაღწევს სასწრაფო. ესაა მთელი ცხოვრების ფილოსოფია.

გია-სისხლისგან დაცლა არ გავწყობს ძალიან დავისვრებით. მიწას დაგაყრი ფეხზე და აღარ წამოვა სისხლი

მერაბი ზირს წვება და გია ფეხზე მიწას აყრის

გია-მგონი უკეთესია

მერაბი-ნამდვილად, ცალი ფეხი თითქოს სამარეში მაქვს

გია-ცალი რა ბარემ მეორეც სამარეში გავუშვათ

მერაბი-არა ჯერ ადრეა. ისე მე თუ ახლა მოვკვდი შენც უნდა მოკვდე ხო იცი

გია-აბა დღეს არ გადავიფიქრეთ?

მერაბი-კი გადავიფიქრეთ, მაგრამ იმ ტიპმა ხომ ხედავ რა გვიყო. ისე ხელში არაფერი ჰქონია ბასრი, ეგ როგორ მომივიდა.

გია- მივხვდი !

მერაბი-რას მიხვდი

გია-მივხვდი ვინც დაგჭრა!

მერაბი-აბა ვინ დამჭრა ?

გია-მემგონი სანამ შენ ის ტიპი გცემდა მოგვეპარა ამ ფურცლებზე სახელების დამწერი და დაგსერა ფეხზე დანით. ხო იცი რა ყოჩაღი ვინმეა, ფურცელები რა ოსტატურად ჩაგვიდო ჯიბეში, რა მაგას ეგ გაუჭირდებოდა

მერაბი-არა ჰო მართალი ხარ. თავბრუ მესხმის გია მგონი ცუდად გვაქვს საქმე

გია-ცოტაც მოითმინე, მალე სისხლისგან დაიცლები და მოვა სასწრაფოც

მერაბი-მაგრამ როცა დავიცლები, მერე როგორ შემავსებენ თავიდან სისხლით?

გია-ათას სასწაულს ჩადიან და ეგ გაუწირდებათ ბიჭო?

მერაბი-მე თუ თვალები დავხუჭე ესე იგი მკვდარი ვარ გამოდის

გია-მაშ მე რა ვქნა აქ მარტომ ?

მერაბი-უნდა მოკვდე

გია-როგორ ?

მერაბი-მეძინება

გია-დავიძინოთ მერე უბრალოდ არ ჩამოღამდეს აქ.

მერაბი იძინებს, გია თავს ადებს ფეხზე მიყრილ მიწას და თვალებს ხუჭავს. მზე მაგრამ აცხუნებს, არ ეძინება.

გია-გაიღვიძე! მე არ მეძინება

მერაბი არ იძვრის ადგილიდან

გია-სისხლისგან დაიცალე ? რა დროს ძილია ადექი რა.  ვინმე დამეხმარეთ!

მესამე მორბის

მესამე-მეძახდი?

გია-ვინმე სხვა „ვინმე“, რომ მოვიდეს არ შეიძლება ?

მესამე-დღეს მე ვარ თავისუფალი, რა ხდება?

გია-არ იღვიძებს

მესამე-მაგას რაღა გააღვიძებს უკვე გასხივოსნდა

გია-ეგ როგორ? სად გასხივოსნდა ?

მესამე-მოკვდა ან გარდაიცვალა გააჩნია რისი მოსმენა გსურს

გია-კი  მაგრამ დღეს სიკვდილი ხომ ეზარებოდა? აბა მე რა ვქნა ახლა?

მესამე-აბა მე რა ვიცი მე ვინ მეკითხება უბრალოდ გამვლელი ვარ, თქვენს უაზრო სეირს ვუყურებ და ეგააა ზოგჯერ როცა ხასიათზე ვარ ჩაგერთვებით ხოლმე, როცა  მარტო ვარ ჩემთვის ვფიქრობ განვლილ ცხოვრებაზე. სულ ესაა ვინმეს ფიქრები და ცხოვრება. თქვენთან ან თქვენს გარეშე, ვინმესთან ან ვინმეს გარეშე ,ერთად ან ცალ ცალკე ესაა და ეს. ისიც შეიძლება იყოს რასაც სხვა ვინმე ფიქრობს ახლა, მაგრამ მოდი ამდენით ნუ გადაგიტვირთავ ახლა მე ტვინს, თორე ვერ მიხვდები საბოლოოდ,  რომ შენი მეგობარი აღარ სუნთქავს და არ ადგება.

გია-სასწრაფო?

მესამე-სასწრაფო დახმარება? განა სწრაფი დახმარება რისი მაქნისია კაი დროსია ვინმესთვის ადრე უნდა დაგეძახა ახლა ძალიან გვიანია. მოდი შენც დაიძინე თორე ამ ფურცლების პატრონი გაბრაზდება

გია-ფურცლების პატრონს იცნობ?

მესამე-არა მე არავის არ ვიცნობ, მაგრამ თქვენგან ვიცი რომ გაბრაზდება ხო იცი ჭორი როგორ უცებ ვრცელდება,  მაშინ რომ დავრეკე და მერე რომ დაგირეკეს და სულ ეგ იყო. ყველამ იცის რომ თქვენ უნდა მოკვდეთ. ახლა შენი ჯერია, ამიტომ ნუ გააბრაზებ ხალხს .  ვიღაც მოდი მალე  !

ვიღაც მორბის ხელჯოხით და თან ტირის

მესამე-რა გატირებს?

ვიღაც-მთვარეზე უნდა დავბრუნდე

მესამე-დაბრუნდები აუცილებლად ჯერ ამას აუხსენი , რომ უნდა მოკვდეს

გია- არ მინდა მე არაფრის ახსნა, ახლოს არ მომეკაროთ თორემ სისხლით გაგწუწავთ

გია ჯიბიდან ორივე დანს იღებს.

გია-წამოდექი მერაბ აიღე ეს ერთი დანა ესენი უნდა გავწუწოთ!

მესამე-ფრთხილად გია, ჩვენ არაფერს დაგიშვებთ უბრალოდ ფურცლის პატრონთან წაგიყვანთ

ვიღაც-ჰოო წაგიყვანთ და მერე მთვარეზე დავბრუნდები არა?!

მესამე-აბა როგორ დაბრუნდები, სად წახვალ რო?!

გია დარბის მერაბის ირგვლივ, ვიღაც მისდევს უკან და მესამე შორიდან იყურებ, თან იცინის. პოლიციის მანქანების ხმა ისმის.

გია-აი სასწრაფოც მოვიდა მერაბ, სისხლით შეგავსებენ თავიდან და მერე ისევ გავიქცეთ ფურცლების პატრონის მოსაძებნად! ფურცლის უცხოვ , გვიფრთხილდი !

ვიღაც აორთქლდა და მას მესამეც მიჰყვა. ხმა თანდათან მძაფრდება. გია მერაბის აყენებს და გარბის,ძირს ეცემა ორივე. გიას მერაბი ზემოდან ახტება. არცერთი არ ინძრევა, მგონი ყბით დაეცა და ყბისგულით ისმენს სირენების ხმას.

პირველი პოლიციელი- აი სულელები , ვიცოდი რომ ამით დამთავრდებოდა ყველაფერი

მეორე პოლიციელი- და თუ იცოდი აქამდე რას შვებოდი?

პირველი პოლიციელი- მაიცა რა მაგათთვის სიკვდილი მადლი იყო.ახალი ხარ სმენაში არაუშავს შეეჩვევი.

მეორე პოლიციელი-იმედია

პირველი პოლიციელი- იმ საშაურმესთან გავაჩეროთ მერე

მეორე პოლიციელი-ბაზარი არაა

სირენების ხმა წყდება.(მთხრობელი გამოდის)

ქაღალდის ნაგლეჯი მოგკლავს თუ მანქანის დაჯახება არ იდარდო ძმაო შენი დრო ამ სცენაზე ამოწურულია.მხოლოდ სიკვდილია  თქვენზე  ქელეხის ხარჯებს თავს ჩვენ  მოვაბამთ ეგ არაა პრობლემა!. გულს ნუ გაიტეხ წინ სხვა დიდი სცენები გელოდება აბა დროებით !

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფეხებამდე

tooker-cubicle1

George Tooker: Landscape with Figures (1965-66)

ფეხებამდე
თავი პირველი

“ადამის მარტოობა”

 საწოლში.

ვიცი! მე ის მთავარი, ყოველი მამრის სულის მომცველი, შემზარავი და მომდრეკელი (ბარემ გულისდამშანთველიც მეთქვა…) მარტოობის ძალა მამოძრავებდა დღეს,  აი სწორედ ის რომლის გამოც დედაკაცი მოევლინა დედამიწას. მაგარია არა?! სიმაგრეს განახებთ მე თქვენ! არა, ეს როგორ ქნა? არ შერცხვა მაინც? მე ამას მოველოდი? აბა როგორ, ამას როგორ უნდა მოელოდე ადამიანი?!  მითუმეტეს როცა თავდაჯერებული ხარ. მისგან , მოკლე, სადა და  უბიწო სიტყვებით შეკოწიწებული უარი მივიღე  ! „ვიცოდი, რომ ამას აუცილებლად მეტყოდი“ რატომაც არა მას ხომ ისეთი… „მაგრამ, ასე სწრაფად არ მოველოდი“ ტუჩები აქვს, ოდნავ ქვევით თვალის გაპარებაც კი არ მოგინდება. ჯერ ხამივით ამ ორ ბუნებრივად გადაბერილ ბაგეს უნდა მიაწყდე და შემდგომ უნდა დაუყვე დაღმართს… „მაგრამ რას ვიზამთ, ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა. ყურადღებას ნუ მომაქცევს, უბრალოდ უარი დაიმახსოვრე, სხვა ყველაფერი დაივიწყე. მე არ შემიძლია შენთან ერთად ყოფნა, ისე როგორც შენ გინდა.“ ამას დამიხედეთ ერთი ! მიყურებს სევდიანად (როგორც  სოფიმ იცის ) ელოდება შემდეგ ქმედებებს : ვედრებას, გიჟივით სიარულს, ცრემლებსაც, მუხლებზე დაჩოქებას, მისი სახელობის სკვერის გახსნას, ათას სასწაულ ნათებას, ყვავილებს, ტკბილეულობას, მთელს დედამიწას, პლანეტებს,  ნებისმიერ რამეს ელოდება ოღონდ მისი უარი ნახევარ უარად გადაქცეს, მაგრამ თქვენ არ იცით მე რა ვარ! ჩემგან სულ რაღაც ერთი, მოსევდიანო და უცნაური ღიმილი მიიღო. ზემოდან ასევე ცოტაოდენი რეპლიკა, ვანილის გემოთი (ვერ ვიტან ვანილის ნაყინს). „მესმის, კარგი სმენა მაქვს. მემგონი წვიმას იწყებს, სახლამდე მიგაცილებ.“ მისი მზერა გაქრა, მიხვდა რომ დედამიწის, პლანეტებისა და გალაქტისის ყიდვის ტრაკი კი არა სურვილიც  არ მებადა. მოკლედ მონახაზი ასეთი იყო ჩვენი ერთმოქმედებიანი სპექტაკლის. შეხვედრა, საქმეში გარკვევა, მისი უარი, ჩემი მომენტალური შეგუება, მისი ვარსკვლავებისჩუქებამოწყურებული მზერა , ჩემი ზედმეტად მარჯვე გადახვევა სიყვარულის რელსებიდან. სახლამდე მიცილება და მისი მსუბუქი კოცნა. იმ მომენტში ყველაფერი ისე მეკიდა, რომ ამ მსუბუქ კოცნას უმარილოსაც კი ვუწოდებდი, რო რამე. „უმარილო კოცნა“ ანდაც „უკბილო კოცნა“ ეს უფრო პირდაპირი გაგებით. ეჰ, როგორ მინდოდა დღეს, ხვალ, ზეგ და კარგა ხნით მის დაღმართებზე დაშვება, მაგრამ არაო და, რა ვქნათ?! სახლში მისულს და დაწოლილს მისი მტშ (მოკლე ტექსტური შეტყობინება, აბა ამიერიდან მის ესემესს სხვა რა უნდა დავარქვა ?!) მომდის. „ცუდად გამომივიდა, მაგრამ ასეა საჭირო“. თვალს და  მითუმეტეს  გონებას არ ვაცადე ტექსტის გააზრდება. „კარგი, არაუშავს“. რა არაუშავს ბიჭო? გოგომ მეწუწუნეო, მკითხეო თუ რატომ ვამბობო რომ „ასეა საჭიროო“, მიდი ბიჭოო რას დგახარო და მე ამას ვწერ? მაგრამ ახლა გამახსენდა დღეს როგორ გულახდილად  ვუთხარი ყველაფერი და მივხვდი, რომ სწორედ ასეთ მოქცევას იმსახურებს  „ არამგონია, რომ ვერ ხვდებოდე ეს ნახევერი წელი ჩემთვის როგორი მნიშვნელოვანი იყო,  ალბათ ხვდები, რომ ჩემთვის შენთან მეგობრობა საკმარისი არ არის. მინდა მეტი იყო ჩემთვის და მე მინდა მეტი უფლება მქონდეს, შენ კი ჩემთან ყოფნის სურვილი.“ შემდეგ მისი საუბარი და კიდევ ჩემგან ელოდება რამეს?!  განა ნახევარი წელი  ვერ მიხვდა რომ მეგობრულჭუკჭუკურად არ ვიყავით ერთმანეთთან?! ეს ქალები, რას გაუგებ აბა ? ერთი კვირა და საერთოდ დავივიწყებ, აღარც მისი სახელი მემახსოვრება და აღარც მისი სახე. აი დაღმართზე კიდევ ვერაფერს გეტყვით.

საწოლში, დილით.

ისე ლამაზი თვალები აქვს. მართალია სოფის ცრემლებდატბორილ მომრგვალო სივრცეს არ შეედრება, მაგრამ თავისებურად ლამაზი თვალები აქვს, აი რომ ამბობენ თაფლისფერი თვალებიო, ეგეთი აქვს. თაფლისფერ თვალებს როცა ვისმენ, მგონია ადამიანის თვალები ფუტკრის ფიჭაა და ეს ესაა ფუტკარი უნდა მოაჯდეს, საშინელი წარმოსადგენია! მართლაც რომ რას ვიზამთ, კი მინდოდა მარტოობის შკალის დამწევი საშუალება, მაგრამ რა გაეწყობა.

აღმართები,დაღამრთები,თვალები და ტუჩები ნელ ნელა კლავენ შინაგან შიმშილს. აი ისეთს  რომელიც მარტოობას უდრის და ფიზიკურ შიმშილთან ახლოსაც რომ ვერ მოდის(ანდა სად აქვს მოსასვლელი გზა). ეს შიმშილი ვინმესთან ყოფნით უნდა მოაყუჩო, დროებით მაინც. მერე ხარ, ხარ  , ხარ და ხარ ან ორივე ხართ . დრო მიდის, თქვენც მიდიხართ, შიმშილი მოგდევთ, დაგეწევათ და თქვენ ქრებით, რჩებით შენ და შენ და არა თქვენ, შიმშილიც ორად იყოფა, არ უჭირს მაგას ეგ ამბავი. „ჩვენ“ მხოლოდ სოფისთნ ვარ. ნეტავი მეტი გამოცდილება მქონდეს, ოჰ ეს წლები. ლამის კარები ჩამომიხსნეს, ვდგები .

მეტროში

დასვი მე შენი გასიებული…. ფუ რა დონდლო ტიპია, ეს ტვინნაღრძობი ავადმყოფი, არ დგება ცოცხალი თავით. ესეთები მოხუცებმა ხელჯოხებით უნდა „გაიფინონ“ სახლის შემოსასვლელთან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საპნებს ამზადებდნენ ნაცისტები დიდი ამბავი ამ ერთის ხალიჩა დაამზადონ! ვწყნარდები,  გოგოს მზერას ვგრძნობ. ჩემს წინ დგას, მეორე  შემოსასვლელთან. ვითომ არ იმჩნევს, ერთი სული აქვს როდის წაიკითხავს წიგნის სათაურს, რომელიც ხელში მიჭირავს. კარგად ვარ იმ კარებს მიყრდნობილი, რომელსაც წესით არ უნდა მივეყრდნო. ბევრჯერ წარმომიდგენია სცენა, როდესაც შუაგულ სხვამხარესრომკარიიღება გაჩერებაზე შემთხვევით ის კარები  იღება რომელსაც მე ვეყრდნობი. მივფრინავ ქვევით. სასაცილოა. უი არა, უფრო მტკივნეულია. ეს რაღაც შეიძლება მოხდეს მხოლოდ, ალბათობის, უზარმაზარი დამთხვევების კასკადის შედეგად ანდა განგების უაზრო ხუმრობის შემდეგ. მართლაც რომ მტკივნეული იქნება ! არა რა ვერ ჩაიკითხა ეს სათაური, ლამის მივიდე და სახეზე ავაფარო. ერთხელაც ვიყიდი „გრეის ორმოცდაათ ელფერს“ , ყდას ამოვჭრი და ნებისმიერ წიგნს, რომლის წაკითხვაც მაქვს განზრახული (მითუმეტეს მეტროში) ამოვუდებ ამ ყდას, მერე ნახეთ გოგოების რეაქცია. ეს ნამდვილად სასაცილო იქნება, ზედმეტადაც კი.

 მეტროდან ტროტუარზე

 ყურებში გაჩხერილი ყურსასმენი მაყრუებს, მაყრუებს, მაყ რუ ებს და მაყ რუ ებს! მერე ოდნავი პაუზა და ჯიბეში მოკლე ვიბრაციას ვგრძნობ. „ზეგ მარი მამასთან მიდის“, ეს ამბავი კარგია, მაგრამ ზეგინდელ ამბავს ახლა რატომ მეუბნება? ვერ ვხვდები ამ ქალის ამბებს და მე ეს ყველაფერი გაურკვევლობანარევი სიხარულით მიპყრობს. ო სოფი, არ ვიცი რა ხარ, შენ.. ხელი გაწი ბიჭო, ვინაა ეს?! ჩემი ჯგუფელი.

უნივერსიტეტიდან ტროტუარზე

 ოცდაორი წლის ვარ, მემგონი კურსზე ვრჩები, მემგონი არადა ვრჩები. მე ეს არ მინდა და მითუმეტეს ხელსაც არ მაძლევს. მაგრამ მემგონი ყველას გვინდა , რომ ვითომდა ეს „უმაღლესი“ განათლების მომცემი გაურკვეველი დანიშნულების მქონე დაწესებულებები არ არსებობდნენ. მგონი ქვეყანა ყარს, გაუნათლებლებისგან, ყოველ შემთხვევაში მეტროში ასეა. მაგრამ არ მინდა ასეტი პათოსი, მე კურსზე ვრჩები. ხანგრძლივ ვიბრაციას ვგრძნობ. სოფი, სოფი და სოფი

-ალო, ჰო.

-ნახე ესემესი?

-არა, რა ხდება?

-ზეგ მარიამი მამასთან რჩება, ერთი კვირით.

მგონი ვიბადები თავიდან, ოღონდ იმ პირველი ამოსუნთქვის გარეშე, ამ ბოლო ორმა სიტყვამ დედამიწა სწრაფად დაატრიალა. ო არა, რა მაგარია !

-ანუ ზეგ მოვიდე?

ამას რას ვეუბნები.დებილი ვარ, მაგას კითხვა უნდა ბიჭო?!

-აბრა რა უნდა ქნა? სხვა გეგმები გაქვს?

ეს ქალი უფრო და უფრო მაკვირვებს. არჩევანის უფლებასაც კი მაძლევს.

-მემგონი არა.

-კარგი,მემგონის გარეშე ოღონდ. დროებით, ფეხებამდე.

-კარგი. ფეხებამდე.

ჩაკალით პირველივე აზრი ამ სიტყვასთან დაკავშირებით. განმარტებას  ზეგ მოისმენთ. დავფრინავ!

დიდზე დიდი პაუზა

„რას დაფრინავ ბიჭო?!“

მეტროში

ლამის მეც ავდგე და ვიყვირო „ხო ბიძიებო, დეიდებო, დიახ ბიძიებო და დეიდებო. დაეხმარეთ ერთი დაეხმარეთ, ისე დაეხმარეთ რომ მეორედ აქ არ მოეთრას! სასწრაფოდ მეთქი“. ღრმად ჩავისუნთქე, არ მჩვევია ეს მეტროში, მაგრამ ეს ისეთი გაიძვერა ტიპია, მაიძულებას  ამას. სულ რამოდენიმეჯერ მეყოლება ნანახი და:  ერთხელ მოხუცს შეაფურთხა , გაიქცა. მეორედ ქალს მუხლში მუშტი ჩააზილა, გაიქცა. მესამედ ვიღაცას შეაგინა, გაიქცა. მეოთხედ სანამ ფული არ მივეცი მანამდე არ მომცილდა. ხო და სანამ მეხუთედ რამეს  იზამს სასწრაფოდ დაეხმარეთ, სას წრა ფოდ ! მეტროს, მიწისქვეშეთის სამფლობელოდ ვერასოდეს ვერ აღვიქვამ, მაშინაც კი როცა იქსიდან მომავალი მეტრო ემამდე არმისული,  რომ ჩერდება ნახევარი წუთით და ნელ  ნელა ისევ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მიაპობს უკუნეთ სიბნელეს. ასეთი გაჩერების დროს ფანჯრებს იქით ძალიან ბნელა, მაგრამ ეს მთლად მიწას არ გავს. განახათ იმ ახალბედების სახე, ვინც ხშირად არ მგზავრობს მეტროში.ალბათ  სახლში მისულები ეგრევე დაპოსტავენ „მეტროში გავიჭედე“  და იქვე „თავს გრძნობს შეშინებულად“ „ვაიმე თიიკ რა საშინელებაა, მერე?“ და მერე წავა  სიბნელეში, მოწმენდილ ცაზე გავარდნილი მეხებივით მქუხარე კომენტარები. ქვეყნიერება გაიგებს , რომ მეტრო გაჩერდა. ოჰ ეს ახალბედა თხუნელები! მე მგონი თხუნელაც აღარ მქვია. რაც კი თბილისი მახსოვს , იქვე პარალელურად მეხსიერების ნაკადში მეტროს არსებობა აპობს ტვინის უჯრედებს!

სახლიდან ტროტუარზე ძმაკაცისკენ.

და რა იმის დაა რომ ნერვები არ მოგიშალოს?! ბანალურია ვითომდა ეს წუწუნი,  მაგრამ ყოფისთვის აუცილებელ სამკაულს ხომ პატარა, უბრალო, ბანალური მარგალიტებისგან შემდგარი ყელსაბამი წარმოადგენს?! ანდა თუ ჩავთვლით რომ ეს ბანალური მარგალიტები ვითომდა არაბანალურია, იმაში მაინც ხომ დამეთანხმებით რომ ყველანი, ბანალური, ერთნაირზე ერთნაირი ატომების ნაკრებისგან შევდგებით, უბრალოდ განსხვავებული ბმები გვაკავშირებს. ჰო და ჩემსა და ჩემს დას შორის(ამდენ დას ნუ იმეორებ, არ აგიხდეს !) ძალიან დიდი განზიდვის ძალები არსებობს, ისეთი ძალები რომლებიც დღემდე არავის შეუქმნია და ღმერთმა დაიფაროს ჩენი ოჯახი იმ დღისგან როცა ეს ძალები გაქრება . აი მაშინ დაიწყება აპოკალიფსი!

ლუდი ავუტანო თუ რამე გამაგრილებელი საწამლავი? არა გააჩნია მე რომელი მინდა. მე ლუდი მინდა, მაგრამ რა ლუდი  ზეგ ხომ სოფისთან მივდივარ. მაშ ლიმონათი? კარგად დაფიქრდი ! მაშინ თუ ლიმონათი, რისი ან ვისი? ო არა, რა უაზრობით ვიტენი თავს.

-აი ის მომაწოდეთ.

თავი.გონება,სუნთქვ,ა გულისცემა.

-აგერ წყალი ინებეთ.

-მადლობა.

გონს მოვედი. ეს რა დამემართა?

-რაღაც მაგნიტური დღეებია, დღეს დილით ჩემს ქმარსაც შეაქანა.

ჭიქას ვაწვდი. გულკეთილია.

-მადლობა.

შეხედეთ, ამ ქალს შექანმებული ქმარი ყავს სახლში ! ვსო მოვედი ღლიცინის ხასიათზე. ისე ყველანი მეტნაკლებად შექანებულები ვართ, ხან ქვემოდან და ხანაც ზემოდან !

მეგობრის სახლიდან ტროტუარზე

ამან ბოლომდე აიშვა აფრები და საბოლოოდ გარეკა, ოღონდ ამ გარეკვაში ისე რას გულისხმობენ ვერ ვხვდები. ასი ლარი? და ეს ასი ლარი ისევ უნდა ითამაშოს? ჰმ ამას დღეს აშკარად ზომაზე მეტად შეაქანა ! რატომ არ მივდივარ? რმერთო რა მჭირს დღეს? ახსენით სასწრაფოდ რა მჭირს ! ხე? ჩემს წინ ხე დგას, ისე ოქტომბრის თვეა. ხე ძალიან მაღალია, არ ვიცი რისია მაგრამ ნახევარი ფოთლები კი დასცვენია. ტანში ჟრუანტელი მივლის. ზედმეტი ჰაერი ამოვისუნთქე, თანაც გულის დარტყმას ვგრძნობ ყურებში. ასე ხშირად მემართება, ამ ბოლო დროს. უფრო კონკრეტულად იმის მერე მჭირს რაც სოფი გავიცანი. ო სოფი. ვიბრაციას ვგრძნობ, უწყვეტს. ამას რაღა უნდა?

-ალო.

-უკან მოიხედე.

გუშინდელი არ ეყო? ვაიმე მართლა აქ დგას.

-შენ რა მითვალთვალებ?

გულწრფელად დავუსვი ახლა ეს შეკითხვა. მანიაკალურს ვერაფერს ვატყობდი ამ გოგოს. იქნებ ვცდები ხალხში. ვაი!

-სახლში მივდიოდი, გეძახდი მაგრამ ვიღაცას უყურებდი.

ა ეს ხე. ჯიგარი ხარ ძმაო, ჯიგარი, მაგრამ ქალის კლანჭებიდან შენ ვერ მიხსნი! დღეს სოფიმ დარეკა და მოკლედ მკიდიხარ ნინი!

-სად მიდიხარ?

მიდი და მოიფიქრე ახლა სად მიდიხარ, თან ისე მოიფიქრე რომ არ აგედევნოს.

-სახლში.

-დღეს მე მიგაცილებ სახლამდე.

ინსტიქტურად შარვალზე ვიყურები. დღესაც ბიჭი  ვარ, მერე ნინის ვუყურებ  ის გოგოა დღესაც, წარმოუდგენელი რამაა!

-სახლამდე?

-ხო რა იყო? ასე მგონია,  რომ გუშინ რაღაც ბოლომდე ვერ გავარკვიეთ.

– არა, ყველაფერი გაგებულია. გულახდილად გეუბნები რომ ჯობს გავაგრძელოთ მეგობრება, რადგან შენ დაიხიე ესე იგი რაღაცაშია  საქმე.

ო სოფი სოფი, მიეცი ამ გოგოს შენი ასაკი და აუდოს ახლა ამან დროზე აქედან !

-მე კი მეგონა ვიჩქარე…

გოგო გეუბნება ვიჩქარეო. ო არა, დღეს რა ხდება, რატომ ხდება, ან აქ რას მეუბნება ეს ამას, თავში ტვინი აქვს? არა!

-თუ ვინმემ იჩქარა, ეს მე ვიყავი.

-კარგი.

უბრუნდება ძველინდელი გამოხედვა. ეს კარგის ნიშანია.  დღეს მემგონი გადავრჩი. სოფი, როდის გნახავ?

სახლში

 დღეს მაგარი დღე მქონდა რა. ნინი სოფი, სოფი ნინი, ნინი სოფი , სოფი ნინი. მორჩა ნინი, სოფი დაიწყო ისევ. ერთი კვირით ან ისევ მაშინდელივით, ერთი სამი დღით.არ დამავიწყდება ის დღე, საწყალი მარიამი და იდიოტი მამამისი, ნეტავი როგორ გაყვა მაგ უთავბოლოს სოფი?! ვამბობდი კი არა გამახსენდა ის, რაც ბიბლიაში ეწერა, ევას შექმნაზე. მანდ მორჩა მარტოობა.ევას მერე მორჩა ეგ დაავადება. ჩემთან სოფის მერე?! ო არა, ეს ყველაზე ნაკლებად მინდა. მე ხომ ღლაპი ვარ. ის კი, ო სოფი სოფი, ფეხებამდე სოფი, ტუჩებამდე, მკერდამე, სახეზე ლამაზ შრამამდე, ნიკაპამდე, კისრამდე, ხელის მტევნებამდე, ყველა აღმართ დაღმართამდე სოფი, სოფი და სოფი!

სახლში დილით

 „სევდააა , ყველგან სევდააა, სევდას…“ შემიპყრო ყანჩელმა.

სიზმრის ლაბირინთებს ვერ ვიხსენებ. დასკვნა: „ნინისთან იმიტომ გქონდა ურთიერთობა შე უბადრუკო არსებავ, რომ სოფისგან თავი დაგეძვრინა. ყველა  ნასვრეტს ეძებ, ყველგან გაძვრები ოღონდ მასთან არ დარჩე. შე მხდალო არსებავ შენა. არა,  შენ კაცი უნდა გერქვას?! შენ ხომ სოფი გიყვარს!“ „ აი მანდ შეჩერდი ბიჭო. რას ქვია მიყვარს? შენ მთლად გადაირიე? როგორ მეყვარება ეს ქალი, ხომ კარგად ხარ?“ „არა , ერთი ამას დამიხედეთ რა ! ვის ატყუებ ბიჭო, შენს თავს? მე დავდივარ ხო თითქმის ყოველ დღე მასთან. ნუ მართლაც მე დავდივარ, მაგრამ ამას შენ და საერთოდ  ჩვენ ერთად ვწყვეტთ და ვაკეთებთ. მე მიყვარს სოფი და შენც აღიარე რომ გიყვარს ! აღიარე მეთქი! სასწრაფოდ აღიარე ! „არ მიყვარს მე სოფი! ამას დაგიმტკიცებ!“

ჩემს გონებას ძლივს მოვწყდი. ხვალ ყველაფერს ავუხსნი და მორჩება ჩვენი შეხვედრები. მე ის არ მიყვარს, მე მასთან ურთიერთობას გავწყვეტ!

მეტრო

 მეტრო. მეტრო. მეტრო. შემდეგი სადგური. იკეტება კარები. კარები. მეტრო კარები. არ მიყვარს?

მეტროდან

მივდივარ და ნაბიჯებს მივყვები. აბა ისე სხვანაირად როგორ წავალ?! შეიძლება ისე წასვლა, რომ ნაბიჯებს არ გაჰყვე? შეიძლება ჭეშმარიტებას ერთხელ მაინც აუარო გვერდი? შეიძლება ერთხელ მაინც სხვა რაღაც გავაკეთო?არა დღეს რა თქმა უნდა არ წავალ უნივერსიტეტში. დღეს რა თქმა უნდა დავჯდები და კარგად მოვიფიქრებ გეგმას , თუ როგორ ვუთხრა სოფის რომ მე მასთან აღარ ვივლი. შემომხედავს და არაფერს მეტყვის. იტყვის კარგიო. მომაყოლებს ნინის ამბებს, მეც მოვატყუებ და ვეტყვი რომ ერთად ვართ. აბა რა, სოფი ჩემზე ყველაფერი იცის, ის ხომ სოფია. ო სოფია.

ნაბიჯებს მივყავარ და ვჩერდები. არ გიგვრძნიათ არასდროს ზურგის წვა იმიტომ, რომ ვიღაც გიყურებთ? მე მიგვრძვნია ბევრჯერ და ახლაც ვგრძნობ. ვიღაც მეხება.

-დიახ ბატონო.

ძონძებში ჩაცმული. სავარაუდოდ მათხოვარია, მაგრამ რატომ არ ყარს? კულტურული მათხოვარია? ახალდაბანილი მათხოვარია? ან არაა მათხოვარი? რატომ შემეხო? რა უნდა? უნდა რამე?

-გისმენთ ბატონო, რა გნებავთ?

მიყურებს. თვალების ფერს ვერ ვარჩევ. მიყურებს. მიყურებს, მიყურებს. ისე მიყურებს, დროა ახალი თავის წერა დავიწყო. დაიცადეთ.